თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა

ადმინისტრატორი

საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, Citi, CaixaBank, Yapi Credi.

2017 წლის ზაფხულში, თიბისი ბანკმა უკვე მიიღო Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის,  ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, ამჯერად Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა და თიბისი ბანკს მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდის ჯილდო მიანიჭა კორპორატიული სეგმენტისთვის. 

გამარჯვებული ბანკები  Global Finance-მა  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: სწორი სტრატეგია ონლაინ მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისთვის, კლიენტებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზება, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნება, ვებგვერდის დიზაინი და ფუნქციონალი.

ციფრული მომსახურების სფეროში საუკეთესო ბანკები კონკურსში მონაწილე 300 ფინანსური ინსტიტუტიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის არიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები საკონსულტაციო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური სფეროდან.

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკმა Global Finance-ისგან მსოფლიო აღიარება უკვე მესამედ მოიპოვა. 2013 წელს, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო ინტერნეტბანკი კომუნალური გადახდებისთვის და როგორც  საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდი.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი  უკვე 20 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შედეგების შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული.

წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ჟურნალისგან ბანკმა  ჯილდოები 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა
15:54 | 13 ნოემბერი, 2017

ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, Citi, CaixaBank, Yapi Credi.

2017 წლის ზაფხულში, თიბისი ბანკმა უკვე მიიღო Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის,  ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, ამჯერად Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა და თიბისი ბანკს მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდის ჯილდო მიანიჭა კორპორატიული სეგმენტისთვის. 

გამარჯვებული ბანკები  Global Finance-მა  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: სწორი სტრატეგია ონლაინ მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისთვის, კლიენტებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზება, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნება, ვებგვერდის დიზაინი და ფუნქციონალი.

ციფრული მომსახურების სფეროში საუკეთესო ბანკები კონკურსში მონაწილე 300 ფინანსური ინსტიტუტიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის არიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები საკონსულტაციო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური სფეროდან.

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკმა Global Finance-ისგან მსოფლიო აღიარება უკვე მესამედ მოიპოვა. 2013 წელს, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო ინტერნეტბანკი კომუნალური გადახდებისთვის და როგორც  საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდი.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი  უკვე 20 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შედეგების შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული.

წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ჟურნალისგან ბანკმა  ჯილდოები 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.

ავტორი: ადმინისტრატორი