20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და ერთ-კვირიან შეკრებაზე გადავიდა. 

მსოფლიო რაგბის სიდიდით მეორე (მსოფლიო თასის შემდეგ), 20-წლამდელთა ჩემპიონატში უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. შარშან ინგლისში (მანჩესტერი) და წელს საქართველოში (თბილისი და ქუთაისი), უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხე თამაშში, შესაბამისად, იტალიისა და არგენტინის ნაკრებები დაამარცხეს და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს, რითაც მსოფლიოს 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

მომავალი ტურნირისთვის მზადება სექტემბერში დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განცხადებით, ნაკრების შემადგენლობის შერჩევისას ხანგრძლივი სელექცია ჩატარდა. 

„სექტემბერში ორი 3-დღიანი სასელექციო შეკრება გვქონდა, რომლის შედეგადაც 60-კაციანი ჯგუფი შეირჩა. ეს ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და კვირაში ორჯერ ვარჯიშები ტარდებოდა. ის ბიჭები, რომლებიც პირველ გუნდებში არიან, ჩვენთან ორშაბათსა და სამშაბათს ვარჯიშობდნენ, ხოლო „ა“ ლიგაში მოთამაშე მორაგბეები პარასკევს და შაბათს. ვარჯიშებს მე, ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი ვატარებდით. სელექციის პროცესში და შემდგომ ვარჯიშებში არ მონაწილეობდნენ ის ბიჭები, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს, ან ჩვენთან შეკრება გაიარეს და სარეზერვო სიაში იყვნენ. ახლა გამოცდილი და ახალწვეული მორაგბეები გაერთიანდნენ და 7- 14 ნოემბერს რუსთავში, ერთკვირიან შეკრებას გაივლიან. გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 52 მოთამაშისგან შედგება, „რუსთავი არენაზე“ ორჯერად ვარჯიშებს გამართავს. ამ შეკრებაზე არ არიან ლეგიონერები და 2000 წელს დაბადებული მოთამაშეები, რომელთაც 18-წლამდელთა ნაკრებშიც უწევთ თამაში და ამ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის განკარგულებაში რჩებიან. ეს ერთკვირიანი შეკრება ერთმანეთის გაცნობას ემსახურება. ვივარჯიშებთ ყველა მიმართულებით: ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, შეტევასა და დაცვაზე, ბიჭებს გავაცნობთ სტრატეგიას და სათამაშო სქემებს. მეორე, 10-დღიანი შეკრება დეკემბერში გვექნება, რომლის დროსაც ვეთამაშებით საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელიც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული. იანვარში ვგეგმავთ ორ თამაშს ქართულ კლუბებთან, ხოლო თებერვალში საფრანგეთში გავემგზავრებით და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ შეხვედრას გავმართავთ", - განაცხადა ილია მაისურაძემ. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
15:05 | 8 ნოემბერი, 2017

მსოფლიო რაგბის სიდიდით მეორე (მსოფლიო თასის შემდეგ), 20-წლამდელთა ჩემპიონატში უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. შარშან ინგლისში (მანჩესტერი) და წელს საქართველოში (თბილისი და ქუთაისი), უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხე თამაშში, შესაბამისად, იტალიისა და არგენტინის ნაკრებები დაამარცხეს და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს, რითაც მსოფლიოს 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

მომავალი ტურნირისთვის მზადება სექტემბერში დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განცხადებით, ნაკრების შემადგენლობის შერჩევისას ხანგრძლივი სელექცია ჩატარდა. 

„სექტემბერში ორი 3-დღიანი სასელექციო შეკრება გვქონდა, რომლის შედეგადაც 60-კაციანი ჯგუფი შეირჩა. ეს ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და კვირაში ორჯერ ვარჯიშები ტარდებოდა. ის ბიჭები, რომლებიც პირველ გუნდებში არიან, ჩვენთან ორშაბათსა და სამშაბათს ვარჯიშობდნენ, ხოლო „ა“ ლიგაში მოთამაშე მორაგბეები პარასკევს და შაბათს. ვარჯიშებს მე, ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი ვატარებდით. სელექციის პროცესში და შემდგომ ვარჯიშებში არ მონაწილეობდნენ ის ბიჭები, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს, ან ჩვენთან შეკრება გაიარეს და სარეზერვო სიაში იყვნენ. ახლა გამოცდილი და ახალწვეული მორაგბეები გაერთიანდნენ და 7- 14 ნოემბერს რუსთავში, ერთკვირიან შეკრებას გაივლიან. გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 52 მოთამაშისგან შედგება, „რუსთავი არენაზე“ ორჯერად ვარჯიშებს გამართავს. ამ შეკრებაზე არ არიან ლეგიონერები და 2000 წელს დაბადებული მოთამაშეები, რომელთაც 18-წლამდელთა ნაკრებშიც უწევთ თამაში და ამ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის განკარგულებაში რჩებიან. ეს ერთკვირიანი შეკრება ერთმანეთის გაცნობას ემსახურება. ვივარჯიშებთ ყველა მიმართულებით: ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, შეტევასა და დაცვაზე, ბიჭებს გავაცნობთ სტრატეგიას და სათამაშო სქემებს. მეორე, 10-დღიანი შეკრება დეკემბერში გვექნება, რომლის დროსაც ვეთამაშებით საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელიც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული. იანვარში ვგეგმავთ ორ თამაშს ქართულ კლუბებთან, ხოლო თებერვალში საფრანგეთში გავემგზავრებით და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ შეხვედრას გავმართავთ", - განაცხადა ილია მაისურაძემ. 

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი