ვენესუელის ხელისუფლება სოციალური ქსელების გაკონტროლებას გეგმავს

ადმინისტრატორი

ვენესუელის სატელეკომუნიკაციო ნაციონალური კომისია ტექნოლოგიების განვითარებას ცდილობს, რომელიც სოციალურ ქსელებში "სიძულვილის გაღვივების" წინააღმდეგ იბრძოლებს. როგორც El Universal იტყობინება, ამის შესახებ რესპუბლიკის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ღონისძიებების მიზანია ხელი შეეწყოს ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილებას, რომელიც სამართალდამცავებსა და პრო-მმართველ აქტივისტებს შორის არსებობს. "ჩვენ აუცილებელ ტექნოლოგიურ მექანიზმებს შევქმნით, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა სოციალური ქსელის გამოყენებით, როგორც ნიშა, სადაც ის დაუსჯელია", - განაცხადა როდრიგესმა. ამგვარი კომისიის შექმნის შესახებ შესაბამისი კანონი საკონსტიტუციო ასამბლეას ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ წარუდგინა.

ვენესუელაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებები აპრილიდან აგვისტომდე მიმდინარეობდა. აღნიშნულის მიზეზად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ მადუროს უფლებამოსილება გაეზარდა. აპრილის შემდეგ შეტაკებების შედეგად, მინიმუმ ასი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

22 თებერვალი, 2018

აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის...

მეტი

ვენესუელის ხელისუფლება სოციალური ქსელების გაკონტროლებას გეგმავს

ვენესუელის ხელისუფლება სოციალური ქსელების გაკონტროლებას გეგმავს
17:34 | 14 ნოემბერი, 2017

მინისტრის თქმით, ამ ღონისძიებების მიზანია ხელი შეეწყოს ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილებას, რომელიც სამართალდამცავებსა და პრო-მმართველ აქტივისტებს შორის არსებობს. "ჩვენ აუცილებელ ტექნოლოგიურ მექანიზმებს შევქმნით, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა სოციალური ქსელის გამოყენებით, როგორც ნიშა, სადაც ის დაუსჯელია", - განაცხადა როდრიგესმა. ამგვარი კომისიის შექმნის შესახებ შესაბამისი კანონი საკონსტიტუციო ასამბლეას ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ წარუდგინა.

ვენესუელაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებები აპრილიდან აგვისტომდე მიმდინარეობდა. აღნიშნულის მიზეზად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ მადუროს უფლებამოსილება გაეზარდა. აპრილის შემდეგ შეტაკებების შედეგად, მინიმუმ ასი ადამიანი დაიღუპა.

ავტორი: ადმინისტრატორი