ჯაფარიძე:შეიძლება ჩემი ცოლი უმუშევარი დარჩეს,თუმცა ევროინტეგრაცია-საგარეოს შეერთება კარგია

იაგო ნაცვლიშვილი

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხებში საგარეო საქმეთა სამნისტროსთან შეერთებას შესაძლოა მოჰყვეს სპეკულაციები პოლიტიკურ პარტიებში, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია და ამიტომ ხდება ევროინტეგრაციის სამინისტროს გაუქმება.

როგორც ჯაფარიძემ "აიპრესს" განუცხადა, მისთვის ამ სამინისტროს ფუნქციები გაუგებარია და მიიჩნევს, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით ერთი დეპარტამენტი უპრობლემოდ განახორციელებს. პოლიტიკოსის თქმით, თავის დროზე ეს სამინისტრო ერთი ადამიანის გამინისტრებისთვის შეიქმნა.

"ცხადია, ვიღაცები ამაზე სპეკულაციას დაიწყებენ. ეჭვი მაქვს, რომ პირველ რიგში ესენი პოლიტიკური პარტიები იქნებიან, რომ აი ხომ ვამბობდით, რომ ხელისუფლება პრორუსულია და ამიტომ აუქმებს ამ სამინისტროს. თუმცა, ამ სამინისტროს არანაირი შინაარსი და ფუნქციები არ გააჩნდა. მისი ფუნქცია იყო სხვადასხვა სამინისტროების კოორდინირება, იქნებოდა ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც თავისთავად შეუძლია გააკეთოს რომლიმე ერთმა დეპარტამენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით. 

რეალურად, თავის დროზე ამ სამინისტროს შექმნის შინაარსი იყო, არა ის, რომ ამ სამინისტროს შექმნის საჭიროება დადგა დღის წესრიგში, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის გამინისტრებისთვის. ის მინისტრის პორტფელის გარეშე რომ არ დარჩენილიყო. ახლა მის გვარსა და სახელს არ დავსახელებ, მაგრამ რეალობა ეს იყო. განსაკუთრებულად მხარჯველი სამინისტროც არ ყოფილა. მისი ყოველწლიური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, მაგრამ ცალკე მისი არსებობა შინაარსს მოკლებულია. ძალიანაც კარგია თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანდება, იმის მიუხედავად რომ ჩემი ცოლი დარჩეს უმუშევარი, რომელიც იქ მუშაობს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ჯაფარიძე:შეიძლება ჩემი ცოლი უმუშევარი დარჩეს,თუმცა ევროინტეგრაცია-საგარეოს შეერთება კარგია

ჯაფარიძე:შეიძლება ჩემი ცოლი უმუშევარი დარჩეს,თუმცა ევროინტეგრაცია-საგარეოს შეერთება კარგია
18:33 | 13 ნოემბერი, 2017

როგორც ჯაფარიძემ "აიპრესს" განუცხადა, მისთვის ამ სამინისტროს ფუნქციები გაუგებარია და მიიჩნევს, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით ერთი დეპარტამენტი უპრობლემოდ განახორციელებს. პოლიტიკოსის თქმით, თავის დროზე ეს სამინისტრო ერთი ადამიანის გამინისტრებისთვის შეიქმნა.

"ცხადია, ვიღაცები ამაზე სპეკულაციას დაიწყებენ. ეჭვი მაქვს, რომ პირველ რიგში ესენი პოლიტიკური პარტიები იქნებიან, რომ აი ხომ ვამბობდით, რომ ხელისუფლება პრორუსულია და ამიტომ აუქმებს ამ სამინისტროს. თუმცა, ამ სამინისტროს არანაირი შინაარსი და ფუნქციები არ გააჩნდა. მისი ფუნქცია იყო სხვადასხვა სამინისტროების კოორდინირება, იქნებოდა ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც თავისთავად შეუძლია გააკეთოს რომლიმე ერთმა დეპარტამენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით. 

რეალურად, თავის დროზე ამ სამინისტროს შექმნის შინაარსი იყო, არა ის, რომ ამ სამინისტროს შექმნის საჭიროება დადგა დღის წესრიგში, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის გამინისტრებისთვის. ის მინისტრის პორტფელის გარეშე რომ არ დარჩენილიყო. ახლა მის გვარსა და სახელს არ დავსახელებ, მაგრამ რეალობა ეს იყო. განსაკუთრებულად მხარჯველი სამინისტროც არ ყოფილა. მისი ყოველწლიური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, მაგრამ ცალკე მისი არსებობა შინაარსს მოკლებულია. ძალიანაც კარგია თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანდება, იმის მიუხედავად რომ ჩემი ცოლი დარჩეს უმუშევარი, რომელიც იქ მუშაობს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი