ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ადმინისტრატორი

ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მიერ განსახილველად გამოტანილი საკითხის, რომელიც თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებოებრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებას ეხებოდა შესასწავლად დროს ითხოვდნენ. 

მიუხედავად მათი მოთხოვნისა საკითხი საკრებულოზე განსხილველად მაინც გაიტანეს, რასაც მცირე კამათი მოჰყვა.

ოპოზიციონერები აღნიშნული საკითხის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვდნენ, რასაც საკრებულოს სხვა წევრები არ დაეთნახმნენ. სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ დასრულდა. ენმ-ს წევრის ანა წითლიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უმრავლესობა ისე ამტკიცებს, რომ წაკითხულიც არ აქვთ. 

„დღის წესრიგის წაკითხვისთანავე, ვთქვით, რომ ამ საკითხების დღეს განხილვა არ შეიძლებოდა. საკერებულოს წევრებს და არც უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რას ამტკიცებენ, რა თანამდბობრივ სარგოებზეა საუბარი, უბრალოდ გადაწყვიტეს რომ მათ ასე უნდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არავის აზრი ეს არის ძალიან ცუდი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, იმას რომ ეს ამ საკრებულოს აქცევენ სანოტარო ბიუროდ, ისევ მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ანა წითლიძემ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, ას გვერდიანი დოკუმეტის განხილვა დღეს ვერ მოესწრებოდა და უმრავლესობამ არც კი იცის რას დაუჭირა მხარი. 

„ეს დოკუმეტი ას გვერდზე მეტია, დღეს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ იცნობენ ამ დოკუმენტს, ჯერ ერთი საიდან იცნობენ. ისინი უბრალოდ ასრულებენ დავალებას, მათ დაავალეს, რომ ხმა მისცენ იმ დოკუმენტს, რომელსაც არცერთი მათგან არ იცნობს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული დოკუმეტის განხილვის შესაძლებლობა საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდა. მისივე განმარტებით, თუ დეპუტატებს რაიმე შენიშვნები ექნებათ შემდეგ სხდომებზე მათი განხილვის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ.

დღეს ზუგდიდის ახალადარჩეული საკრებულოს პირველი სხდოამ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
20:49 | 14 ნოემბერი, 2017

მიუხედავად მათი მოთხოვნისა საკითხი საკრებულოზე განსხილველად მაინც გაიტანეს, რასაც მცირე კამათი მოჰყვა.

ოპოზიციონერები აღნიშნული საკითხის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვდნენ, რასაც საკრებულოს სხვა წევრები არ დაეთნახმნენ. სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ დასრულდა. ენმ-ს წევრის ანა წითლიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უმრავლესობა ისე ამტკიცებს, რომ წაკითხულიც არ აქვთ. 

„დღის წესრიგის წაკითხვისთანავე, ვთქვით, რომ ამ საკითხების დღეს განხილვა არ შეიძლებოდა. საკერებულოს წევრებს და არც უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რას ამტკიცებენ, რა თანამდბობრივ სარგოებზეა საუბარი, უბრალოდ გადაწყვიტეს რომ მათ ასე უნდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არავის აზრი ეს არის ძალიან ცუდი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, იმას რომ ეს ამ საკრებულოს აქცევენ სანოტარო ბიუროდ, ისევ მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ანა წითლიძემ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, ას გვერდიანი დოკუმეტის განხილვა დღეს ვერ მოესწრებოდა და უმრავლესობამ არც კი იცის რას დაუჭირა მხარი. 

„ეს დოკუმეტი ას გვერდზე მეტია, დღეს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ იცნობენ ამ დოკუმენტს, ჯერ ერთი საიდან იცნობენ. ისინი უბრალოდ ასრულებენ დავალებას, მათ დაავალეს, რომ ხმა მისცენ იმ დოკუმენტს, რომელსაც არცერთი მათგან არ იცნობს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული დოკუმეტის განხილვის შესაძლებლობა საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდა. მისივე განმარტებით, თუ დეპუტატებს რაიმე შენიშვნები ექნებათ შემდეგ სხდომებზე მათი განხილვის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ.

დღეს ზუგდიდის ახალადარჩეული საკრებულოს პირველი სხდოამ გაიმართა.

ავტორი: ადმინისტრატორი