მამა პეტრე:როცა შვილს სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ რანაირად უნდა აპატიო?! ვერ ვიფარისევლებ

ადმინისტრატორი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში თბილისის 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარ ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ღამე თეთრად დამათენდა. ძვლები მეწვის... სისხლი აღარ მოძრაობს... გულს მექანიკური საათის ფუნქცია შერჩა...

ექვსი შვილი მყავს... უყვართ სახლიიდან გასვლა, მეგობრების გარემო, თამაში, ხალხთან ურთიერთობა... სანამ შინ შემოვლენ, მანამდე ფორიაქი მიპყრობს... ღმერთს სახელს მილიონჯერ ვახსენებ და ვევედრები, ყველას შვილი მშვიდობით დაბრუნდეს მშობელთან... მახსოვს, მეუღლესთან კამათის დროს, მეოთხე შვილი, რატი სახლიდან გარბოდა, მეშინია ხმამაღალი სიტყვისო და ქვითინებდა... ჩემი ბავშვობა გამახსენდა... მეც ასე ვიქცეობი.... სამყარო სუნთქვას წყვეტდა, როცა მშობლები კინკლაობდნენ... არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა მართალი, აკანკალებული ბავშვის წინაშე ოდივე მშობელი მწარედ ცდება... ყველაფერი უსიყვარულობის ბრალია... არც აღზრდა ვიცით რას ნიშნავს... კაცს ფუნქცია აქვს დაკარგული, სახლში ზის... ქალი ლუკმა პურის საშოვნელად სხვაგან გარბის... მცირე ასაკში დედა ყველას სჭირდება. ხშირად, მშობლები ისე იქცევიან, მარტო ყოფნა სჯობს, მაგრამ შვილებთან ერთად მშობლებიც უნდა იზრდებოდნენ...

არ არსებობს სიტყვა, რომელიც შვილმკვდარ დედას ნუგეშს მოუტანს... ჯანმრთელობის გაუარესების გამო თუ საკუთარი ღვიძლი ხელიდან გეცლება, თითქოს ემზადები უბედურებისთვის, მაგრამ დილით სკოლაში რომ გააცილებ და სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ, როგორ უნდა გადაიტანო?! რანაირად უნდა აპატიო?! ექვსი შვილის მამა ვარ, ვერ ვიფარისევლებ, ალბათ გამიჭირდება პატიება...

მთელი ერის ტრაგედიაა... რატომ არ გვშველის ამდენი აშენებული ტაძრები, ლიტანიობა და ამბიონზე სხვებისთვის ჭკუის დარიგება?! იმიტომ, რომ გარეგნულია, ზედაპირული და მოჩვენებითი... იმ ტაძარსაც თავის მოსაწონებლად ვაშენებთ და იმ სიკეთესაც იმიტომ გავცემთ , ოღონდ თუ გავცემთ) საქებარი სიტყვები რომ მოვისმინოთ...

ერთხელ კლასში შევედი, საახალწლო ნატვრები დავაწერინე პატარებს... ერთს ეწერა, მინდა, დედიკო და მამიკომ არ იჩხუბონო... ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული... ჩვენ შვილებს ჩვენივე ხელით ვკლავთ...", - წერს მამა პეტრე. 

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ამავე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. მიყენებული ჭრილობით ერთ-ერთი მოზარდი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალე. მეორე მოსწავლეს, რომელსაც 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

13 დეკემბერი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და...

მეტი

მამა პეტრე:როცა შვილს სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ რანაირად უნდა აპატიო?! ვერ ვიფარისევლებ

მამა პეტრე:როცა შვილს სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ რანაირად უნდა აპატიო?! ვერ ვიფარისევლებ
10:43 | 3 დეკემბერი, 2017

"ღამე თეთრად დამათენდა. ძვლები მეწვის... სისხლი აღარ მოძრაობს... გულს მექანიკური საათის ფუნქცია შერჩა...

ექვსი შვილი მყავს... უყვართ სახლიიდან გასვლა, მეგობრების გარემო, თამაში, ხალხთან ურთიერთობა... სანამ შინ შემოვლენ, მანამდე ფორიაქი მიპყრობს... ღმერთს სახელს მილიონჯერ ვახსენებ და ვევედრები, ყველას შვილი მშვიდობით დაბრუნდეს მშობელთან... მახსოვს, მეუღლესთან კამათის დროს, მეოთხე შვილი, რატი სახლიდან გარბოდა, მეშინია ხმამაღალი სიტყვისო და ქვითინებდა... ჩემი ბავშვობა გამახსენდა... მეც ასე ვიქცეობი.... სამყარო სუნთქვას წყვეტდა, როცა მშობლები კინკლაობდნენ... არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა მართალი, აკანკალებული ბავშვის წინაშე ოდივე მშობელი მწარედ ცდება... ყველაფერი უსიყვარულობის ბრალია... არც აღზრდა ვიცით რას ნიშნავს... კაცს ფუნქცია აქვს დაკარგული, სახლში ზის... ქალი ლუკმა პურის საშოვნელად სხვაგან გარბის... მცირე ასაკში დედა ყველას სჭირდება. ხშირად, მშობლები ისე იქცევიან, მარტო ყოფნა სჯობს, მაგრამ შვილებთან ერთად მშობლებიც უნდა იზრდებოდნენ...

არ არსებობს სიტყვა, რომელიც შვილმკვდარ დედას ნუგეშს მოუტანს... ჯანმრთელობის გაუარესების გამო თუ საკუთარი ღვიძლი ხელიდან გეცლება, თითქოს ემზადები უბედურებისთვის, მაგრამ დილით სკოლაში რომ გააცილებ და სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ, როგორ უნდა გადაიტანო?! რანაირად უნდა აპატიო?! ექვსი შვილის მამა ვარ, ვერ ვიფარისევლებ, ალბათ გამიჭირდება პატიება...

მთელი ერის ტრაგედიაა... რატომ არ გვშველის ამდენი აშენებული ტაძრები, ლიტანიობა და ამბიონზე სხვებისთვის ჭკუის დარიგება?! იმიტომ, რომ გარეგნულია, ზედაპირული და მოჩვენებითი... იმ ტაძარსაც თავის მოსაწონებლად ვაშენებთ და იმ სიკეთესაც იმიტომ გავცემთ , ოღონდ თუ გავცემთ) საქებარი სიტყვები რომ მოვისმინოთ...

ერთხელ კლასში შევედი, საახალწლო ნატვრები დავაწერინე პატარებს... ერთს ეწერა, მინდა, დედიკო და მამიკომ არ იჩხუბონო... ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული... ჩვენ შვილებს ჩვენივე ხელით ვკლავთ...", - წერს მამა პეტრე. 

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ამავე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. მიყენებული ჭრილობით ერთ-ერთი მოზარდი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალე. მეორე მოსწავლეს, რომელსაც 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტორი: ადმინისტრატორი