ნუგზარ წიკლაური: სამწუხაროდ, ბათუმის ტრაგედიის პოლიტიზირების მცდელობაა!

იაგო ნაცვლიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ბათუმის ტრაგედიის პოლიტიზირების მცდელობაა, რაც მისი შეფასებით მიუღებელია.

როგორც პოლიტიკოსმა „აიპრესს“ უთხრა, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს. თუმცა, მიიჩნევს, რომ კვალიფიციური დასკვნისთვის გარკვეული დროა საჭირო.

რაც შეეხება იმას, ხომ არ არის საჭირო კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით? წიკლაური ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კანონმდებლობაში ყველაფერი გაწერილია, მაგრამ თუ კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს ის აუცილებლად უნდა იყოს გამოსწორებული.

„ცხადია არა მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არამედ, შედარებითი დაბალი დონის სასტუმროებსაც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ისეთი დონის სისტემები, რომელიც გამორიცხავს, ან მინიმუმადე დაიყვანს იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას, აღარფაერს ვამბობ, სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე. ყველგან უნდა არსებობდეს ასეთი მინიმალური ზომები მაინც.

იყო თუ არა ეს ზომები დარღვეული სასტუმრო „ლეოგრანდში“? იყო თუ არა უსაფრთხოების კიბე, რომლითაც ადამიანების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო? - ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ეს ჩემთვის ცნობილი არაა. ამ შემთხვევაში კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა გასცენ პასუხი იმაზე, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. ან სამაშველო სამსახურის კვალიფიკაციის პრობლემა იყო, ან მართლა არ ჰქონდა სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით მოწესრიგებული უნდა იყოს და ამაზე საუბარი არა მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როდესაც რაიმე ტრაგედია მოხდება. როგორც ეს მოხდა 2 წლის წინ ქობულეთში, ან რამდენიმე დღის წინ ბათუმში. არამედ საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით უნდა იყოს გამართული და თუ რაიმე დახვეწაა საჭირო, ამაზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ხალხს საქართველოს პარლამენტში.

თუ საკანონმდებლო ხარვეზია ამ მიმართულებით, ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოსწორებული. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანონში ყველაფერი გაწერილია და არის კიდევ აქტები, რომელიც სხვათა შორის ადგილობრივ ხელისუფლებასაც ავალდებულებს, რომ მუდმივი კონტროლი იყოს სასტუმროებისა და მსგავსი ადგილებისა, იმისათვის, რომ ასეთი რამე არ მოხდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე დღეა საჭიროა იმისათვის, რომ კვალიფიციური დასკვნა შემოგვთავაზონ.

სამწუხაროდ ამ საქმეში არის პოლიტიზირების მცდელობები. მაგალითად, ვიღაც ამბობს, რომელი ხელისუფლების დროს აშენდა ეს და ა.შ. ასეთი მსჯელობები სრულიად მიუღებელია. არსებულ კითხვებს პასუხი სწრაფად უნდა გაეცეს. თუ შესატანია რაიმე ცვლილებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, ის უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და მინდა გარდაცვლილების ოჯახებს მივუსამძიმრო“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „აიპრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ გადაყვანილნი. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ისინი სახლში გაწერეს.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

13 დეკემბერი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და...

მეტი

ნუგზარ წიკლაური: სამწუხაროდ, ბათუმის ტრაგედიის პოლიტიზირების მცდელობაა!

ნუგზარ წიკლაური: სამწუხაროდ, ბათუმის ტრაგედიის პოლიტიზირების მცდელობაა!
14:49 | 29 ნოემბერი, 2017

როგორც პოლიტიკოსმა „აიპრესს“ უთხრა, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს. თუმცა, მიიჩნევს, რომ კვალიფიციური დასკვნისთვის გარკვეული დროა საჭირო.

რაც შეეხება იმას, ხომ არ არის საჭირო კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით? წიკლაური ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კანონმდებლობაში ყველაფერი გაწერილია, მაგრამ თუ კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს ის აუცილებლად უნდა იყოს გამოსწორებული.

„ცხადია არა მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არამედ, შედარებითი დაბალი დონის სასტუმროებსაც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ისეთი დონის სისტემები, რომელიც გამორიცხავს, ან მინიმუმადე დაიყვანს იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას, აღარფაერს ვამბობ, სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე. ყველგან უნდა არსებობდეს ასეთი მინიმალური ზომები მაინც.

იყო თუ არა ეს ზომები დარღვეული სასტუმრო „ლეოგრანდში“? იყო თუ არა უსაფრთხოების კიბე, რომლითაც ადამიანების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო? - ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ეს ჩემთვის ცნობილი არაა. ამ შემთხვევაში კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა გასცენ პასუხი იმაზე, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. ან სამაშველო სამსახურის კვალიფიკაციის პრობლემა იყო, ან მართლა არ ჰქონდა სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით მოწესრიგებული უნდა იყოს და ამაზე საუბარი არა მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როდესაც რაიმე ტრაგედია მოხდება. როგორც ეს მოხდა 2 წლის წინ ქობულეთში, ან რამდენიმე დღის წინ ბათუმში. არამედ საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით უნდა იყოს გამართული და თუ რაიმე დახვეწაა საჭირო, ამაზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ხალხს საქართველოს პარლამენტში.

თუ საკანონმდებლო ხარვეზია ამ მიმართულებით, ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოსწორებული. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანონში ყველაფერი გაწერილია და არის კიდევ აქტები, რომელიც სხვათა შორის ადგილობრივ ხელისუფლებასაც ავალდებულებს, რომ მუდმივი კონტროლი იყოს სასტუმროებისა და მსგავსი ადგილებისა, იმისათვის, რომ ასეთი რამე არ მოხდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე დღეა საჭიროა იმისათვის, რომ კვალიფიციური დასკვნა შემოგვთავაზონ.

სამწუხაროდ ამ საქმეში არის პოლიტიზირების მცდელობები. მაგალითად, ვიღაც ამბობს, რომელი ხელისუფლების დროს აშენდა ეს და ა.შ. ასეთი მსჯელობები სრულიად მიუღებელია. არსებულ კითხვებს პასუხი სწრაფად უნდა გაეცეს. თუ შესატანია რაიმე ცვლილებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, ის უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და მინდა გარდაცვლილების ოჯახებს მივუსამძიმრო“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „აიპრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ გადაყვანილნი. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ისინი სახლში გაწერეს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი