კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმმა განიხილეს

ადმინისტრატორი

სასტუმროში “Rooms Hotel Tbilisi”-ში “სოფლის მეურნეობის სექტორისათვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის” განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. ეროვნული გეგმა აგრარული სექტორის საშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ადაპტაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებულია მრავალმხრივი მიდგომები კლიმატის ცვლილებებასთან ადაპტაციისათვის და ქმნის სახელმძღვანელო პრინციპებს სამთავრობო უწყებებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დახმარება გაუწიონ ქვეყანას ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებაში.

დოკუმენტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომის და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავდა.

შეხვედრას, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, IFAD-ის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში დინა სალეჰი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმმა განიხილეს

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმმა განიხილეს
10:08 | 10 ნოემბერი, 2017

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. ეროვნული გეგმა აგრარული სექტორის საშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ადაპტაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებულია მრავალმხრივი მიდგომები კლიმატის ცვლილებებასთან ადაპტაციისათვის და ქმნის სახელმძღვანელო პრინციპებს სამთავრობო უწყებებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დახმარება გაუწიონ ქვეყანას ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებაში.

დოკუმენტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომის და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავდა.

შეხვედრას, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, IFAD-ის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში დინა სალეჰი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი