დღეიდან ბათუმის ახლადარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ადმინისტრატორი

დღეს ქალაქ ბათუმის ყოფილმა და ახლადარჩეულმა მერებმა ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს. 

სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ. მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გიორგი ერმაკოვმა. ყოფილმა მერმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ახლადარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს წარმატებები უსურვა. ბათუმის ახალ მმართველს გიორგი ერმაკოვმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ჩემს ყოფილ კოლეგა მინისტრებს, თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის და იმ სასიკეთო საქმეებისათვის, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო და კეთილი სიტყვები ვთქვა მომავალი კოლეგების, საკრებულოს დეპუტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი გამარჯვებისათვის. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გვისაუბრია იმაზე, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, რთული ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ქალაქს მუდმივად სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება, როგორც ბავშვს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. ამიტომ, მე, პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის, იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რომელსაც ვაძლევდით ჩვენ მოსახლეობას“– განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ჰილტონში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ძალისხმევით რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის ზრუნვაზე და ამ ფერხულში ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტურ ჩართულობასა და როლზე. ზურაბ პატარაძის თქმით, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არის ეფექტური მენეჯერი და განახლებულ საკრებულოსთან ერთად იგი ბევრი ახალი, საზოგადოებისათვის საჭირო ინიციატივისა და პროექტის განმახორციელებელი იქნება.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

22 თებერვალი, 2018

აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის...

მეტი

დღეიდან ბათუმის ახლადარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დღეიდან ბათუმის ახლადარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
16:57 | 12 ნოემბერი, 2017

სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ. მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გიორგი ერმაკოვმა. ყოფილმა მერმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ახლადარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს წარმატებები უსურვა. ბათუმის ახალ მმართველს გიორგი ერმაკოვმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ჩემს ყოფილ კოლეგა მინისტრებს, თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის და იმ სასიკეთო საქმეებისათვის, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო და კეთილი სიტყვები ვთქვა მომავალი კოლეგების, საკრებულოს დეპუტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი გამარჯვებისათვის. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გვისაუბრია იმაზე, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, რთული ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ქალაქს მუდმივად სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება, როგორც ბავშვს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. ამიტომ, მე, პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის, იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რომელსაც ვაძლევდით ჩვენ მოსახლეობას“– განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ჰილტონში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ძალისხმევით რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის ზრუნვაზე და ამ ფერხულში ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტურ ჩართულობასა და როლზე. ზურაბ პატარაძის თქმით, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არის ეფექტური მენეჯერი და განახლებულ საკრებულოსთან ერთად იგი ბევრი ახალი, საზოგადოებისათვის საჭირო ინიციატივისა და პროექტის განმახორციელებელი იქნება.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

ავტორი: ადმინისტრატორი