დავით უსუფაშვილი:თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი ლიდერებით პოლიტიკური ცხოვრება ვერ კეთდება (ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველო კომუნისტური წარსულიდან უნდა გამოვიდეს და ქვეყანამ არა კონკრეტული ლიდერის ახალი ლიდერის ჩანაცვლების გზით, არამედ პარტიული სტრუქტურების გაძლიერების გზით იაროს. ის მომხრეა, რომ ევროპის უმეტესი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც კოალიციური მთავრობების შექმნის სისტემა დაინერგოს. ოღონდ კოალიციები არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას.

დავით უსუფაშვილი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "შენების მოძრაობის" ამოცანა არ არის 50%-იანი შედეგი აჩვენოს. ამბობს, რომ მათი მიზანია, მათმა გუნდმა დაახლოებით 20%-იანი შედეგი აჩევნოს, რათა მათ გარეშე მთავრობა ვერავინ შექმნას. უსუფაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობისთვის ღია არიან და ამიტომ არ მოხდა მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად ფორმირება. აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანები სხვადასხვა პარტიებიდან მათ გუნდში გადადიან.

როგორ აფასებს არჩევნების შედეგებს? რა გახდა გასულ წელს "რესპუბლიკურ პარტიასთან" წყალგამყოფი და რა პასუხი აქვს ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებზე? ვისთან მართავს კონსულტაციებს და იქნებიან თუ არა მის გუნდში ირაკლი ალასანია და გიორგი მარგველაშვილი? - ამ და სხვა საკითხებზე "აიპრესი" დავით უსუფაშვილს ესაუბრა:

ინტერვიუ ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემით დავიწყოთ. განხილვის თემად იქცა ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელმაც ჰოლანდიური "ვიტესის" შემადგენლობაში ლგბტ სამკლავურით ითამაშა, ისევე როგორც ერედივიზიონის ყველა კლუბის კაპიტანმა და ამით მხარდაჭერა გამოხატეს ლგბტ ადამიანების მიმართ.  როგორ შეაფასებთ ამ საკითხის ირგვლივ არსებულ ვითარებას?

ამ თემაზე რასაც თვალს ვადევნებ, მრჩება განცდა, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი, საბედნიეროდ მცირე ნაწილი, შუა საუკუნეების სიბნელე, რომ ერქვა იქ არიან. ისტორიაში ვსწავლობდით ხოლმე, იყო ბნელი ეპოქა. ყოველ შემთხვევაში ევროპაში ასე იყო რამდენიმე საუკუნე. სწორედ იმ სიბნელიდან ისმის ეს ხმები. ეს არის საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგრამ ეს ნაწილიც ახერხებს ამ ტიპის თემებისა და პრობლემების გაჩენას.  

ასე ფიქრობთ, რომ ასეთი განწყობა ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს აქვს?

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმ ღირებულებების ერთგულია, რომელიც ევროპიდან კი არ მოვიდა საქართველოში, არამედ საქართველოში არის გამობრძმედილი და ჩამოყალიბებული.

რუსთაველის, ჭავჭავაძის და ვაჟა ფშაველას სახელებზე, ყველას სიამაყე გვეუფლება და ჩვენს ეროვნულ საგანძურად მივიჩნევთ, სწორედ ამ საგანძურს უნდა ჩავხედოთ. სადაც, მთავარი ღირებულება ადამიანია და მისი თავისუფლება. ადამიანის თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა, ამას გვეუბნებიან ფილოსოფიური მოძღვრებებიც, ჩვენს მიერვე აღიარებული ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც, ამას გვეუბნება ეკლესიაც, რელიგიური სწავლებაც და ყველაფერი.

ამ შემთხვევაში, იმის გამო, რომ ფეხბურთელს სამკლავური ეკეთა, იმ ფერების რომელიც გამოხატავს ჩვენგან განსხვავებული უფლებების დაცვას და ამაზე იყოს პროტესტი, არასწორია. დიახ, მე ვთვლი, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ტიპის პროტესტს არ იზიარებს.

ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ელოდით თუ არა იმ შედეგს რაც არჩევნებზე დაფიქსირდა? შეაფასეთ მთლიანი პროცესი. მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველ გუნდს აკრიტიკებს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არჩევნებზე მხარს უჭერს მას. რა ფენომენია ეს?

სწორი მიდგომაა, რომ ღრმად გავაანალიზოთ რა ხდება ქვეყანაში და საზოგადოებაში. არ ვიყოთ მყისიერი ემოციების ტყვეობაში. 2017 წლის არჩევნები ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ტალღების ფონზე. რაც ვნახეთ 2016 წელს, 2017 წელს იყო გარკვეულწილად მისი გაგრძელება. იმავე ტენედენციების წარმოჩენა.

საქმე გვაქვს იმასთან, რომ საძალაუფლებო ბერკეტებით აღჭურვილი ადამიანების ჯგუფი აღმოჩნდა იმავე არასწორ გზაზე, რომელიც ბევრმა ასეთმა ჯგუფმა გაიარა ჩვენს უახლოეს ისტორიაში და კრახით დაამთავრა თავისი მოღვაწეობა. როდესაც ხდება ძალაუფლების მითვისება. როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ სახელმწიფო ძალაუფლებას და იმ ხელისუფლებას, რომელიც მათ დროებით გადაეცა. სახელმწიფო ძალაუფლება მათთვის ხდება პირდაპირ გამოსაყენებელი ტერმინი საკუთარი ხელისუფლების გასაგრძელებლად. ეს ერთი შეხედვით თითქოს რთული ფილოსოფიური კატეგორიებია, მაგრამ სინამდვილეში არის ძალიან მარტივი რამ.

სახელმწიფო ძალაუფლება და სახელმწიფო მანქანა მუდმივია, ხოლო ხელისუფლება დროებითია. ამ საძალაუფლებო მანქანის ასამუშავებლად მისული არიან ადამიანები, მაგრამ არა საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ იმისთვის რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ. ჩემი ღრმა რწმენით, იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, ვინც საძალაუფლებო ბერკეტი გამოიყენა მორიგ ჯერზე მოქალაქეების ხმების მისაღებად, თვლის რომ კარგი საქმე გააკეთა. იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები არიან უარესები, ზოგი მტერია, ზოგი არაფრისმაქნისია და ა.შ. ხოლო მათ ხელისუფლება იმიტომ აქვთ, რომ ხელისუფლება ამ ცუდებისგან დაიცვან. მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა.

თქვენი დაკვირვებით, არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რა მეთოდები გამოიყენეს?

მეთოდები სრულიად მარავალფეროვანი და კომპლექსურია. მე გეტყვით რისგან შედგება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 50%-იანი შედეგები. 15% არის უშუალოდ პარტიის რეიტინგი, ეს არის ხალხი, ვისაც მოსწონს „ქართული ოცნება“, მისი დამფუძნებელი ივანიშვილის გამო თუ სხვა რამეების გამო.

მეორე 15% არის ალალი ადმინისტრაციული რესურსი, ანუ საჯარო მოხელეების ის ნაწილი, რომელიც ყოველგვარი მითითებების გარეშე ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევს ხმას. იმიტომ, რომ სტაბილურობა ურჩევნია მას, ცვლილებები აშინებს. არ უნდა ახალი უფროსი, თუნდაც მას არაფერი ემუქრებოდეს.

არის კიდევ 15% - არამი სახელისუფლებო რესურსი, ანუ მითვისებული სახელისუფლებო რესურსი. ეს ის ხალხია, რომელსაც ძალიან მკაფიო მესიჯი მისდის. იმის თაობაზე, რომ თუ ხმას არ მისცემს სახელისუფლებო პარტიას, ის სამსახურს დაკარგავს, მის ნათესავს რაღაცა მოელის... ამ პროცესში სხვადასხვა სიტყვებით ჩართული არიან სამინისტროების თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, დაწესებულებების ხელმძღვანელები... ამ პროცესს ზურგს უმაგრებს ძალოვანი სტრუქტურების ქსელები, რომლებიც „კეთილ რჩევას“ აძლევენ მოქალაქეებს.

თუმცა, როგორ მოახერხებენ ადამიანების გაკონტროლებას საარჩევნო კაბინაში?

ეს ძალიან მიამიტი კითხვაა. აქ მთავარია ადამიანი გატყდეს ფსიქოლოგიურად უბანში მისვლამდე. ეს ძალიან კარგად აქვთ ათვისებული იმ ხალხს, ვინც ამ საქმეშია ჩართული. მთავარია ადამიანი ფსიქოლოგიურად გატეხო არჩევნებამდე.

გარდა ამისა ამ არჩევნებში ვიხილეთ, ძალიან დიდი ფულადი რესურსი. ეს მხოლოდ რეკლამის განთავსებაში არ გამოიხატება. როდესაც 400 ამომრჩევლიან სოფელში 50-60 დაფინანსებული კოორდინატორია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მეშვეობით დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ფინანსურადაა დაინტერესებული.

ფულს უხდიან ამომრჩეველს?

კოორდინატორს ეძახიან, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან ბევრია. რაც შეეხება ამომრჩევლისთვის ფულის გადახდას, დიახ ამომრჩეველსაც აძლევენ ფულს. რასაც დავაკვირდი, რაც ჩემამდე მოვიდა, ეს იყო ამომრჩევლისთვის 15 ლარიდან 150 ლარამდე ფულის გადახდის ფაქტები. ამ ტიპის პრობლემებია.

ამასთანავე მნიშვნელოვანია მედიის როლი. ძირითადად სატელევიზიო, რომელიც ერთმანეთისგან პოლიტიკურადაა გაყოფილი. მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც ვლაპარკობ, ასე იყო 3 თვის წინაც. „შენების მოძრაობას“ ამ არჩევნებზე არ გვქონია ილუზია, ჩვენ გვქონდა გეგმა. დიახ, საქართველოში ჯერ კიდევ ეს ვითარებაა, როდესაც ფული და ძალაუფლება წყვეტს არჩევნების შედეგს. ამ არჩევნებში ჩვენი დაგეგმილი შედეგის დაახლოებით 70-75% მივიღეთ. სია სულ 17 მუნიციპალიტეტში გვქონდა წარდგენილი, აქედან 8-ში გვყავს საკრებულოს წევრები. მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მივიღეთ მონაწილეობა იქ გვაქვს საშუალოდ 3.9%. მერების შემთხვევაში გვაქვს დაახლოებით 6%. ამ არჩევნებში ჩვენ გვქონდა გარკვეული ტესტის გავლის ამოცანა, მომავალ წელს დავფუძნდებით პარტიად. საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით.

სწორად მიდის პროცესები?

„შენების მოძრაობის“ შენება სწორად მიდის, ქვეყნის შენება კი არასწორად. არასწორად შენების პროცესი, სწორად შენების პროცესით უნდა შევცვალოთ. საჭიროა მექანიზმების შეცვლა. გვინდა არა ყველა ხმის წართმევა ხელისუფლებისთვის, ეს ჩემი აზრით პოლიტიკური ძალების მიერ მცდარი ამოცანაა. ჩვენ არ გვაქვს ამოცანა მივიღოთ 50%. მაგალითად, გორში თუ მივიღეთ 10%, 2020 წლისთვის ჩვენი ამოცანა იქნება გავაორმაგოთ შედეგი. 20% ნიშნავს იმას, რომ შენების მოძრაობის გარეშე სხვა ვერ შექმნის უმრავლესობას.

კოალიციური მთავრობის შექმნას გულისხმობთ?

ჩვენი ფილოსოფია კოალიციური მთავრობაა. ოღონდ კოალიციური, რომელიც იქმნება არჩევნების შედეგებს ემყარება და არა წინასაარჩევნო ბლოკებს. სანამ არ მივალთ კოალიციურ მთავრობებამდე, იქამდე ამ მანკიერი წრიდან ვერ გავალთ. ამ ვითარებაში იმ პრობლემების 80%, რომელზეც ახლა ვსაუბრობ ავტომატურად იქნება მოგვარებული. იმიტომ, რომ კოალიციური მთავრობა ნიშნავს გაყოფილ ხელისუფლებას. ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობა ნიშნავს მონოლოთურ, პირამიდულ ხელისუფლებას, სადაც საძალაუფლებო ბერკეტები ერთი მიმართულებით მუშაობს. კოალიციის შემთხვევაში ბერკეტები ვერ მუშაობს ვერც ერთი მიმართულებით და ვერც ორი მიმართულებით. პრაქტიკულად მთელს ევროპაში კოალიციური მთავრობებია. ჩვენ სამწუხაროდ ვერ გამოვედით კომუნისტური წარსულიდან და ყოველი ახალი ხელისუფალი ამ გზას ადგას. ჩვენ არ უნდა დავისახოთ მიზნად ახალი სუპერლიდერის გამოყვანა ქვეყანაში, რომელიც წავა და დაამარცხებს უკვე ყოფილ არასასურველ ლიდერს. უნდა წავიდეთ, რამდენიმე პოლიტიკური ძალის გაძლიერების გზით. ეს რეალისტური გზაა. ყოველგვარი ნიჰილიზმი იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს არასწორი დამოკიდებულებაა. მეტი უნდა ვიმუშავოთ მოსახლეობასთან, რათა ახლა 10-დან ერთმა თუ მოგვცა ხმა, შემდეგ არჩევნებზე 10-დან ორმა მოგვცეს. ეს არის უკეთესი ხვალინდელი დღე.

გიორგი ვაშაძემ პროდასავლური პარტიები ჩვენთან საუბრისას გაგაკრიტიკათ. რომელმაც ასეთი რიტორიკული კითხვით მოგმართათ: „სად არის თქვენი მეორე ტური?!“ ხომ არ ფიქრობთ, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე შეუძლებელია კოალიციური მთავრობების შექმნა, რაზეც თქვენ საუბრობთ და საჭიროა რაღაც ერთობის შექმნა? თუნდაც ის, რა შეთავაზებაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა გიორგი ვაშაძეს?

შედარებით მცირე ხანია, რაც გიორგი ვაშაძემ დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ვურჩევდი, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე ჯერ თვითონ გასცეს ხოლმე პასუხი. ან იმ ინიციატივებზე, რომელიც გულისხმობდა ერთიანი მერის დასახელებას პრაიმერის გზით. ეს მოხდა არჩევნებამდე ორი თვით ადრე. ეს მისი მხრიდან იყო გარკვეული პიარსვლა. ვაღიარებ ყველა კანდიდატის უფლებას, ჰქონდეს თავისი პიარსტრატეგია. მაგრამ, ჩემი აზრით ცოტა მეტი ესმით მოქალაქეებს და ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ვერანაირი მრავალპარტიული პრაიმერი ვერ ჩატარდება.

რაც შეეხება კითხვას, „სად არის თქვენი მეორე ტური?!“ ეს მეორე ტური ჩემი არ იყო და ჩემთვის არ მინდოდა. ეს იყო ის ობიექტური რეალობა, რომლის მიღწევაც შესაძლებელი იყო. ვნახეთ, რომ ძალიან დიდი გაჭირვებით მოახერხა სახელისუფლებო კანდიდატმა პირველ ტურში გამარჯვება. მეორე ტურის ალბათობა რომ დიდი იყო, ეს ფაქტია.

უფრო ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე რატომ ჩაიქნიეს ხელი, კითხვა აქ არის დასასმელი. ეგზიტპოლში გამოქვეყნდა გარკვეული მზაობა დღევანდელი მოთამაშეების მხრიდან წინასწარ სასურველი ბალანსისა.

გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გარკვეული გარიგება მოხდა მმართველ გუნდთან?

ეგზიტპოლებთან დაკავშირებით საქართველოში ჯანმრთელი და ჯანსაღი ვითარება მე არ მახსენდება. არც ეს ბოლო შემთხვევა იყო გამონაკლისი.

არც 2012 წელს?

არცერთხელ არ ყოფილა ჯანმრთელი მდგომარეობა.

სანამ 2020 წლის არჩევნები იქნება, იქამდე საპრეზიდენტო არჩევნებია. ხომ არ გეგმავთ ვინმესთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ „შენების მოძრაობა“ უფრო გაძლიერდეს?

„შენების მოძრაობა“ თანამშრომლობისთვის რომ არ იყოს მზად, დიდი ხანია პოლიტიკურ პარტიად იქნებოდა დარეგისტრირებული. პარტიად რეგისტრაცია დაახლოებით ერთწლიან პროცესად იმიტომ ვაქციეთ, რომ მზად ვართ იმ ადამიანებთან სასაუბროდ, ვინც დარწმუნდა, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი პარტიებით, პატივსაცემი ლიდერებით, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ლიდერებით პოლიტიკური ცხოვრება ვერ კეთდება. „შენების მოძრაობაში“ ერთიანდება ხალხი, ვინც უარი თქვა ვიწრო პარტიულ ჩაკეტილობაზე და გაიხსნა კარი ფართოდ.

თქვენთან შეხვედრამდე 4-5 შეხვედრა მქონდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ გალოდინეთ. შეხვედრები მქონდა იმ ხალხთან, რომლებიც მოდიან „შენების მოძრაობის“ გასაძლიერებლად. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ამ 4 შეხვედრიდან სამ შემთხვევაში შევხვდი ხალხს, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა პარტიებიდან იყრიდნენ კენჭს. მაგრამ დღეს ერთად დადგომის სურვილი აქვთ.

თქვენ იყავით ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი, იქამდე სანამ იყავით კოალიციაში. მას არაერთხელ აქვს აღნიშნული ეს. ცოტა ხნის წინ არც ის გამორიცხეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროთ კენჭი. ხომ არ არის იმის ალბათობაც რომ შემოთავაზების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან იყაროთ კენჭი?

ალბათობა რისია ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად რაც ვიცი ისაა, რომ „შენების მოძრაობამ“ გამოაცხადა თავისი პრიორიტეტები. იდეოლოგიურიც, მსოფლმხედველობრივიც, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. რაც მეტი მოქალაქე დაუჭერს მხარს „შენების მოძრაობას“ და მის კანდიდატებს, ამით ჩვენ მხოლოდ კმაყოფილი ვიქნებით. ამიტომ თუ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და სწორად გაიაზრებს ქვეყნის მომავალს და „შენების მოძრაობის“ კანდიდატს მისცემს ხმას, ეს ცუდი არ იქნება.

მისი შემოთავაზების შემთხვევაში უარს ეტყვით საპრეზიდენტო კანდიდატობაზე?

„შენების მოძრაობას“ ეყოლება თავისი კანდიდატი. სხვის მიერ დასახელებულ კანდიდატს ხომ არ დაასახელებს?!

თქვენ ვის ხედავთ, რომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს?

კონკრეტულად კანდიდატი ვინ იქნება არ ვიცი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მისწრაფებებიდან გამომდინარე - რომ მას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლეობა, ყველგან მერი მისი კანდიდატი იყოს და საკრებულოებში მათი წარმომადგენლობა 2/3-ზე მეტი იყოს. ეს ნიშნავს, რომ მისი სურვილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც მთლიანად დაემორჩილება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა და არ უნდა იყოს ხელისუფლების კურსის გამტარებელი. ეს მათთვის არის მიუღებელი კონცეფცია. ამიტომ სახელსა და გვარს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ვინც არ უნდა დაასახელოს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღებს პოლიტიკურად მორჩილ პრეზიდენტს.

ბოლო პერიოდში ირაკლი ალასანიასთან და გიორგი მარგველაშვილთან ხომ არ გქონიათ საუბარი და ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი გახდებიან თქვენი გუნდის წევრები? ცნობილია თქვენი და ალასანიას მჭიდრო ურთიერთობები. ხომ არ გახდებით ისევ ერთი გუნდის წევრები?

გუნდის წევრობაზე საუბარი არცერთთან არ მქონია. ალასანიასთან ერთად გუნდში ვყოფილვარ და საკმაოდ ახლოსაც. მგონია, რომ ის პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად „ახლებთან“ ერთად წამოვიწყეთ ალიანსის სახელით ყველაზე სწორი პროექტი იყო. ალიანსის დაშლა არასწორი ნაბიჯი იყო 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არანაირ გუნდის წევრობაზე ჩვენ საუბარი არ გვქონია. ირაკლი ალასანია როდესაც საქართველოშია (მოგეხსენებათ ხშირად არ არის საქართველოში) გვაქვს შეხვედრა და ძალიან ბევრ საკითხში თანამოაზრეებად ვრჩებით. ბოლოს ირაკლი ვნახე ძალიან სამწუხარო ვითარებაში, როდესაც აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს შორის ირაკლის მამაც იყო. ცხადია იქ ამ თემებზე არ გვისაუბრია.

ვინ მიიღო ალიანსის დაშლის გადაწყვეტილება?

ეს უფრო მაშინდელი ლიდერის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება იყო. ჩათვალა, რომ ასე უკეთ განვითარდებოდა მისი ახლადშექმნილი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.

ქუცნაშვილის განცხადებაზეც უნდა გკითხოთ. ნახევრად იუმორით დაგისვამთ ამ კითხვას, ქუცნაშვილმა თამაზ მეჭიაურთან დაპირისპირების საკითხზე დაგასახელათ ცოცხალ მოწმედ. იცოდით თუ არა მათი ნათესაური კავშირების შესახებ და თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მეჭიაური „ქართულ ოცნებაში“ ქუცნაშვილის მოყვანილია?

ზაქარიამ როდესაც გამიხსენა, რომ ცოცხალი ვარ ეს სწორად გაიხსენა. მაშინ არასწორად გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც მე დამიკავშირა, რომ თითქოს მან თავისი ხელით შემომიტანა მეჭიაურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის წარდგინება 2015 წლის აპრილში. ეს ასე არ ყოფილა. 2015 წლის აპრილში ზაქარია აღარ იყო „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი. მეორე ასეთი წარდგინება ხდებოდა ფრაქციების მხრიდან და არა ჩემს ოთახში, არამედ პარლამენტის კანცელარიაში. ამ თემაზე არანაირი საუბარი არ მახსენდება ზაქარიასთან არც ქაღალდით და არც მის გარეშე. ის, რომ ზაქარია მოითხოვდა მეჭიაურის დანიშვნას კომიტეტის თავმჯდომარედ ეს ასე არ ყოფილა.

მაშინ ორი ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა პარლამენტში - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ევროინტეგრაციის, ვინაიდან ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ დავით ონოფრიშვილი და ვიქტორ დოლიძე გადადგნენ თანამდებობებიდან. ეს იყო 6 თვის შემდეგ, რაც „დემოკრატები“ გავიდნენ კოალიციიდან. ამ პერიოდს რომ ვიხსენებ, მახსენდება, რომ ეს ორი მაღალკვალიფიციური კადრი ონოფრიშვილი და დოლიძე შევინარჩუნეთ ამ თანამდებობებზე და ამაში ჩემი წვლილიც იყო. თუმცა, უმრავლესობის უმრავლესობა დაჟინებით ითხოვდა, რომ თუ ოპოზიციაში წავიდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიც დატოვონო. საბოლოოდ დატოვეს პოსტები და მაშინ დადგა ამ კომიტეტის თავმჯდომარეების დანიშვნა-შერჩევის საკითხი.

ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვა ამოცანები იყო. ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმება და ამიტომ თინა ხიდაშელი შეირჩა. თუმცა, 1 თვეში მოუწია გადადგომა, ვინაიდან თავდაცვის მინისტრი გახდა. რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ეს იყო „ქართული ოცნების“ წინადადება.

რაც შეეხება „ოცნებაში“ მეჭიაურის მოყვანის ფაქტს?

ეს მე არ ვიცი. ჩემთან მეჭიაური არავის არ მოუყვანია. „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილთან როგორ მივიდა ეგ მე არ ვიცი. მე თავად საწყის ეტაპზე არ ვყოფილვარ ამ საქმეში ჩართული, როგორ მოვიდა მეჭიაური. ისევე როგორც „ოცნების“ შეკრება. თავიდან იყო ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი და მერე პარტიაში იყო ათასობით წევრი. ვინ პირველი შევიდა და ვინ მეორე, ეს ნამდვილად არ ვიცი.

„რესპუბლიკელებთან“ გქონდათ აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც დატოვეთ პარტია. ერთ პოზიციაზე ხართ კოალიციური მთავრობების შექმნის საკითხზე. გვითხარით, რა იყო ის მთავარი წყალგამყოფი, რის გამოც გუნდიდან წამოსვლა გადაწყვიტეთ?

არაერთხელ ვთქვი, რომ დეტალების საჯარო განხილვისგან თავს ვიკავებ. თავს შევიკავებ მომავალშიც, ვინაიდან ეს ჩემთვისაც და ძალიან ბევრი იმ ადამიანისთვისაც, ვინც დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პარტიაში საქმიანობას წლები შევალიეთ ყველამ, ვინც დარჩა და ვინც წამოვიდა. შეიქმნა ვითარება, როდესაც დარჩენა იქნებოდა ყველაზე უარესი ნაბიჯი პარტიისთვისაც, იმ ხალხისთვისაც ვინც დარჩა პარტიაში და მათთვისაც, ვინც წამოვიდა.

ხომ არ უკავშირდებოდა ეს იმ თემას, რაზეც იქამდეც საუბრობდით, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი. საუბარი მაქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტა, ამაზე აქვთ საკანონმდებლო ინიციატივა, ასევე მმართველი პოლიტიკური გუნდისა და ეკლესიის ურთიერთკავშირებზე და ა.შ. საზოგადოების მხრიდან წამოსულ ნეგატივს ხომ არ უფრთხოდით თქვენ და ამას ხომ არ ეწინააღმდეგებოდით?

მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსის ამოცანა პრობლემების მოგვარებაა. ამას სჭირდება გაცილებით უფრო ღრმა მიდგომები, ვიდრე ეს არის პრობლემებზე საუბარი. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის რომ პრობლემებია, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თაობაზე ბევრჯერ მისაუბრია. მისაუბრია საეკლესიო წრეებში შეხვედრების დროსაც. მისაუბრია კონკრეტულ ინდივიდებთანაც და ყველასთან.

არ მინდა ღრმა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ მინდა ვთქვა ის, რომ ქვეყანას შექმნილ ვითარებაში სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორ გზაზე დააყენებს სახელმწიფოს მშენებლობას. ამისთვის საჭიროა მეტი მოაქალაქის გაერთიანება და ერთად დადგომა. ჩვენ ამიტომ ავირჩიეთ ცენტრისტული მიმართულება, რომ მის მიხედვით ჯერ ფუნდამენტური საკითხებია მოსაგვარებელი. უპირველესად სახელმწიფოს გამართვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. აუცილებელია პოლიტიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა. თუ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია არ მოისპო ამ ქვეყანაში, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერანაირი სხვა დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამაზე მეტყველებს ისევ და ისევ ზოგად საკაცობრიო მსოფლიო გამოცდილება.

უმცირესობების დისკრიმინაცია აღმოფხვრილია იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იქნა აღმოფხვრილი. იქ, სადაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაყოფა, ვინ უნდა იყოს საჯარო სამსახურში და ვინ - არა; ვინ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და ვინ - არა; ვინ უნდა იყოს გამოცხადებული ქვეყნის მშენებლად და ვინ ქვეყნის მტრად. თუ ეს საკითხები არ აღმოვფხვერით ყველა სხვა საკითხი ჩვენ დაგვრჩება გადაუწყვეტელი.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ივანიშვილის სატელიტობაშიც დაგდოთ ბრალი. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

არაფერს არ ვიტყვი, რადგან უსუსურ და შავი პიარის სუნი რომ უდის, ასეთი ტიპის ფრაზებზე კომენტარს არ გავაკეთებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ თავად „რესპუბლიკური პარტია“ არ ყოფილა და არ არის არავისი სატელიტი. იმ შეცდომებსაც, რასაც ახლა შეიძლება უშვებენ ჩვენს შეფასებაში, ეს მათი შეცდომებია და არა ვინმესგან ნაკარნახევი.

როდესაც თქვენ კონსტიტუცია გააკრიტიკეთ, ამის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ გაგაკრიტიკათ. მან თქვა, რომ დავით უსუფაშვილი 4 წლის განმავლობაში იყო პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და რატომ თავად ვერ მოახერხა ცვლილებების მიღებაო. იმის მიუხედავად, რომ მაშინ სხვა რეალობა იყო თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით?

ამ თემაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ისვრიან გარკვეულ ფრაზებს ხოლმე. მაგრამ, არავინ არ არის თანახმა იმაზე, რომ დავსხდეთ ერთად ნებისმიერ ეთერში, ან თუნდაც თქვენთან ინტერვიუს ფორმატში და ამ თემაზე ვისაუბროთ არგუმენტებით და ფაქტებით. მე ამისთვის მზადყოფნას გამოვთქვამ.

მე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი წელიწადი და შვიდი თუ რვა თვე. წინა პარლამენტში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ჩემი დიდი მცდელობით მოხერხდა ის, რომ ორჯერ შევიტანეთ კონსტიტუციაში ცვლილებები. სუპერდაპირისპირების მიუხედავად მოხერხდა ის, რომ საპარლამენტო უმცირესობის დიდი ნაწილი დავითანხმეთ იმაზე, რომ მიგვეღო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება კონსტიტუციაში. სხვა ცვლილებები იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ საარჩევნო ცვლილებებზე ვერ მივაღწიეთ კონსესუსს. ეს ვერ მოხერხდა „ნაცმოძრაობის“ სიჯიუტის გამო. გავაკეთეთ ინიცირება, რომ 2016 წლის შემდგომ არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით, ეს ინიციატივა კენჭისყრისთვის იყო მზად. ენმ-მ მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებას. ამას თუ უსუფაშვილს აბრალებენ, ამაზე მკითხველმა თუ მსმენელმა თავად გამოიტანოს დასკვნა.

ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან 1 წელი გავიდა. ინტერვიუს ბოლოს შეაფასეთ პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის შეფასება. სხვათა შორის კახა კალაძემ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარეა...

მე ერთი წლის წინ ვთქვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებების მე არ ვიქნები დაკავებული. პარლამენტის თავმჯდომარე ახლანდელიც, ყოფილიც და მომავალიც ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც არის ხელის გულზე. ავიც და კარგიც გაცილებით უკეთ ჩანს, ამომრჩევლის, მოქალაქის, ჟურნალისტის თვალიდან. არ მგონია, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შესაფასებელია მოქედი თავმჯდომარე.

შემადგენლობას რაც შეეხება?

შემადგენლობა რომ მივიღეთ არა ის, რა პირობაც იყო „ქართულ ოცნებაში“ ეს სრულიად აშკარაა. 2012 წელს მივიღეთ შემადგენლობა, რომელსაც უკვე ერქვა რეჟიმის შემცვლელი ლაშქარი, სააკაშვილის შესაცვლელად შეკრებილი ლაშქარი, რომელიც ივანიშვილმა შეკრიბა. თავიდანვე გვქონდა გააზრებული, რომ ეს არ იყო საუკეთესო შემადგენლობა პარლამენტის. პრაქტიკულად 2012 წელს არჩევნებში კი არ ჩავერთეთ, არამედ ტოტალურ სამოქალაქო უსისხლო ბრძოლაში. იმ საქმეს სჭირდებოდა სხვა ტიპის ხალხი და ძალიან ბევრი მაშინ თავს იკავებდა პოლიტიკური საქმიანობისგან. 2016 წლისთვის არანაირი მსგავსი ამოცანა არ იდგა „ქართული ოცნების“ წინაშე და მას ჰქონდა ყველა შანსი და საშუალება, რომ შეექმნა სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებით, პროფესიონალებით დაკომპლექტებული პარლამენტი, ჩვენ მეტწილად მივიღეთ ბიზნესინტერესებით დაკომპლექტებული პარლამენტი.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

დავით უსუფაშვილი:თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი ლიდერებით პოლიტიკური ცხოვრება ვერ კეთდება (ინტერვიუ)

დავით უსუფაშვილი:თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი ლიდერებით პოლიტიკური ცხოვრება ვერ კეთდება (ინტერვიუ)
01:00 | 4 ნოემბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი