ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. იუბილის აღნიშვნა დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაიწყო, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქართველთა განმანათლებლის ძეგლი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ.

ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. როგორც ცნობილია, აჭარაში პირველი საჯარო სკოლის გახსნა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი ჩვენს რეგიონშიც. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის როლს თანამედროვეობასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, მისი თქმით, ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ის ღირებულებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის აღმშენებლობით საქმეში.

ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
15:49 | 8 ნოემბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. როგორც ცნობილია, აჭარაში პირველი საჯარო სკოლის გახსნა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი ჩვენს რეგიონშიც. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის როლს თანამედროვეობასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, მისი თქმით, ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ის ღირებულებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის აღმშენებლობით საქმეში.

ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ავტორი: ადმინისტრატორი