ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს

ადმინისტრატორი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 2017 წლის 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს. კონსორციუმი შესყიდვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიან გარემოში განახორციელებს და ის ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდება. ტენდერებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ვებ გვერდზე http://www.anakliadevelopment.com/procurement.

ელექტრონული შესყიდვებისთვის კი გამოიყენება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე და გამოიწერონსისტემური შეტყობინებები, რათა დროულად მოახერხონ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

"ჩვენ გამოვაცხადებთ როგორც ღია ტენდერებს, ასევე ტენდერებს პრეკვალიფიკაციის მიხედვით და დახურულ ტენდერებს სპეციფიური ხასიათის სამუშაოების მიხედვით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და კომპნიასთან. ველოდებით მათ წინადადებებს და ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!", - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს
14:38 | 14 ნოემბერი, 2017

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 2017 წლის 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს. კონსორციუმი შესყიდვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიან გარემოში განახორციელებს და ის ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდება. ტენდერებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ვებ გვერდზე http://www.anakliadevelopment.com/procurement.

ელექტრონული შესყიდვებისთვის კი გამოიყენება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე და გამოიწერონსისტემური შეტყობინებები, რათა დროულად მოახერხონ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

"ჩვენ გამოვაცხადებთ როგორც ღია ტენდერებს, ასევე ტენდერებს პრეკვალიფიკაციის მიხედვით და დახურულ ტენდერებს სპეციფიური ხასიათის სამუშაოების მიხედვით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და კომპნიასთან. ველოდებით მათ წინადადებებს და ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!", - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

ავტორი: ადმინისტრატორი