პატრიარქი: სიმდიდრე არის განსაცდელი, რომელიც უნდა დაძლიოს ადამიანმა

ადმინისტრატორი

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს კათალიკოს პატრიაქმა ილია მეორემ მრევლს და მდიდარ ადამიანებს გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდა. 

"ყოველი ადამიანი იმყოფება განსაცდელში, მამა ჩვენოს ლოცვა "და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან" მიგითითებს, რომ მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე.  და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე, აი დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის, მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან. სიმდიდრე თავის თავად არ არის ცოდვა, მაგრამ სიმდიდრე გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხონებისთვის.

ალბათ თქვენს ცხვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, ჩაგივლიათ და გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი დავეხმარო თუ არა. თუ დავემხარები შეიძლება ღვინო დალიოს, ან არაყი, მაგრამ თუ არ დავეხმარები ის მაინც დალევს, ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაგივლია ადამიანისთვის, შემდეგ დაბრუნებულხარ და მიგიცია დამხმარება.

დახმარება გაჭირვებული ადამიანისა ეს არის პირდაპირ გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად. მე მინახავს ისეთი ოჯხები, რომელბიც ზრდიან თავის შვილებს ამ ქველმოქმედებით, დახმარებას ასწავლიან თავის შვილებს. დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი, რომ მოიყვანონ სახლში. ბედნიერია ასეთი ადამიანი ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებული ბრუნდებიან შვილები, რომ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავემხრაოთ გაჭირვებულ ადამიანს", - ბრძანა პატრიარქმა. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

პატრიარქი: სიმდიდრე არის განსაცდელი, რომელიც უნდა დაძლიოს ადამიანმა

პატრიარქი: სიმდიდრე არის განსაცდელი, რომელიც უნდა დაძლიოს ადამიანმა
13:56 | 5 ნოემბერი, 2017

"ყოველი ადამიანი იმყოფება განსაცდელში, მამა ჩვენოს ლოცვა "და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან" მიგითითებს, რომ მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე.  და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე, აი დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის, მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან. სიმდიდრე თავის თავად არ არის ცოდვა, მაგრამ სიმდიდრე გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხონებისთვის.

ალბათ თქვენს ცხვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, ჩაგივლიათ და გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი დავეხმარო თუ არა. თუ დავემხარები შეიძლება ღვინო დალიოს, ან არაყი, მაგრამ თუ არ დავეხმარები ის მაინც დალევს, ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაგივლია ადამიანისთვის, შემდეგ დაბრუნებულხარ და მიგიცია დამხმარება.

დახმარება გაჭირვებული ადამიანისა ეს არის პირდაპირ გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად. მე მინახავს ისეთი ოჯხები, რომელბიც ზრდიან თავის შვილებს ამ ქველმოქმედებით, დახმარებას ასწავლიან თავის შვილებს. დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი, რომ მოიყვანონ სახლში. ბედნიერია ასეთი ადამიანი ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებული ბრუნდებიან შვილები, რომ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავემხრაოთ გაჭირვებულ ადამიანს", - ბრძანა პატრიარქმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი