ზურაბ ალავიძის შეხვედრა ჩინეთის "ექსიმბანკი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ადმინისტრატორი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, ჩინეთის "ექსიმბანკი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ  პარტნიორულ  ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

მინისტრმა  ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის, სივრცითი მოწყობის კომპონენტი გააცნო და 2017-2020 წლებში პროექტების განხორციელების შედეგებზე ისაუბრა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ოთხ წელზე გაწერილი გეგმის მიხედვით ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორში 9 მილიარდამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, მინიტრმა ყურადღება  გაამახვილა 2018 წელს დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის მიმართულებით.

შეხვედრისას მხარეებმა ჩინეთის "ექსიმბანკთან“ სამომავალო თანმშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. 

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ზურაბ ალავიძის შეხვედრა ჩინეთის "ექსიმბანკი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ზურაბ ალავიძის შეხვედრა ჩინეთის "ექსიმბანკი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა
14:03 | 28 ნოემბერი, 2017

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ  პარტნიორულ  ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

მინისტრმა  ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის, სივრცითი მოწყობის კომპონენტი გააცნო და 2017-2020 წლებში პროექტების განხორციელების შედეგებზე ისაუბრა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ოთხ წელზე გაწერილი გეგმის მიხედვით ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორში 9 მილიარდამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, მინიტრმა ყურადღება  გაამახვილა 2018 წელს დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის მიმართულებით.

შეხვედრისას მხარეებმა ჩინეთის "ექსიმბანკთან“ სამომავალო თანმშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. 

ავტორი: ადმინისტრატორი