ვაშაძე:ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები კალაძის გავლენის შესამცირებლად გაერთიანდა

იაგო ნაცვლიშვილი

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მთავრობის რესტრუქტურიზაციაში ჯერჯერობით სისტემურ ცვლილებებს ვერ ხედავს. მისი თქმით, სამინისტროების გაერთიანება ადრეც გვინახავს.

როგორც გიორგი ვაშაძემ "აიპრესს" განუცხადა, ამ რესტრუქტურიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრით ისაა, რომ მთავრობაში კალაძის გავლენების შემცირების მცდელობაა. სწორედ ამას უკავშირებს, ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანებას. პოლიტიკოსს, მიაჩნია, რომ წესით თავად ეკონომიკის სამინისტროა გასაუქმებელი.

"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ზეპირად ვიმსჯელოთ იმ განცხადებიდან, რაც მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამ განცხადებაში სისტემური ცვლილების მე ვერაფერი დავინახე. საუბარია სამინისტროების გაერთიანებაზე, რაც ადრეც გვინახავს. საქართველოს სჭირდება რეფორმების ახალი ტალღა. ყველაზე მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ამ მიმართულებაში სისტემურად რა შეიცვლება. არა ის, რომ ერთი სამინისტრო მეორეს შეერწყა, ან სამინისტრო დეპარტამენტად ან დდეპარტამენტებად იქცა, არამედ ის, თუ სისტემურად რა იცვლება. 

მაგალითად, ავიღოთ განათლების სამინისტრო. ის, რომ ჯეჯელავა უსუსტესი მინისტრი იყო, ეს გასაგებია, მაგრამ ახალი მინისტრის მოსვლით რა შეიცვლება?! ისევ დავიწყებთ საბჭოთა სისტემის კოსმეტიკური ცვლილებაზე მუშაობას თუ ფუნდამენტური ცვლილების გატარებას ვაპირებთ?! ქვეყნის განვითარება განათლების ფუნდამენტური ცვლილების გარეშე შეუძლებელია. 

იგივე ნებისმიერი სხვა მიმართულება. ახლა ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება მე უფრო შიდა დაპირისპირების საგანი მგონია. როგორც ჩანს, ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძეს ჰქონდა გავლენა, ამიტომ გაერთიანდა ეს ორი სამინისტრო. ნამდვილად ასე ვფიქრობ, რომ კალაძის გავლენის დასუსტება ამ გზით უნდათ. მე თუ მკითხავთ, ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ უნდა უქმდებოდეს. რაღაც გაუგებარ პროექტებში მილიონების ხარჯვის გარდა, მე საერთოდ არ მესმის რა ფუნქცია აქვს ამ სამინისტროს. ერთი ორი თემაა სულ, ქონების მართვა და რამდენიმე ტექნიკური საკითხი. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე კაცის სტრუქტურით უპრობლემოდ ააწყო. ვფიქრობ, რომ რაც დიდია ეკონომიკის სამინისტრო, მით ნაკლებად ვითარდება ეკონომიკა. როგორც ჩანს, ქუმსიშვილის ეკონომიკის სამინისტროში გადასვლაც ამას უკავშირდება, რომ სხვა წონადი კადრი ვერ მოიფიქრეს იმისთვის, რომ კალაძის გავლენები შეესუსტებინათ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

კითხვაზე, ეს გადაწყვეტილება ასე შეიძლება ითარგმნოს რიგითი მოქალაქეების ენაზე, რომ ქუმსიშვილი კალაძის წინააღმდეგ? - გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს:

"არა, ამ დონეზე არ მგონია ქუმსიშვილი. ეს უბრალოდ რაღაცა ჯგუფებია, რომელიც "ქართულ ოცნებაშია" და მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებაზეა საუბარი. თბილისის მერად არჩევის შემდეგ კალაძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა. ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმაციისა და ბიუჯეტის მქონე სისტემის ხელმძღვანელი გახდა. ახლა, როგორც ჩანს გარკვეული ჯგუფების მცდელობაა, რომ შეამცირონ მისი გავლენები მთავრობის სტრუქტურებში. ალბათ ეს არის ამ სტრუქტურიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში ლანა მინდელის ნახატების გამოფენა გაიხსნა

22 ნოემბერი, 2017

21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნახატების პერსონალური გამოფენაб- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს.  "გამოფენაზე...

მეტი

ვაშაძე:ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები კალაძის გავლენის შესამცირებლად გაერთიანდა

ვაშაძე:ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები კალაძის გავლენის შესამცირებლად გაერთიანდა
15:02 | 13 ნოემბერი, 2017

როგორც გიორგი ვაშაძემ "აიპრესს" განუცხადა, ამ რესტრუქტურიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრით ისაა, რომ მთავრობაში კალაძის გავლენების შემცირების მცდელობაა. სწორედ ამას უკავშირებს, ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანებას. პოლიტიკოსს, მიაჩნია, რომ წესით თავად ეკონომიკის სამინისტროა გასაუქმებელი.

"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ზეპირად ვიმსჯელოთ იმ განცხადებიდან, რაც მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამ განცხადებაში სისტემური ცვლილების მე ვერაფერი დავინახე. საუბარია სამინისტროების გაერთიანებაზე, რაც ადრეც გვინახავს. საქართველოს სჭირდება რეფორმების ახალი ტალღა. ყველაზე მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ამ მიმართულებაში სისტემურად რა შეიცვლება. არა ის, რომ ერთი სამინისტრო მეორეს შეერწყა, ან სამინისტრო დეპარტამენტად ან დდეპარტამენტებად იქცა, არამედ ის, თუ სისტემურად რა იცვლება. 

მაგალითად, ავიღოთ განათლების სამინისტრო. ის, რომ ჯეჯელავა უსუსტესი მინისტრი იყო, ეს გასაგებია, მაგრამ ახალი მინისტრის მოსვლით რა შეიცვლება?! ისევ დავიწყებთ საბჭოთა სისტემის კოსმეტიკური ცვლილებაზე მუშაობას თუ ფუნდამენტური ცვლილების გატარებას ვაპირებთ?! ქვეყნის განვითარება განათლების ფუნდამენტური ცვლილების გარეშე შეუძლებელია. 

იგივე ნებისმიერი სხვა მიმართულება. ახლა ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება მე უფრო შიდა დაპირისპირების საგანი მგონია. როგორც ჩანს, ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძეს ჰქონდა გავლენა, ამიტომ გაერთიანდა ეს ორი სამინისტრო. ნამდვილად ასე ვფიქრობ, რომ კალაძის გავლენის დასუსტება ამ გზით უნდათ. მე თუ მკითხავთ, ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ უნდა უქმდებოდეს. რაღაც გაუგებარ პროექტებში მილიონების ხარჯვის გარდა, მე საერთოდ არ მესმის რა ფუნქცია აქვს ამ სამინისტროს. ერთი ორი თემაა სულ, ქონების მართვა და რამდენიმე ტექნიკური საკითხი. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე კაცის სტრუქტურით უპრობლემოდ ააწყო. ვფიქრობ, რომ რაც დიდია ეკონომიკის სამინისტრო, მით ნაკლებად ვითარდება ეკონომიკა. როგორც ჩანს, ქუმსიშვილის ეკონომიკის სამინისტროში გადასვლაც ამას უკავშირდება, რომ სხვა წონადი კადრი ვერ მოიფიქრეს იმისთვის, რომ კალაძის გავლენები შეესუსტებინათ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

კითხვაზე, ეს გადაწყვეტილება ასე შეიძლება ითარგმნოს რიგითი მოქალაქეების ენაზე, რომ ქუმსიშვილი კალაძის წინააღმდეგ? - გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს:

"არა, ამ დონეზე არ მგონია ქუმსიშვილი. ეს უბრალოდ რაღაცა ჯგუფებია, რომელიც "ქართულ ოცნებაშია" და მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებაზეა საუბარი. თბილისის მერად არჩევის შემდეგ კალაძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა. ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმაციისა და ბიუჯეტის მქონე სისტემის ხელმძღვანელი გახდა. ახლა, როგორც ჩანს გარკვეული ჯგუფების მცდელობაა, რომ შეამცირონ მისი გავლენები მთავრობის სტრუქტურებში. ალბათ ეს არის ამ სტრუქტურიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი