საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 54:22 დაამარცხა

მაგდა კლდიაშვილი

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, "დინამო არენაზე" კანადას უმასპინძლა და 32 ქულიანი სხვაობით - 54:22 დაამარცხა. 

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა პირველი ნახევრი 23:8 მოიგეს.  "ბორჯღალოსნების" პირველი 16 ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა, რასაც ზუსტი გარდასახვა და 3 ჯარიმაც მიაყოლა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში ნემსაძემ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

მეორე ნახევარიც, პირველის მსგავსად, ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, სოლიდურ შედეგში აისახა.

თიბისი რაგბის სერიების შემდეგ თამაშს, ქართველი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, "მიხეილ მესხზე" გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში ლანა მინდელის ნახატების გამოფენა გაიხსნა

22 ნოემბერი, 2017

21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნახატების პერსონალური გამოფენაб- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს.  "გამოფენაზე...

მეტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 54:22 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 54:22 დაამარცხა
19:51 | 11 ნოემბერი, 2017

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა პირველი ნახევრი 23:8 მოიგეს.  "ბორჯღალოსნების" პირველი 16 ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა, რასაც ზუსტი გარდასახვა და 3 ჯარიმაც მიაყოლა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში ნემსაძემ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

მეორე ნახევარიც, პირველის მსგავსად, ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, სოლიდურ შედეგში აისახა.

თიბისი რაგბის სერიების შემდეგ თამაშს, ქართველი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, "მიხეილ მესხზე" გამართავენ. 

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი