თეა პერტაია გიორგი მღებრიშვილზე: ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას

ადმინისტრატორი

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შესახებ წერს:

"სუბიექტური ვარ? ალბათ, ცოტა... თუმცა ყველამ იცის, რომ ტყუილი მძაგს და ამიტომ ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს.

ადამიანი, რომელსაც ეს პოსტი ეძღვნება, ერთგული პიროვნება, უღალატო მეგობარი და სამართლიანი მენეჯერია...

წლებია, ვიცნობ და არასდროს უღალატია ღირსებისთვის, სიტყვისთვის, საქმისთვის... 

პოლიციელის ოჯახიდანაა და კარგად აქვს გათავისებული სამართალდამცველის ტკივილიც და სიხარულიც... 

ძალიან განიცდიდა, თუ ვინმე პოლიციას საზოგადოებისგან განყენებულ მხარედ განიხილავდა. ხშირად ამბობდა, რომ პოლიცია - ესაა საზოგადოების საიმედო და ძლიერი ნაწილი. შედეგად, მან შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც... ესაა ის, რაც ბევრმა არ იცის... 

თუმცა, რაც უკვე ცნობილია და ვფიქრობ, ისტორია კიდევ უფრო უკეთ აღნუსხავს, არის ის, რომ იგი პროგრესულად მოაზროვნე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. მას ეკუთვნის ახალი თაობის, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა, რომლის ფუნდამენტიც უკვე ჩაყრილია. მსგავსი პროექტის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აქვს. 

და, რაც მთავარია, ის იდეებს ყოველთვის ხორცს ასხამს და ამას 24 საათიანი, დაუღალავი მუშაობის შედეგად აღწევს. 

სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გარდაქმნის უწყებას ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ცოცხალ ორგანიზმად და არა ბიუროკრატიულ მანქანად.
რთული იყო ბეწვის ხიდზე სიარული… რთული იყო წონასწორობის შენარჩუნება ძლიერ, საიმედო პოლიციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომებს შორის... იყო რთული გამოწვევები, რომლებსაც, ვფიქრობ, მან ისევე ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ყოველთვის... ამას მომავალი უფრო მკაფიოდ გამოაჩენს", - წერს თეა პერტაია. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში ლანა მინდელის ნახატების გამოფენა გაიხსნა

22 ნოემბერი, 2017

21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნახატების პერსონალური გამოფენაб- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს.  "გამოფენაზე...

მეტი

თეა პერტაია გიორგი მღებრიშვილზე: ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას

თეა პერტაია გიორგი მღებრიშვილზე: ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას
15:38 | 14 ნოემბერი, 2017

"სუბიექტური ვარ? ალბათ, ცოტა... თუმცა ყველამ იცის, რომ ტყუილი მძაგს და ამიტომ ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს.

ადამიანი, რომელსაც ეს პოსტი ეძღვნება, ერთგული პიროვნება, უღალატო მეგობარი და სამართლიანი მენეჯერია...

წლებია, ვიცნობ და არასდროს უღალატია ღირსებისთვის, სიტყვისთვის, საქმისთვის... 

პოლიციელის ოჯახიდანაა და კარგად აქვს გათავისებული სამართალდამცველის ტკივილიც და სიხარულიც... 

ძალიან განიცდიდა, თუ ვინმე პოლიციას საზოგადოებისგან განყენებულ მხარედ განიხილავდა. ხშირად ამბობდა, რომ პოლიცია - ესაა საზოგადოების საიმედო და ძლიერი ნაწილი. შედეგად, მან შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც... ესაა ის, რაც ბევრმა არ იცის... 

თუმცა, რაც უკვე ცნობილია და ვფიქრობ, ისტორია კიდევ უფრო უკეთ აღნუსხავს, არის ის, რომ იგი პროგრესულად მოაზროვნე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. მას ეკუთვნის ახალი თაობის, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა, რომლის ფუნდამენტიც უკვე ჩაყრილია. მსგავსი პროექტის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აქვს. 

და, რაც მთავარია, ის იდეებს ყოველთვის ხორცს ასხამს და ამას 24 საათიანი, დაუღალავი მუშაობის შედეგად აღწევს. 

სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გარდაქმნის უწყებას ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ცოცხალ ორგანიზმად და არა ბიუროკრატიულ მანქანად.
რთული იყო ბეწვის ხიდზე სიარული… რთული იყო წონასწორობის შენარჩუნება ძლიერ, საიმედო პოლიციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომებს შორის... იყო რთული გამოწვევები, რომლებსაც, ვფიქრობ, მან ისევე ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ყოველთვის... ამას მომავალი უფრო მკაფიოდ გამოაჩენს", - წერს თეა პერტაია. 

ავტორი: ადმინისტრატორი