ხუხაშვილი: ბახტაძე-გახარია პოლიტიკურ ინტრიგებში არ მონაწილეობდნენ, ვალდებულებებიც არ აქვთ

ადმინისტრატორი

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, ვახო სანაიას "ღია პოლიტიკაში" განაცხადა.

მანვე სამინისტროების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა და პროცესი ორ ეტაპად დაჰყო.

"ოპტიმიზაცია სამინისტროებში თანამშრომელბის რაოდენობას არ გულისხმობს. ოპტიმიზაცია არის როცა უფრო გასაგებია და დუბლირება მაქსიმალურად გამოირიცხა სხვადასხვა ფუნქციების, ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპია, როცა ოპტიმიზაციაა, თუნდაც საკადრო. აქ შემცირებაში შეიძლება მოხვდნენ არა მიერთებული სამინისტროების თანამშრომლები, არამედ თვითონ იმ სამინისტროს თანამშრომლებიც, რომელსაც მიუერთდა. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ვთქვათ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისას რომ მიუერთდა, მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები იქნებიან გასათავისუფლებლები. თვითონ ეკონომიკის სამინისტროში რა მდგომარეობაა, ესეც სანახავია. 

პირველი ეტაპის ამოცანა მეტ-ნაკლებად ნორმალურადაა შესრულებული. ერთადერთი კითხვები მიჩნდება გარემოს დაცვის და ეკონომიკის მიმართულებების, ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან ერთმანეთის. ეს როგორ იქნება ნიველირებული. ინტერესთა კონფლიქტთან ხომ არ გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი სამსჯელო თემებია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იგულისხმება შიდა სახელისუფლებო გადაადგილების შინაარსი, რადგან ამას პოლიტიკური ფიგურების გადანაცვლებაც მოჰყვა? - პოლიტოლოგი ასე პასუხობს: 

"იკითხება, ძირითადი სამსჯელო აქ არის ორ ადამიანზე. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. ძალის ცენტრები სად არის აღმასრულებულ ხელისუფლებაში. ერთი მხრივ არის ძალოვანი სისტემა და მეორე მხრივ ფინანსთა სამინისტრო. ეს ორი ძალის ცენტრია. დანარჩენი სამინისტროები შეიძლება მნიშვნელოვანი სამინისტროებია, მაგრამ პოლიტიკური წონის მხრივ ძალის გენერაციის თვსლსაზრისით სხვა სამინისტროები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ორ სამინისტროში მივიღეთ 2 ახალი კადრი, რომელებიც ხალიჩისქვეშა ბრძოლებში არ იღებდნენ მონწილეობას. არცერთი მხარის წარმომადგენლები არ არიან, ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილებაა. არ არიან დატვირთული ვალდებულებებით. ეს მათ უქმნით კომფორტს. დისკომფორტია ყველა ინტერესჯგუფისთვის, რომელიც გრძელვადიან პოლიტიკას ალაგებდა თავის ჭკუაში, არა მხოლოდ კვირიკაშვილის ირგვლივ, კვირიკაშვილის ირგვლივ ყველაზე სუსტი ჯგუფია, მაგრამ ვინ არიან გვარებით არ ვისაუბრებ, არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ხუხაშვილი: ბახტაძე-გახარია პოლიტიკურ ინტრიგებში არ მონაწილეობდნენ, ვალდებულებებიც არ აქვთ

ხუხაშვილი: ბახტაძე-გახარია პოლიტიკურ ინტრიგებში არ მონაწილეობდნენ, ვალდებულებებიც არ აქვთ
21:39 | 13 ნოემბერი, 2017

მანვე სამინისტროების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა და პროცესი ორ ეტაპად დაჰყო.

"ოპტიმიზაცია სამინისტროებში თანამშრომელბის რაოდენობას არ გულისხმობს. ოპტიმიზაცია არის როცა უფრო გასაგებია და დუბლირება მაქსიმალურად გამოირიცხა სხვადასხვა ფუნქციების, ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპია, როცა ოპტიმიზაციაა, თუნდაც საკადრო. აქ შემცირებაში შეიძლება მოხვდნენ არა მიერთებული სამინისტროების თანამშრომლები, არამედ თვითონ იმ სამინისტროს თანამშრომლებიც, რომელსაც მიუერთდა. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ვთქვათ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისას რომ მიუერთდა, მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები იქნებიან გასათავისუფლებლები. თვითონ ეკონომიკის სამინისტროში რა მდგომარეობაა, ესეც სანახავია. 

პირველი ეტაპის ამოცანა მეტ-ნაკლებად ნორმალურადაა შესრულებული. ერთადერთი კითხვები მიჩნდება გარემოს დაცვის და ეკონომიკის მიმართულებების, ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან ერთმანეთის. ეს როგორ იქნება ნიველირებული. ინტერესთა კონფლიქტთან ხომ არ გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი სამსჯელო თემებია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იგულისხმება შიდა სახელისუფლებო გადაადგილების შინაარსი, რადგან ამას პოლიტიკური ფიგურების გადანაცვლებაც მოჰყვა? - პოლიტოლოგი ასე პასუხობს: 

"იკითხება, ძირითადი სამსჯელო აქ არის ორ ადამიანზე. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. ძალის ცენტრები სად არის აღმასრულებულ ხელისუფლებაში. ერთი მხრივ არის ძალოვანი სისტემა და მეორე მხრივ ფინანსთა სამინისტრო. ეს ორი ძალის ცენტრია. დანარჩენი სამინისტროები შეიძლება მნიშვნელოვანი სამინისტროებია, მაგრამ პოლიტიკური წონის მხრივ ძალის გენერაციის თვსლსაზრისით სხვა სამინისტროები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ორ სამინისტროში მივიღეთ 2 ახალი კადრი, რომელებიც ხალიჩისქვეშა ბრძოლებში არ იღებდნენ მონწილეობას. არცერთი მხარის წარმომადგენლები არ არიან, ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილებაა. არ არიან დატვირთული ვალდებულებებით. ეს მათ უქმნით კომფორტს. დისკომფორტია ყველა ინტერესჯგუფისთვის, რომელიც გრძელვადიან პოლიტიკას ალაგებდა თავის ჭკუაში, არა მხოლოდ კვირიკაშვილის ირგვლივ, კვირიკაშვილის ირგვლივ ყველაზე სუსტი ჯგუფია, მაგრამ ვინ არიან გვარებით არ ვისაუბრებ, არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი