ქართულ ფერმა "ვირლანდიაში" დამზადებული 1კგ ვირის ყველი 1500 ლარი ღირს

ადმინისტრატორი

ქართულ "ვირლანდია"-ში დამზადებული 1კილოგრამი ვირის ყველი დაახლოებით 1500 ლარი ღირს, 1კგ ვირის რძე კი 60 ლარი, რომელიც შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს,- ამის შესახებ კოოპერატივ "ვირლანდია"-ს ხელმძღვანელმა თემურ ლომიძემ "საქმის კურსთან" განაცხადა.

"ევროპაში ძალინ დიდი რაოდენობით უნდათ ვირის რძე, თუმცა ამის საშუალება ჯერ არ გვაქვს. წარმადობით დღეში უკვე 5 ლიტრზე ავედით.

რომელიმე ევროპულ ქარხანას თუ ითანამშრომლებ, მათ სჭირდებათ დღეში 20-50 ლიტრი, ჯერ-ჯერობით ამის შესაძლებლობა  არ გვაქვს, ანუ ვირის რძის ექსპორტში მხოლოდ რაოდენობა გვაფერხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეგვპირდა, რომ გატანის ლიცენზიას გაგვიკეთებს.

რაც შეეხება ხარისხს პრობლემა არაა. პარალელურად დავიწყეთ ყველის წარმოება, რაც ძალინ ძვირია. 1 კილოგრამი ყველი რომ ამოიყვანო 25 ლირტამდე რძე სჭირდება. 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია, ხოლო ევროპაში 60 ევრო, ყველის ღრებულება სადღაც 1500 ლარამდე გამოდის", - განაცხადა თემურ ლომიძემ "საქმის კურსთან".

მისივე თქმით, ვირის ფერმა სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. ვირის რძეს ბაქტერია აბსოლუტურად არ აქვს და მოდუღება არ სჭირდება, ცხიმიანობა აქვს დამალი, რის ხარჯზეც უამრავი დადებითი თვისება აქვს 

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ქართულ ფერმა "ვირლანდიაში" დამზადებული 1კგ ვირის ყველი 1500 ლარი ღირს

ქართულ ფერმა "ვირლანდიაში" დამზადებული 1კგ ვირის ყველი 1500 ლარი ღირს
17:33 | 14 ნოემბერი, 2017

"ევროპაში ძალინ დიდი რაოდენობით უნდათ ვირის რძე, თუმცა ამის საშუალება ჯერ არ გვაქვს. წარმადობით დღეში უკვე 5 ლიტრზე ავედით.

რომელიმე ევროპულ ქარხანას თუ ითანამშრომლებ, მათ სჭირდებათ დღეში 20-50 ლიტრი, ჯერ-ჯერობით ამის შესაძლებლობა  არ გვაქვს, ანუ ვირის რძის ექსპორტში მხოლოდ რაოდენობა გვაფერხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეგვპირდა, რომ გატანის ლიცენზიას გაგვიკეთებს.

რაც შეეხება ხარისხს პრობლემა არაა. პარალელურად დავიწყეთ ყველის წარმოება, რაც ძალინ ძვირია. 1 კილოგრამი ყველი რომ ამოიყვანო 25 ლირტამდე რძე სჭირდება. 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია, ხოლო ევროპაში 60 ევრო, ყველის ღრებულება სადღაც 1500 ლარამდე გამოდის", - განაცხადა თემურ ლომიძემ "საქმის კურსთან".

მისივე თქმით, ვირის ფერმა სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. ვირის რძეს ბაქტერია აბსოლუტურად არ აქვს და მოდუღება არ სჭირდება, ცხიმიანობა აქვს დამალი, რის ხარჯზეც უამრავი დადებითი თვისება აქვს 

ავტორი: ადმინისტრატორი