მეუღლისთვის სახეში ხელის დარტყმისთვის ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ადმინისტრატორი

სასამართლომ მეუღლისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს დილის საათებში, ქალაქ თბილისში მ.მ-მ მეუღლეს ს.ე.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში ხელი დაარტყა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მ.მ-ს 18 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

22 თებერვალი, 2018

აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის...

მეტი

მეუღლისთვის სახეში ხელის დარტყმისთვის ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

მეუღლისთვის სახეში ხელის დარტყმისთვის ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
16:45 | 13 ნოემბერი, 2017

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს დილის საათებში, ქალაქ თბილისში მ.მ-მ მეუღლეს ს.ე.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში ხელი დაარტყა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მ.მ-ს 18 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი