"თეგეტა მოტორსი" ბორჯღალოსნების პარტნიორია

ადმინისტრატორი

7 ნოემბერს კომპანია "თეგეტა მოტორსი" და "საქართველოს რაგბის კავშირი" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც "თეგეტა მოტორსი" საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრების პარტნიორი გახდება.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ  რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ", - აცხადებს კომპანია "თეგეტა მოტორსი".

"თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. "თეგეტა მოტორსი" მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი "დროა აირჩიო ხარისხი".

"საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. კომპანია "თეგეტა მოტორსის" დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კომპანია "თეგეტა მოტორსი" დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას", - აცხადებენ "საქართველოს რაგბის კავშირში".

შეგახსენებთ, რომ ხელმოწერის ცერემონია შედგება ხვალ, 7 ნოემბერს, 14:30 სთ-ზე. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკ. #6. "საქართველოს რაგბის კავშირში".

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

"თეგეტა მოტორსი" ბორჯღალოსნების პარტნიორია

"თეგეტა მოტორსი" ბორჯღალოსნების პარტნიორია
14:46 | 6 ნოემბერი, 2017

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ  რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ", - აცხადებს კომპანია "თეგეტა მოტორსი".

"თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. "თეგეტა მოტორსი" მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი "დროა აირჩიო ხარისხი".

"საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. კომპანია "თეგეტა მოტორსის" დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კომპანია "თეგეტა მოტორსი" დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას", - აცხადებენ "საქართველოს რაგბის კავშირში".

შეგახსენებთ, რომ ხელმოწერის ცერემონია შედგება ხვალ, 7 ნოემბერს, 14:30 სთ-ზე. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკ. #6. "საქართველოს რაგბის კავშირში".

ავტორი: ადმინისტრატორი