პრობლემები, რომლებიც მარნეულელ ქალებს აწუხებთ

ადმინისტრატორი

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მოკვლევა მიზნად ისახავდა ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენას და მათ შესახებ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას.

ქალთა საჭიროებების მოკვლევა 8 რეგიონის 12 ქალაქში ჩატარდა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე. ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში. ჩატარდა 16 შეხვედრა, 6 ქალებთან, 10 კაცებთან. “ქალები უმთავრეს პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის ინფრატრუქტურის მოშლას ასახელებენ.

აცხადებენ, რომ მათ წლების განმავლობაში არ მიეწოდებათ არც სასმელი და არც სარწყავი წყალი. ქალებს კილომეტრების გავლა უწევთ წყლის მოსაზიდად. უმეტეს შემთხვევაში, წყაროებიც ამორტიზებულია. რიგ სოფლებში არ არის არც წყაროები და მოსახლეობას უწევს სასმელი წყლის ყიდვა. ქალები აცხადებენ, რომ უწყლობა ხელს უშლით არა მარტო საოჯახო, არამედ სამეურნეო საქმიანობაშიც. მათი თქმით, ისინი ეწევიან მესაქონლეობას და ყიდიან რძის პროდუქტებს. საქონლის მოსავლელად და რძის ნაწარმის ჰიგიენურად წარმოებისათვის უმთავრესია წყალი,” – ნათქვამია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, მარნეულის უმეტეს სოფლებში არ არის ამბულატორია. ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ, სოფლებში ამბულატორიების გახსნას, სადაც შესაძლებელი იქნება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

მოსახლეობისთვის პრობლემაა მოუწესრიგებელი გზები, რის გამოც, უჭირთ გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. „მოსახლეობა ითხოვს საჯარო სკოლებს რეაბილიტაციას და სკოლებში საკანალიზაციო სისტემის გამართვას. მოსახლეობის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში, სკოლებში ტუალეტები მოუწესრიგებელია, ფაქტობრივად, არ არსებობს და ჰიგიენის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციაა. უმეტეს სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები. ქალების განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულება მათი სოფლებიდან მოშორებითაა, სადაც ბავშვების მიყვანას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ.“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას, აღმოჩნდა, რომ სოფლებში პრობლემაა ნაგვის გატანაც, რის გამოც, მოსახლეობას ნაგავი მიაქვს მარნეულში გადასაყრელად, ან ყრიან გზებზე და ხევებში, სადაც ბავშვები თამაშობენ ან საქონელი იკვებება, რაც ანტისანიტარიის კერაა. „სოფლებში, არ არის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები, რის საჭიროებასაც მოსახლეობა ხედავს და ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვს მსგავსი ტიპის ცენტრების შექმნას.

ასევე, მათი მოთხოვნაა, სოფლებში გაკეთდეს სპორტული და გასართობი მოედნები, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დრო გაატარონ. მარნეულის სოფლებში მცხოვრები ქალები არ არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ტრადიციიდან გამომდინარე, ისინი ვერ ღებულობენ მონაწილეობას საჯარო შეხვედრებში და ვერ გამოთქვამენ საკუთარ აზრს. მათი თხოვნაა, კანდიდატები, რომლებიც კაცების თავშეყრის ადგილებში მიდიან და ხვდებიან მხოლოდ კაცებს, მივიდნენ მათთან, შეხვდნენ ქალებსაც და მოისმინონ მათი საჭიროებების შესახებ,“ - ნათქვამია ანგარიშში (https://uploadfiles.io/5ze6t ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ).

ქალთა საჭიროებები გამოვლინდა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

პრობლემები, რომლებიც მარნეულელ ქალებს აწუხებთ

პრობლემები, რომლებიც მარნეულელ ქალებს აწუხებთ
15:52 | 3 ნოემბერი, 2017

ქალთა საჭიროებების მოკვლევა 8 რეგიონის 12 ქალაქში ჩატარდა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე. ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში. ჩატარდა 16 შეხვედრა, 6 ქალებთან, 10 კაცებთან. “ქალები უმთავრეს პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის ინფრატრუქტურის მოშლას ასახელებენ.

აცხადებენ, რომ მათ წლების განმავლობაში არ მიეწოდებათ არც სასმელი და არც სარწყავი წყალი. ქალებს კილომეტრების გავლა უწევთ წყლის მოსაზიდად. უმეტეს შემთხვევაში, წყაროებიც ამორტიზებულია. რიგ სოფლებში არ არის არც წყაროები და მოსახლეობას უწევს სასმელი წყლის ყიდვა. ქალები აცხადებენ, რომ უწყლობა ხელს უშლით არა მარტო საოჯახო, არამედ სამეურნეო საქმიანობაშიც. მათი თქმით, ისინი ეწევიან მესაქონლეობას და ყიდიან რძის პროდუქტებს. საქონლის მოსავლელად და რძის ნაწარმის ჰიგიენურად წარმოებისათვის უმთავრესია წყალი,” – ნათქვამია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, მარნეულის უმეტეს სოფლებში არ არის ამბულატორია. ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ, სოფლებში ამბულატორიების გახსნას, სადაც შესაძლებელი იქნება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

მოსახლეობისთვის პრობლემაა მოუწესრიგებელი გზები, რის გამოც, უჭირთ გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. „მოსახლეობა ითხოვს საჯარო სკოლებს რეაბილიტაციას და სკოლებში საკანალიზაციო სისტემის გამართვას. მოსახლეობის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში, სკოლებში ტუალეტები მოუწესრიგებელია, ფაქტობრივად, არ არსებობს და ჰიგიენის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციაა. უმეტეს სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები. ქალების განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულება მათი სოფლებიდან მოშორებითაა, სადაც ბავშვების მიყვანას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ.“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას, აღმოჩნდა, რომ სოფლებში პრობლემაა ნაგვის გატანაც, რის გამოც, მოსახლეობას ნაგავი მიაქვს მარნეულში გადასაყრელად, ან ყრიან გზებზე და ხევებში, სადაც ბავშვები თამაშობენ ან საქონელი იკვებება, რაც ანტისანიტარიის კერაა. „სოფლებში, არ არის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები, რის საჭიროებასაც მოსახლეობა ხედავს და ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვს მსგავსი ტიპის ცენტრების შექმნას.

ასევე, მათი მოთხოვნაა, სოფლებში გაკეთდეს სპორტული და გასართობი მოედნები, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დრო გაატარონ. მარნეულის სოფლებში მცხოვრები ქალები არ არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ტრადიციიდან გამომდინარე, ისინი ვერ ღებულობენ მონაწილეობას საჯარო შეხვედრებში და ვერ გამოთქვამენ საკუთარ აზრს. მათი თხოვნაა, კანდიდატები, რომლებიც კაცების თავშეყრის ადგილებში მიდიან და ხვდებიან მხოლოდ კაცებს, მივიდნენ მათთან, შეხვდნენ ქალებსაც და მოისმინონ მათი საჭიროებების შესახებ,“ - ნათქვამია ანგარიშში (https://uploadfiles.io/5ze6t ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ).

ქალთა საჭიროებები გამოვლინდა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

ავტორი: ადმინისტრატორი