ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად "ივერიის" სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა

ადმინისტრატორი

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ სპეციალური გამოცემა, 1909 წლის 6 ივლისის ნომრის ერთი გვერდი დაიბეჭდა.

სპეციალური გამოცემა დღეს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა მეტროპოლიტენის და მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს დაურიგეს.

გაზეთი „ივერია“ თბილისში 1877 წლის 3 მარტს პირველად გამოვიდა. ეს იყო მთავარი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა. მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო.
1879-1885 წლებში „ივერია“ ჟურნალის სახით გამოდიოდა, 1886 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა.

„ივერია“ ემსახურებოდა ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების ამაღლების საქმეს და ასახავდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისე მისი რედაქტორისა და თანამშრომლების განმანათლებლურ იდეებს.

გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს.

ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას.

განსაკუთრებულია „ივერიის“ როლი ქართული მწერლობის განვითარებაში. სხვადასხვა დროს გაზეთში გამოქვეყნდა დიდი ქართველი მწერლების აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ლომოურის, ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის და სხვათა ნაწარმოებები.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად "ივერიის" სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად "ივერიის" სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა
14:54 | 8 ნოემბერი, 2017

სპეციალური გამოცემა დღეს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა მეტროპოლიტენის და მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს დაურიგეს.

გაზეთი „ივერია“ თბილისში 1877 წლის 3 მარტს პირველად გამოვიდა. ეს იყო მთავარი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა. მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო.
1879-1885 წლებში „ივერია“ ჟურნალის სახით გამოდიოდა, 1886 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა.

„ივერია“ ემსახურებოდა ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების ამაღლების საქმეს და ასახავდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისე მისი რედაქტორისა და თანამშრომლების განმანათლებლურ იდეებს.

გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს.

ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას.

განსაკუთრებულია „ივერიის“ როლი ქართული მწერლობის განვითარებაში. სხვადასხვა დროს გაზეთში გამოქვეყნდა დიდი ქართველი მწერლების აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ლომოურის, ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის და სხვათა ნაწარმოებები.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ გაავრცელა. 

ავტორი: ადმინისტრატორი