ესპანეთის პრემიერმა კატალონიელებს 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა

ადმინისტრატორი

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კატალონიაში პირველად ჩავიდა და ადგილობრივებს 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

"ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ კატალონია, რომელიც ყველას ეკუთვნის, დემოკრატიითა და თავისუფლებით, ამას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ უმრავლესობა კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა მან.

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად, 12 ნოემბერს კატალონიას ეწვია. მან საჯარო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობას და სახალხოს პარტიის პრეზენტაციასაც დაესწრო.

როგორც ცნობილია, ესპანეთის სასამართლომ რვა ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვება.

თავის მხრივ, კატალონიის მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სანტი ვილა 50 ათასი ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 9 ნოემბერს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი და კიდევ ხუთი დეპუტატი დაკითხა. 

12 ნოემბერს, ბარსელონაში დაახლოებით 750,000 ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ რეგიონის ყოფილი თანამდებობის პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დააკავეს.  საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც კატალონიის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა კარმე ფორკადელმა 150 ათასი ევროს გადახდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, ლოზუნგებით "გადაარჩინე დემოკრატია". ასევე ცნობილია, რომ აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია Omnium Cultural-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა ლიდერებიც დაკავებულნი არიან.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

ესპანეთის პრემიერმა კატალონიელებს 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა

ესპანეთის პრემიერმა კატალონიელებს 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა
12:09 | 13 ნოემბერი, 2017

"ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ კატალონია, რომელიც ყველას ეკუთვნის, დემოკრატიითა და თავისუფლებით, ამას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ უმრავლესობა კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა მან.

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად, 12 ნოემბერს კატალონიას ეწვია. მან საჯარო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობას და სახალხოს პარტიის პრეზენტაციასაც დაესწრო.

როგორც ცნობილია, ესპანეთის სასამართლომ რვა ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვება.

თავის მხრივ, კატალონიის მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სანტი ვილა 50 ათასი ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 9 ნოემბერს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი და კიდევ ხუთი დეპუტატი დაკითხა. 

12 ნოემბერს, ბარსელონაში დაახლოებით 750,000 ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ რეგიონის ყოფილი თანამდებობის პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დააკავეს.  საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც კატალონიის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა კარმე ფორკადელმა 150 ათასი ევროს გადახდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, ლოზუნგებით "გადაარჩინე დემოკრატია". ასევე ცნობილია, რომ აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია Omnium Cultural-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა ლიდერებიც დაკავებულნი არიან.

ავტორი: ადმინისტრატორი