შპს "ქართული დაფნა" - 597 482 აშშ დოლარის ინვესტიცია და მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული

ადმინისტრატორი

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ქართული დაფნა“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.

საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის"  ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია. კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება.

საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება. 

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

17 იანვარი, 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

შპს "ქართული დაფნა" - 597 482 აშშ დოლარის ინვესტიცია და მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული

შპს "ქართული დაფნა" - 597 482 აშშ დოლარის ინვესტიცია და მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული
09:31 | 3 დეკემბერი, 2017

საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის"  ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია. კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება.

საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება. 

ავტორი: ადმინისტრატორი