"ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო

ადმინისტრატორი

9 ნოემბერს,  ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები რეგიონებში დაიწყო.

რეგიონულ ცენტრებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე  "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" და "ფონდი ნატახტარის" მიერ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარედგინება.

"ფონდი ნატახტარი" 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

9 და 10 ნოემბერს, შეხვედრა-დისკუსიები გორის, ახალციხისა და თელავის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან მოეწყო. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზეც. კერძოდ, პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც.

15 ნოემბრიდან კი, ადვოკატობის კამპანია რეგიონებში  შემდეგი გრაფიკით მოეწყობა, რომელიც 18 ნოემბერს ზუგდიდში დასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

2017 წლის ივლისის დასაწყისში კომპანია "ნატახტარსა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

"ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო

"ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო
15:07 | 14 ნოემბერი, 2017

რეგიონულ ცენტრებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე  "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" და "ფონდი ნატახტარის" მიერ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარედგინება.

"ფონდი ნატახტარი" 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

9 და 10 ნოემბერს, შეხვედრა-დისკუსიები გორის, ახალციხისა და თელავის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან მოეწყო. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზეც. კერძოდ, პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც.

15 ნოემბრიდან კი, ადვოკატობის კამპანია რეგიონებში  შემდეგი გრაფიკით მოეწყობა, რომელიც 18 ნოემბერს ზუგდიდში დასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

2017 წლის ივლისის დასაწყისში კომპანია "ნატახტარსა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ავტორი: ადმინისტრატორი