ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს.

სემინარი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კახეთში მოღვაწე ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი კოლეგები და ექსპერტები უზიარებენ.

,,ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯორჯიის შტატის დელეგაცია, ექსტრა კლასის ადვოკატები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას კახელ კოლეგებს უზიარებენ. მოგეხსენებათ ნაფიც მსაჯულთა სასათართლოს ინსტიტუტი თანდათან ფართოვდება მთელ საქართველოში და მათ შორის კახეთშიც,ამიტომ მსგავსი სემინარების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსურად გვეხმარება აშშ-ს საელჩო და აენენის პროექტი. .,,- განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დავით ასათიანმა.

მსგავსი სემინარების ჩატარებას საართველოს ადვოკატთა ასოციაცია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე დაშავდა

4 საათის წინ

 "აიპრესს" შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაშავებულისთვის თავად მძღოლმა გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდა. მედიკოსების განმარტებით ქვეითი ნასვამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517