ჰერმანი: ვიზალიბერალიზაცია სწავლის ლეგალურ უფლებას არ გაძლევს, მაგრამ თუ მოინდომებ მისაღწევია

ჰერმანი: ვიზალიბერალიზაცია სწავლის ლეგალურ უფლებას არ გაძლევს, მაგრამ თუ მოინდომებ მისაღწევია

"შეიძლება ვიზალიბერალიზაცია ვადების თვალსაზრისით არ გაძლევდეს ლეგალურ უფლებას, რომ ისწავლო, მაგრამ თუ მოინდომებ მარტივად მისაღწევია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, გაიზარდა იმ ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ევროპელ ახალგაზრდებს დაუახლოვდნენ. 

როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიზანია, ქართველ ახალგაზრდებს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობა შეუქმნას, არამედ ხელი შეუწყოს მათ სწავლას. 

"ადამიანები მოგზაურობენ სხვადასხვა მიზეზით. მთავარია, რომ ისინი კონკრეტული მიზნით მიდიან და იღებენ იმას, რაც სურთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ურთიერთდაახლოება ქვეყნებს შორის. ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ლოგიკური განვითარება.

ჩვენ ასევე ვხედავთ ურთიერთობებს ახალგაზრდებს შრის, ეს მნიშვნელოვანია. რაოდენობა იზრდება იმ ქართველი ახალგაზრდებისა, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ევროპელ ახალგაზრდებთან, ეს ჩვენი სამომავლო საყრდენია. ჩვენ გვინდა, რომ ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ მათ, არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ მნიშვნელოვანია სწავლა. შეიძლება ვიზალიბერალიზაცია ვადების თვალსაზრისით არ გაძლევდეს ლეგალურ უფლებას, რომ ისწავლო, მაგრამ თუ მოინდომებ მარტივად მისაღწევია. ხდება უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა, ადამიანები როდესაც მოგზაურობენ ფეხბურთის მატჩზე, როდესაც მიდიან ბარსელონას ან მილანის საგულშემატკივროდ, ისინი აუცლებლად ნახულობენ ღირსშესანიშნაობებს, მუზეუმებს და ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ყველას მემკვიდრეობაა", - აცხადებს იანოშ ჰერმანი.  

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

12 საათის წინ

"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036