შალვა ტაბატაძე: ხშირად მშობლები ბავშვებს ძალადობისკენ თავისი უმოქმედობით უბიძგებენ (ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

თბილისში, #51 სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც მოსწავლეებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა სასკოლო განათლებაში ცვლილებები იგეგმება.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, სასკოლო განათლების სისტემაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. მათ შორის: დაიხვეწება მანდატურის ინსტიტუტი, სკოლების მიმდებარედ დაიწყება პატრულირება, სკოლებში მუშაობას დაიწყებენ ფსიქოლოგები და ამ პროცესში ჩაერთვებიან მშობლებიც.

რამდენად იმუშავებს მინისტრის მიერ დააანონსებული საკითხები სკოლებში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს? - ამ საკითხებზე „აიპრესი“ მკვლევარს განათლების საკითხებში, პროფესორ შალვა ტაბატაძეს ესაუბრა.

განათლების მკვლევარი ამბობს, რომ საჭიროა ბალანსი არსებობდეს რეპრესიულ და პრევენციულ ქმედებებს შორის. მისივე თქმით, აუცილებელია მუშაობა სკოლების ადმინისტრაციებთან, მასწავლებელებთან და მშობლებთანაც.

#51 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელმაც სკოლებში არსებული ძალადობა უნდა აღმოფხვრას, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. როგორ აფასებთ, ამ თემას და რამდენად ეფექტურად შეიძლება იმუშავოს ამ საკითხებმა?

ერთი რაც მნიშვნელოვანია და იმუშავებს ეფექტურად, ეს არის ის, რომ მიდგომა იყოს კომპლექსური და არსებობდეს საჯარო პოლიტიკა ამ პრობლემის მიმართულებით. ანუ თუ ავიღებთ, პოლიტიკის ასპექტებს, რაც უკავშირდება უსაფრთხო სკოლის კონცეფციას და ზოგადად უსაფრთხო გარემოს. ეს ორი სხვადასხვა მიდგომაა. ერთია რეპრესიული - ანუ დასჯაზე ორიენტირებული, ხოლო მეორე პრევენციული, რაც გულისხმობს კულტურისა და გარემოს ცვლილებას იმ თვალსაზრისით, რომ ძალადობრივი გარემო, ჩაგვრის სისტემა, ქურდული და ქუჩური მენტალიტეტი არ იყოს წახალისებული და პირიქით, სხვა ტიპის კულტურა დაფუძნდეს საზოგადოებაში, მათ შორის სასკოლო საზოგადოებაში.

თუმცა, ორივე სისტემა მნიშვნელოვანია და დაბალანსებული უნდა იყოს. მხოლოდ ერთი სისტემის ამუშავება არ შველის. ორიენტირი თუ მხოლოდ პრევენციაზე იქნება, კულტურის შეცვლაზე, ღირებულებითი სისტემის შეცვლაზე და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, ის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. მყისიერი რეაგირება, პროცედურული თუ დასჯაზე ორიენტირებული ვერ მოხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბალანსი.

წინა ხელისუფლების სისტემა დასჯაზე იყო ორიენტირებული და პრევენციაზე. რეპრესიულ სისტემაზე მოდიოდა დიდი წილი, ხოლო პრევენციულზე მცირე წილი. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, რეპრესიული ცვლილების მოხსნა მოხდა მეტ-ნაკლებად, მაგრამ არა ბოლომდე. მათ შორის საზოგადოებრივი მოთხოვნის საფუძველზეც.

მოხდა თუ არა მისი ჩანაცვლება ალტერნატიული მექანიზმით?

არა. მისი ჩანაცვლება უფრო პრევენციული სისტემებით, ან დაბალანსება სკოლის კულტურის ცვლილებების მიმართულებით არ მომხდარა. ამ მხრივ არანაიარი ნაბიჯი არ გადამდგარა. მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია. რეპრესიული და პრევენციული სისტემების ბალანსი აბსოლუტურად დაირღვა. ერთი სისტემაც მოიშალა და მეორეშიც არაფერი გაკეთდა. შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება ეფექტური იქნება, თუ ის კომპლექსური იქნება.

მინისტრმა რა ჩამონათვალიც გააკეთა, ეს მეტ-ნაკლებად შეუწყობს ხელს ერთსაც და მეორესაც. მთლიანობაში ორიენტირი უნდა იყოს პროცედურული და დასჯის თვალსაზრისით მექანიზმების დამკვიდრებაზე.

არ ვფიქრობ, რომ მანდატურის მექანიზმის დახვეწა და პატრულირება ცუდია. მყისიერი რეაგირებისთვის ეს მექანიზმები გვჭირდება. თუმცა, ასევე უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზეც, რომელიც ღირებულებითი თვალსაზრისით დაფუძნებული იქნება შემწყანარებლობასა და ტოლერანტობაზე. ჰუმანურ იდეებზე და არა ქურდულ და ძალადობრივ მენტალიტეტზე.

ამ მენტალიტეტს ხშირად ამკვიდრებს სკოლის ადმინისტრაციაც. მასწავლებლებიც, როდესაც იგივე მოსწავლისათვის წესების დაცვისკენ მოწოდება „ჩაშვებად“ არის აღქმული იგივე სასკოლო კულტურაში, იგივე საოჯახო კულტურაში. თუმცა, ამ პრობლემების მოგვარება მარტო განათლების სამინისტროს პრობლემა არ არის. მნიშვნელოვანია მედიის წვლილიც, ყველა იმ სტრუქტურის წვლილი, რომლებსაც შემხებლობა აქვთ ბავშვებთან.

ისაუბრეთ სკოლების ადმინისტრაციისა და პედაგოგების როლზე. მათთანაც ხომ არ არის საჭირო მუშაობა?

რა თქმა უნდა. თუკი ბავშვი მიუთითებს მისი უფლებების დარღვევაზე, თუკი მიუთითებს ჩაგვრაზე, ისინი თვლიან რომ მენტალურად ეს მისი მოგვარებელი პრობლემაა. ამას ნორმად აღიქვამენ, რომ ბავშვები ან იჩხუბებენ, ვიღაცა ვიღაცას დასცინებს, ვიღაცა ვიღაცას წაეკამათება. ეს ნორმად მიაჩნიათ. ეს აღქმა მათ შორის სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებშიც არის. მოსწავლემ როდესაც იცის, რომ მხარდაჭერა მასწავლებლებში და სკოლის ადმიანისტრაციაში არ არის, მაშინ ის მხარდაჭერას ეძებს სკოლის გარეთ. იგივე თუნდაც ოჯახში ეუბნებიან, რომ შენს ასაკში არის მსგავსი ტიპის პრობლემები, მაგრამ ეს შენი მოსაგვარებელია და ამ პასუხისმგებლობას ჰკიდებენ ბავშვს. ნაცვლად იმისა, რომ სისტემა და მექანიზმი შეიქმნას და მშობლებიც ამ კუთხით მიუდგნენ და დაარიგონ, პირიქით, თავისი უმოქმედობით ბავშვს უბიძგებენ, რომ ორჯერ მეტი ძალადობა გამოიჩინოს და საკუთარი თავი ძალადობრივი ქმედებებით დაიცვას. ანუ ყველასთან არის მუშაობა საჭირო - ბავშვთანაც, მშობელთანაც, მასწავლებელთანაც, სკოლის ადმინისტრაციასთანაც და მთლიანად საზოგადოებასთან.

რა მიდგომებეზეც ისაუბრა მინისტრმა ეს აქამდეც ხომ არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ ვხედავდით, რომ წინა მინისტრი აქცენტს სხვა რამეზე აკეთებდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის, დანერგვაზე, ჯანსაღ პროდუქტზე, ვაშლების დარიგებაზე... ალბათ, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც სკოლებში ასეთი პრობლემები დგას, რამდენად გამართლებულია ის მიდგომები რაც ჯეჯელავას ჰქონდა?

რა თქმა უნდა, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შემოდიოდა და ის მხოლოდ დასჯაზე იყო ორიენტირებული. ის, რომ ყველა ოჯახი ასე აზროვნებდეს, რომ ეს მენტალიტეტი შეიცვალოს, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ მინიმუმ სკოლის შიგნით უნდა იყოს სხვა მენტალიტეტი და მიდგომები, რომელსაც ყველა პატივს სცემს. წესების შემუშავებაში უნდა იღებდნენ მოსწავლეები მონაწილეობას. სკოლაში დადგენილი წესების პატივისცემა „ჩაშვებად“ და სირცხვილად კი არ უნდა ითვლებოდეს ახალგაზრდების თვალში, პირიქით ამ ნორმების დარღვევა უნდა ითვლებოდეს, არამედ პირიქით ამ ნორმების დარღვევა უნდა იყოს ამოვარდნილი მთელი კონექსტიდან. სამწუხაროდ, სკოლაში ქუჩური კულტურის გავლენა გაცილებით, უკეთესია.

შეცდომები იყო წინა მინისტრის დროსაც და იმის წინა მინისტრების დროსაც. წინა ხელისუფლების მიდგომებმა სიტუაცია რაღაც მომენტში გააუმჯობესა, თუმცა საზოგადოებრივი განწყობები და სასკოლო გარემო ვერ შეცვალა. მხოლოდ შიშზე იყო ეს დაფუძნებული.

განათლების მინისტრმა ისაუბრა სკოლებში ფსიქოლოგების ჩართულობაზე, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისმის კითხვა, აქვს ქვეყანას იმის რესურსი, რომ მთელი ქვეყანა მოიცვას და ამასთანავე ფსიქოლოგების ჩართულობა იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული?

ზოგადად რესურსის პრობლემები არა მხოლოდ ფსიქოლოგებთან მიმართებაში გვაქვს, არამედ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თვალსაზრისითაც. მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა თუ ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი რამდენად ფლობს თანამედროვე მოთხოვნებს და აქვთ თანამედროვე ცოდნა განათლების ფსიქოლოგიაში არსებული მიღწევების, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ინსტიტუციონალურად მნიშვნელოვანია ე.წ. School counseling. რომელიც ფსიქოლოგიურ პრობლემასაც ახორციელებს და ბევრ სხვა ფუნქციასაც. დაგეგმარებაში მონაწილეობენ, ბევრ სხვა ფუნქციაში მონაწილეობდნენ. ამ ტიპის ინსტიტუტის დამკვიდრება და კადრების გამოზრდა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ყველა სკოლაში ასეთი კადრებით უზრუნველყოფა პრობლემა იქნება, თუმცა ამის დანერგვაზე ზრუნვა თუ დაიწყება ეს შესაძლებელია. სხვადასხვა სკოლას სხვადასხვა საჭიროებები აქვს. ამიტომ ამ ინსტიტუტის დანერგვა თავდაპირველად უნდა დაიწყოს იმ სკოლებში, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს. მათ შორის იმ ქალაქის დიდ სკოლებში, სადაც უფრო მწვავედ დგას ის პრობლემა, ვიდრე ვთქვათ სოფლის პატარა სკოლებში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია. იქ სხვა ტიპის პრობლემა დგას და იქ სხვა ტიპის რეაგირებები შეიძლება იყოს საჭირო.

თუმცა, პრობლემები იქნება. ჩვენ სამწუხაროდ, განათლების სფეროში, არა მარტო ფსიქოლოგების მიმართულებით, არამედ მთლიანობაში არ გვყავს კვალიფიციური კადრები. თუმცა, თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება ამ მიმართულების, დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

13 დეკემბერი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და...

მეტი

შალვა ტაბატაძე: ხშირად მშობლები ბავშვებს ძალადობისკენ თავისი უმოქმედობით უბიძგებენ (ინტერვიუ)

შალვა ტაბატაძე: ხშირად მშობლები ბავშვებს ძალადობისკენ თავისი უმოქმედობით უბიძგებენ (ინტერვიუ)
19:50 | 4 დეკემბერი, 2017

რამდენად იმუშავებს მინისტრის მიერ დააანონსებული საკითხები სკოლებში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს? - ამ საკითხებზე „აიპრესი“ მკვლევარს განათლების საკითხებში, პროფესორ შალვა ტაბატაძეს ესაუბრა.

განათლების მკვლევარი ამბობს, რომ საჭიროა ბალანსი არსებობდეს რეპრესიულ და პრევენციულ ქმედებებს შორის. მისივე თქმით, აუცილებელია მუშაობა სკოლების ადმინისტრაციებთან, მასწავლებელებთან და მშობლებთანაც.

#51 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელმაც სკოლებში არსებული ძალადობა უნდა აღმოფხვრას, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. როგორ აფასებთ, ამ თემას და რამდენად ეფექტურად შეიძლება იმუშავოს ამ საკითხებმა?

ერთი რაც მნიშვნელოვანია და იმუშავებს ეფექტურად, ეს არის ის, რომ მიდგომა იყოს კომპლექსური და არსებობდეს საჯარო პოლიტიკა ამ პრობლემის მიმართულებით. ანუ თუ ავიღებთ, პოლიტიკის ასპექტებს, რაც უკავშირდება უსაფრთხო სკოლის კონცეფციას და ზოგადად უსაფრთხო გარემოს. ეს ორი სხვადასხვა მიდგომაა. ერთია რეპრესიული - ანუ დასჯაზე ორიენტირებული, ხოლო მეორე პრევენციული, რაც გულისხმობს კულტურისა და გარემოს ცვლილებას იმ თვალსაზრისით, რომ ძალადობრივი გარემო, ჩაგვრის სისტემა, ქურდული და ქუჩური მენტალიტეტი არ იყოს წახალისებული და პირიქით, სხვა ტიპის კულტურა დაფუძნდეს საზოგადოებაში, მათ შორის სასკოლო საზოგადოებაში.

თუმცა, ორივე სისტემა მნიშვნელოვანია და დაბალანსებული უნდა იყოს. მხოლოდ ერთი სისტემის ამუშავება არ შველის. ორიენტირი თუ მხოლოდ პრევენციაზე იქნება, კულტურის შეცვლაზე, ღირებულებითი სისტემის შეცვლაზე და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, ის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. მყისიერი რეაგირება, პროცედურული თუ დასჯაზე ორიენტირებული ვერ მოხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბალანსი.

წინა ხელისუფლების სისტემა დასჯაზე იყო ორიენტირებული და პრევენციაზე. რეპრესიულ სისტემაზე მოდიოდა დიდი წილი, ხოლო პრევენციულზე მცირე წილი. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, რეპრესიული ცვლილების მოხსნა მოხდა მეტ-ნაკლებად, მაგრამ არა ბოლომდე. მათ შორის საზოგადოებრივი მოთხოვნის საფუძველზეც.

მოხდა თუ არა მისი ჩანაცვლება ალტერნატიული მექანიზმით?

არა. მისი ჩანაცვლება უფრო პრევენციული სისტემებით, ან დაბალანსება სკოლის კულტურის ცვლილებების მიმართულებით არ მომხდარა. ამ მხრივ არანაიარი ნაბიჯი არ გადამდგარა. მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია. რეპრესიული და პრევენციული სისტემების ბალანსი აბსოლუტურად დაირღვა. ერთი სისტემაც მოიშალა და მეორეშიც არაფერი გაკეთდა. შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება ეფექტური იქნება, თუ ის კომპლექსური იქნება.

მინისტრმა რა ჩამონათვალიც გააკეთა, ეს მეტ-ნაკლებად შეუწყობს ხელს ერთსაც და მეორესაც. მთლიანობაში ორიენტირი უნდა იყოს პროცედურული და დასჯის თვალსაზრისით მექანიზმების დამკვიდრებაზე.

არ ვფიქრობ, რომ მანდატურის მექანიზმის დახვეწა და პატრულირება ცუდია. მყისიერი რეაგირებისთვის ეს მექანიზმები გვჭირდება. თუმცა, ასევე უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზეც, რომელიც ღირებულებითი თვალსაზრისით დაფუძნებული იქნება შემწყანარებლობასა და ტოლერანტობაზე. ჰუმანურ იდეებზე და არა ქურდულ და ძალადობრივ მენტალიტეტზე.

ამ მენტალიტეტს ხშირად ამკვიდრებს სკოლის ადმინისტრაციაც. მასწავლებლებიც, როდესაც იგივე მოსწავლისათვის წესების დაცვისკენ მოწოდება „ჩაშვებად“ არის აღქმული იგივე სასკოლო კულტურაში, იგივე საოჯახო კულტურაში. თუმცა, ამ პრობლემების მოგვარება მარტო განათლების სამინისტროს პრობლემა არ არის. მნიშვნელოვანია მედიის წვლილიც, ყველა იმ სტრუქტურის წვლილი, რომლებსაც შემხებლობა აქვთ ბავშვებთან.

ისაუბრეთ სკოლების ადმინისტრაციისა და პედაგოგების როლზე. მათთანაც ხომ არ არის საჭირო მუშაობა?

რა თქმა უნდა. თუკი ბავშვი მიუთითებს მისი უფლებების დარღვევაზე, თუკი მიუთითებს ჩაგვრაზე, ისინი თვლიან რომ მენტალურად ეს მისი მოგვარებელი პრობლემაა. ამას ნორმად აღიქვამენ, რომ ბავშვები ან იჩხუბებენ, ვიღაცა ვიღაცას დასცინებს, ვიღაცა ვიღაცას წაეკამათება. ეს ნორმად მიაჩნიათ. ეს აღქმა მათ შორის სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებშიც არის. მოსწავლემ როდესაც იცის, რომ მხარდაჭერა მასწავლებლებში და სკოლის ადმიანისტრაციაში არ არის, მაშინ ის მხარდაჭერას ეძებს სკოლის გარეთ. იგივე თუნდაც ოჯახში ეუბნებიან, რომ შენს ასაკში არის მსგავსი ტიპის პრობლემები, მაგრამ ეს შენი მოსაგვარებელია და ამ პასუხისმგებლობას ჰკიდებენ ბავშვს. ნაცვლად იმისა, რომ სისტემა და მექანიზმი შეიქმნას და მშობლებიც ამ კუთხით მიუდგნენ და დაარიგონ, პირიქით, თავისი უმოქმედობით ბავშვს უბიძგებენ, რომ ორჯერ მეტი ძალადობა გამოიჩინოს და საკუთარი თავი ძალადობრივი ქმედებებით დაიცვას. ანუ ყველასთან არის მუშაობა საჭირო - ბავშვთანაც, მშობელთანაც, მასწავლებელთანაც, სკოლის ადმინისტრაციასთანაც და მთლიანად საზოგადოებასთან.

რა მიდგომებეზეც ისაუბრა მინისტრმა ეს აქამდეც ხომ არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ ვხედავდით, რომ წინა მინისტრი აქცენტს სხვა რამეზე აკეთებდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის, დანერგვაზე, ჯანსაღ პროდუქტზე, ვაშლების დარიგებაზე... ალბათ, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც სკოლებში ასეთი პრობლემები დგას, რამდენად გამართლებულია ის მიდგომები რაც ჯეჯელავას ჰქონდა?

რა თქმა უნდა, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შემოდიოდა და ის მხოლოდ დასჯაზე იყო ორიენტირებული. ის, რომ ყველა ოჯახი ასე აზროვნებდეს, რომ ეს მენტალიტეტი შეიცვალოს, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ მინიმუმ სკოლის შიგნით უნდა იყოს სხვა მენტალიტეტი და მიდგომები, რომელსაც ყველა პატივს სცემს. წესების შემუშავებაში უნდა იღებდნენ მოსწავლეები მონაწილეობას. სკოლაში დადგენილი წესების პატივისცემა „ჩაშვებად“ და სირცხვილად კი არ უნდა ითვლებოდეს ახალგაზრდების თვალში, პირიქით ამ ნორმების დარღვევა უნდა ითვლებოდეს, არამედ პირიქით ამ ნორმების დარღვევა უნდა იყოს ამოვარდნილი მთელი კონექსტიდან. სამწუხაროდ, სკოლაში ქუჩური კულტურის გავლენა გაცილებით, უკეთესია.

შეცდომები იყო წინა მინისტრის დროსაც და იმის წინა მინისტრების დროსაც. წინა ხელისუფლების მიდგომებმა სიტუაცია რაღაც მომენტში გააუმჯობესა, თუმცა საზოგადოებრივი განწყობები და სასკოლო გარემო ვერ შეცვალა. მხოლოდ შიშზე იყო ეს დაფუძნებული.

განათლების მინისტრმა ისაუბრა სკოლებში ფსიქოლოგების ჩართულობაზე, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისმის კითხვა, აქვს ქვეყანას იმის რესურსი, რომ მთელი ქვეყანა მოიცვას და ამასთანავე ფსიქოლოგების ჩართულობა იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული?

ზოგადად რესურსის პრობლემები არა მხოლოდ ფსიქოლოგებთან მიმართებაში გვაქვს, არამედ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თვალსაზრისითაც. მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა თუ ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი რამდენად ფლობს თანამედროვე მოთხოვნებს და აქვთ თანამედროვე ცოდნა განათლების ფსიქოლოგიაში არსებული მიღწევების, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ინსტიტუციონალურად მნიშვნელოვანია ე.წ. School counseling. რომელიც ფსიქოლოგიურ პრობლემასაც ახორციელებს და ბევრ სხვა ფუნქციასაც. დაგეგმარებაში მონაწილეობენ, ბევრ სხვა ფუნქციაში მონაწილეობდნენ. ამ ტიპის ინსტიტუტის დამკვიდრება და კადრების გამოზრდა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ყველა სკოლაში ასეთი კადრებით უზრუნველყოფა პრობლემა იქნება, თუმცა ამის დანერგვაზე ზრუნვა თუ დაიწყება ეს შესაძლებელია. სხვადასხვა სკოლას სხვადასხვა საჭიროებები აქვს. ამიტომ ამ ინსტიტუტის დანერგვა თავდაპირველად უნდა დაიწყოს იმ სკოლებში, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს. მათ შორის იმ ქალაქის დიდ სკოლებში, სადაც უფრო მწვავედ დგას ის პრობლემა, ვიდრე ვთქვათ სოფლის პატარა სკოლებში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია. იქ სხვა ტიპის პრობლემა დგას და იქ სხვა ტიპის რეაგირებები შეიძლება იყოს საჭირო.

თუმცა, პრობლემები იქნება. ჩვენ სამწუხაროდ, განათლების სფეროში, არა მარტო ფსიქოლოგების მიმართულებით, არამედ მთლიანობაში არ გვყავს კვალიფიციური კადრები. თუმცა, თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება ამ მიმართულების, დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც გადაწყდება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი