ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც მხოლოდ "ოცნების" კანდიდატისთვის აპირებდა მილოცვას, გადაიფიქრა

ადმინისტრატორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოზურგეთის რაიონის წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაძანტირაძემ თავისი ნათქვამი გადაიფიქრა და ოზურგეთის ახალ მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს გამარჯვება მიულოცა.

"ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას ამ დაძაბულ ბრძოლაში. პატივს ვცემ ყველა იმ ოზურგეთელის არჩევანს, ვინც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ამ ბრძოლაში.
გამარჯვებულებს ვუსურვებ გამართლებოდეთ იმედები. წაგებულებს კი ვუსურვებ გადააბიჯონ წყენას და გვერდში დაუდგნენ საკრებულოს და ახალარჩეულ მერს ოზურგეთის საკეთილდღეოდ. ერთი რამე ფაქტია, რამაც გამახარა ამ პროცესში - გურიაში დემოკრატიას საფრთხე არასდროს დაემუქრება." - წერს ზვიად კვაჭანტირაძე თავის "სოციალურ ქსელში".

მანამდე ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებდა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიულოცავდა ოზურგეთის მერს, თუ ის ქართული ოცნების კანდიდატი იქნებოდა.

"იმ შემთხვევაში მივულოცავ ახალ მერს გამარჯვებას, თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი", - განაცხადა მაშინ ზვიად კვაჭანტირაძემ. 

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც მხოლოდ "ოცნების" კანდიდატისთვის აპირებდა მილოცვას, გადაიფიქრა

ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც მხოლოდ "ოცნების" კანდიდატისთვის აპირებდა მილოცვას, გადაიფიქრა
21:09 | 14 ნოემბერი, 2017

"ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას ამ დაძაბულ ბრძოლაში. პატივს ვცემ ყველა იმ ოზურგეთელის არჩევანს, ვინც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ამ ბრძოლაში.
გამარჯვებულებს ვუსურვებ გამართლებოდეთ იმედები. წაგებულებს კი ვუსურვებ გადააბიჯონ წყენას და გვერდში დაუდგნენ საკრებულოს და ახალარჩეულ მერს ოზურგეთის საკეთილდღეოდ. ერთი რამე ფაქტია, რამაც გამახარა ამ პროცესში - გურიაში დემოკრატიას საფრთხე არასდროს დაემუქრება." - წერს ზვიად კვაჭანტირაძე თავის "სოციალურ ქსელში".

მანამდე ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებდა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიულოცავდა ოზურგეთის მერს, თუ ის ქართული ოცნების კანდიდატი იქნებოდა.

"იმ შემთხვევაში მივულოცავ ახალ მერს გამარჯვებას, თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი", - განაცხადა მაშინ ზვიად კვაჭანტირაძემ. 

ავტორი: ადმინისტრატორი