ინტერვიუ ჩემს მუსლიმ ჟურნალისტთან

თამარ ლეფსვერიძე

"დილა მშვიდობისა ბავშვებო, მაღალმთიან აჭარაში 100 წელს გადაცილებული 19 ადამიანი ცხოვრობს, ზექიე, ფადიმე, რეხიმე და დავდოთ ხო? გაუხარდებათ..."

"ხულოში მეწყერი ჩამოწვა, სწრაფად დავდოთ რა ნიუსი, ვინ ხართ ჯგუფში... ხალხს პრობლემები აქვს"

"მაღალმთიანი აჭარის 8 სოფელს პირველკლასელი მოსწავლე აღარ ეყოლება, ასეთი ცუდი ამბავი მაქვს დღეს..."

"ორი რელიგია ერთ ოჯახში, ასეთ მასალას ვაკეთებ: დედა მუსლიმია, მე ქრისტიანი, ის აღდგომას მილოცავს, მე - ყურბან-ბაირამს", თამუნა წაიკითხე რა, მაინც რელიგიური თემა..."

"ბავშვებო, აქ ხართ? ხულოში სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებ ცოლ-ქმარს ერთად თანაცხოვრების 60 წელი შეუსრულდათ. ფადიმე ბებო ეხლა 76 წლისაა, გურამ ბაბუ კი 81 წლის. გავაკეთებ და დავდოთ, ხო?"

ეს "აიპრესის" მაღალმთიანი აჭარის კორესპოდენტის, ციური სოლომონიძის "მესიჯებია" "აიპრესის" ჯგუფში...

ერთ მშვენიერ დღესაც, ციური ჯგუფში გაგვიბრაზდა...

...და ერთ-ერთ, ცოტათი უკბილოდ ნათქვამ ფრაზაზე ძახილის ნიშნებით დაგვიწერა: იქნებ აქ ვინმე მუსლიმია, გიფიქრიათ ამაზე?!

მაშინ პირველად მივხვდი, რომ ჩვენი ციური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, მუსლიმი... და პირველად გავისიგრძეგანე მთელი პასუხისმგებლობით, რატომ უნდა შეარჩიო თითოეული სიტყვა, როცა ამ თემას ეხები...

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, სახალხო დამცველმა კონკურსი გამოაცხადა... ციურის დავურეკე და ინტერვიუ ვთხოვე...

ეს ინტერვიუც იმ დიდი პასუხისმგებლობის გაგრძელებაა, რომელიც იმ დღეს გავისიგრძეგანე, ციურიმ ჯგუფში რომ გვისაყვედურა...

ინტერვიუ ჩემს (ჩვენს) მუსლიმ ჟურნალისტთან...

სახალხო დამცველმა კონკურსი გამოაცხადა და როცა წავიკითხე, რომ თემა ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს, შემწყნარებლობას და ტოლერანტობას, რატომღაც მაშინვე შენ გამახსენდი...

ვიფიქრე, ყველაზე კარგი ამბავი ის იქნებოდა, რომ ამ თემებზე ესაუბრა ჟურნალისტს, რომელიც თვითონ არის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი და თავად მუშაობს ამ თემებზე. უკეთესი რესპოდენტი ალბათ, არ შეიძლება არსებობდეს ამ ამბების გადმოსაცემად...

მზად ხარ?

მზად ვარ... დავიწყოთ...

დავიწყოთ იმით, რომ განსაკუთრებული გრძნობები გაქვს იმ კუთხისადმი, სადაც ცხოვრობ: განსაკუთრებულად გიყვარს, განსაკუთრებულად იცნობ, განსაკუთრებულად აშუქებ - არა მოვალეობის მოხდის მიზნით, გული შეგტკივა თითოეულ ქვაზე, თითოეულ კლდეზე, ხეზე... რას ნიშნავს შენთვის მაღალმთიანი აჭარა და სულ რომ გვესმის ახლა, მთა იცლება და ახალგაზრდები მიდიანო, შენ თუ წახვიდოდი სადმე?

ეს კითხვა, სხვათაშორის, ჩემი თავისთვის ძალიან ბევრჯერ დამისვამს, სხვაგან რომ ვიყო, რას ვიზამდი?! მაგრამ ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: ეს ის ადგილია, რომელიც ზუსტად ჩემზეა მორგებული. აქ სხვანაირი ადამიანები არიან, თუნდაც დედაკაცების გამძლეობა ავიღოთ, იმას, რასაც აკეთებენ და ხშირად მომისმენია თუნდაც ბებიებისგან ეგ საუბარი, რაც გამოუვლიათ და როგორ მოსულან ისინი ჩვენამდე.

უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი დავივიწყო, ის, რაც მათ გააკეთეს და გადმოვიდე ქალაქში. მე რატომღაც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ქალაქში, როცა მოვდივარ, ყოველთვის ვამბობ, რომ ერთი ან ორი დღე და მერე ვბრუნდები უკან, იმიტომ, რომ აქ სულ სხვა ჰაერია, სულ სხვა სიტუაციებია, ვიდრე ქალაქში...

აქ ყველაზე გულწრფელი ბავშვები არიან, რაც მთავარია არ ცხოვრობენ ტელეფონებით და ტელეფონებში... აქ იციან თუნდაც ციგაზე სრიალი, იციან თოვლში გარეთ თამაში და არა ის, რომ სახლში ჩაიკეტონ და ითამაშონ ტელეფონში. ნუ ახლა, მეტ-ნაკლებად არის იქაც, მაგრამ ესე არა, როგორც სხვაგან. იქ არ არის "ფეისბუქით" ურთიერთობა, იქ არის გულწრფელი ურთიერთობა, რაც ყველაზე მეტად ფასობს დღეს.

შენ თვითონაც ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარ: გულწრფელად ბრაზდები, გულწრფელად გიხარია, გულწრფელად ამბობ ყველაფერს და ჩვენ ყველამ "აიპრესში" სწორედ მაშინ გავიგეთ მუსლიმი რომ იყავი, როცა ერთ-ერთ ამბავზე გაბრაზდი და მოიწერე: თქვენ რა იცით, იქნებ აქ ვინმე მუსლიმია?!

მე პირველად მაშინ გავიგე, მივხვდი, უფრო სწორად, რომ შენ იყავი ამ რელიგიის მიმდევარი. მაღალმთიან აჭარაში ბევრია მუსლიმი და როგორია ეს ტრადიციები? რა არის შენთვის შენი რელიგია? აი, მაგალითად, მე ვიცი, რა არის ჩემთვის მართლმადიდებლობა. ჩემთვის მართლმადიდებლობა არის სიკეთე, სიყვარული, კაცთმოყვარეობა, ადამიანთმოყვარეობა, კარგის კეთება, სიკეთის კეთება...

პირველ რიგში არის ის, რომ სხვა რელიგიასაც უნდა ვცეთ პატივი. ესე ზოგადად ამ თემაზე არ ვსაუბრობ თითქმის არასდროს და ჩემთვის შეუძლებელია, რომ აღვწერო რა არის ჩემთვის ეს რელიგია. უბრალოდ მთავარია ის, რომ მე მწამს აი ის, რითიც გავიზარდე ბავშვობიდან, რაც მესმოდა, ესაა ის რელიგია და არ შემიძლია უბრალოდ აღვწერო რა არის ეს.

შენი ბებია და ბაბუა რას გიყვებოდნენ ისლამზე? რამე ისტორიებს ყურანიდან, შეგონებებს არ გასწავლიდნენ?

ბებიაჩემი, სხვათაშორის, ამ რელიგიის მიმართ არის განსაკუთრებულად, იმიტომ, რომ სოფელში თითქმის ყველას მან ასწავლა კითხვა, ყურანის კითხვა და ა.შ. და ლოცვაც თითქმის მან ასწავლა ყველას... აქედან გამომდინარე, ოჯახში ყოველთვის მესმოდა ეს ყველაფერი, ყოველთვის ვუყურებ, როგორ ლოცულობს ბებიაჩემი. მარხვით, ახლა, მე ვმარხულობ, მაგრამ, ის, რომ ვილოცო და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, თუმცა, ალბათ, მოვა დრო, როცა ამასაც მოვახერხებ, იმედი მაქვს და ....

ყურანი თუ იცი, რა წერია ისლამის წმიდა წიგნში? მე ბევრი რამე არ ვიცი ბიბლიიდან... რამე არის ერთნაირი ან ერთმანეთს ძალიან რომ ჰგავს, ისეთი?

ყურანი, კი, ვიცი და მე რაც მესმოდა, ეს არის ბავშვობიდანვე, რომ რელიგია ეს არის წმინდა საკითხი. არ შეიძლება, იმის მიხედვით ვიმეგობროთ ვინმესთან, რომელ რელიგიას მიყვება. ბებიაჩემი ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რელიგია იმას არ ნიშნავს, რომ ან ძალიან ჩაიკეტო, ან ძალიან გაიხსნაო და ასე ვარ დღემდე, მოვყვები ასე. აუცილებელია ზომიერება და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ უნდა ვცეთ ყველას პატივი.

სამწუხაროდ, დღეს არის საქართველოში ეს პრობლემა, როდესაც გეკითხებიან, რა რელიგიის ხარ და ეუბნები, რომ მუსლიმი, არის ცინიზმიც, რატომღაც, ან გაოცება... ან უიმე, ახალგაზრდა გოგო და... მე არ მესმის, რატომ უნდა იყოს ეს ასაკობრივად. სამწუხაროდ გვაქვს ესეც, რომ აი, რატომ ახალგაზრდა გოგო, არ გიფიქრია, მოინათლო?

რა არის იცით, რაც გესმის, რისიც გწამს, რაც შენში ზის, ის არის შენი რელიგია... ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მწამს სხვა სარწმუნოება... მთავარი არის ის, რომ ვემსახურებით ჩვენს სარწმუნოებას... ყველა სარწმუნოებას, ნუ მეტ-ნაკლებად, მაგრამ ვემსახურებით ღმერთს და ვცემთ პატივს ადამიანებს.

სკოლაში როგორ იყო ხოლმე? გქონდა ამ კუთხით რაიმე პრობლემები?

არა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს სკოლაში ყველა მუსლიმი ვიყავით, ეს პრობლემა არ ყოფილა, ეს პრობლემა არ მქონია ნამდვილად სკოლაში.

როგორც მიყვები, სკოლაში მუსლიმები რელიგიურ უმრავლესობას წარმოადგენდით. ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა პირიქით, მუსლიმების გარემოცვაში ის ადამიანი იჩაგრებოდა, რომელიც ქრისტიანულად მოინათლა და რწმენა შეიცვალა?

სტუდენტობის პერიოდში მე ვმუშაობდი ამ საკითხებზე, მაინტერესებდა რა როგორ იყო. მაღალმთიან აჭარაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოფელი ისლამის სარწმუნოების კუთხით ღორჯომია. იქ ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს და არც ერთი არ არის ქრისტიანი. მანდ, როგორც მითხრეს, მაშინ ექმნებოდათ პრობლემები იმ ადამიანებს, რომლებმაც ქრისტიანულად მონათვლა გადაწყვიტეს...

ჩემს სოფელში დღესდღეობით მხოლოდ მუსლიმები აღარ ვართ, არიან ქრისტიანებიც, თუმცა, როგორ არის იცით, ეს შეგნება მოვიდა, ასე მგონია, რომ სცე პატივი სხვა სარწმუნოებას და მთავარია გწამდეს უფლის. თუმცა, ადრე იყო მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ როცა ამბობდნენ, მოინათლაო, იქვე დააყოლებდნენ გაქართველდაო. ეს არ მესმის სასწაულად, როგორ შეიძლება თქვა გაქართველდაო, მაგრამ მოხუც ადამიანებში არის დღემდე ეს მომენტი, რომ გაქართველდა.

მეც ქობულეთში ვარ დაბადებული და გაზრდილი და ჩემი ბებია და ბაბუა არ ლოცულობდა მუსლიმურად, თუმცა ქრისტიანებიც არ იყვნენ, იმიტომ, რომ ეკლესიაში არ დადიოდნენ, მაგრამ მახსოვს, რომ კონკრეტულ დღეს აუცილებლად კეთდებოდა თეთრი და ყავისფერი ხალვა...

არ ლოცულობდნენ, არც რამე განსაკუთრებული წესები გვქონია ოჯახში, მაგრამ ეს აუცილებლად კეთდებოდა და ამით ვხვდებოდი, რომ დიდი დღესასწაული მოდიოდა. თქვენ თუ გაქვთ რამე განსაკუთრებული წესები, ანუ იმ ოჯახებში, სადაც ტრადიციულად მიჰყვებიან ამ რელიგიას?

ჩვენთანაც არის, ხალვას ვეძახით და არა მხოლოდ მაგ დღეს, ზოგადად როდესაც გვყავს ოჯახში მიცვალებული, მისი სულის მოსახსენიებლად ყოველთვის კეთდება ეს. ხშირ შემთხვევაში, ყოველ პარასკევს კეთდება, თუნდაც კარაქი უნდა დაიწვას, კარაქის სუნი უნდა ტრიალებდეს ოჯახში, რომ ყოველ პარასკევს მიცვალებულთა სულისთვის წავიდესო. რაც შეეხება ბაირამს, გვაქვს ორი ბაირამი: ერთ არის ყურბან ბაირამი, ჩვეულებრივი ბაირამი. ყურბან ბაირამის დროს ვკლავთ პირუტყვს.

აი თავიდან ცხვარი იყო, მაგრამ ახლა უკვე ძროხაც და ეს ხორცი აუცილებლად უნდა გადანაწილდეს და უნდა მისცე ისეთ ოჯახებს, ვინც ვერ მოახერხა დაკვლა, ამ შემთხვევაში სოციალური მდგომარეობის გამო, ფინანსური მდგომარეობის გამო. თუმცა, არის მეორე ბაირამი, როდესაც ეს მარხვა მთავრდება უკვე, რამდენიმე დღის შემდეგ, ანუ მარხვის დამთავრების შემდეგ არის ეს ბაირამი, სადაც მზადდება ეს ხალვა.

შენ დაც გყავს და ძმაც... რომ მოუნდეთ სხვა რელიგიის მიღება, რამე პრობლემა შეექმნებათ ოჯახში?

ჩემს და-ძმას მოუნდეს-მეთქი, ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ისინი ჩემთან შედარებით მეტად მიჰყვებიან რელიგიას. მაგრამ რომ მოინდომონ, არა მგონია, შეზღუდონ, რადგან მე რომ სასულიეროში გადავედი, გიმნაზიაში ვსწავლობდი, ოჯახმა იცოდა, რომ მე ვიქნებოდი ქრისტიანების გარემოცვაში, მაგრამ არ შეუქმნია პრობლემა. პირიქით, რომ აი, ოღონდ შენ წადი, ისწავლე და არასდროს არ ყოფილა ეს პრობლემა.

ვერ ვიტყვი, რომ მოხარულები იქნებიან ოჯახის წევრები, მაგრამ არც ის, რომ შენ თუ მოინათლები, ოჯახში ვერ შემოხვალ და რაღაცა, ეგეთები არ იქნება ნამდვილად, მაგრამ მოხარული იქნება-მეთქი, ვერც ამას ვერ ვიტყვი.

მოგიყვებით ჩემი ოჯახის ისტორიას... მამიდაჩემმა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ მას სასულერო სემინარიაში სურდა სწავლის გაგრძელება. მთელი სოფელი ფეხზე დადგა, მოდიოდნენ ბებიასთან და ეუბნებოდნენ, როგორ უნდა გაუშვა შვილი სასულიეროშიო, მაგრამ ბებიამ თქვა, რომ რელიგია არავის უკრძალავს არჩევანის თავისუფლებას.

და მამიდა გაუშვეს სემინარიაში?

რა თქმა უნდა...

ახლა რას საქმიანობს მამიდა?

ახლა მასწავლებელია და სკოლაში ასწავლის ბავშვებს.

შენთან ურთიერთობამდე, მე ასე ახლო შეხება არ მქონია მუსლიმებთან და სულ მეგონა, რომ ქალებს ცოტა მკაცრი ცხოვრების წესი და შეზღუდული უფლებები ჰქონდათ რელიგიიდან გამომდინარე... თუმცა, შენ გიყურებ და აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ხარ შენს ქმედებებში, შენს საქმიანობაში, თუნდაც შენს განცხადებებში ფეისბუქზე, არანაირი შეზღუდვა. ანუ ეს მითი აღარ არსებობს? თუ არსებობს, მაგრამ უბრალოდ სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვანაირად ხდება?

როგორ არის იცით, ეს მითი ყოველთვის არსებობდა, არსებობს და მგონია, რომ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ აღარ იარსებოს. მაგრამ ასე მგონია, რომ ეს უფრო ადგილმდებარეობის მიხედვით არის დაყოფილი. მე ახლა სადაც ვარ, იქ არანაირი შეზღუდვა არ არის. საერთოდაც მგონია, რომ ეს ამბავი სარწმუნოებასთან კავშირში არ არის, იმიტომ, რომ ‘’ქალი ვიცი კუხნაში’’ და ეს ტრადიციები არამუსულმანურ სოფლებშიცაა.

ტრადიციას რაც შეეხება, არის ასეთი, რომ როდესაც მამაკაცი დაიძახებს, ქალმა ვერ გაიხედოს გარეთ, არის ეს. მე მქონია შემთხვევა. სტუდენტობის დროს, ერთ-ერთ სოფელში წავედით, ორი მეგობარი ბიჭი გვახლდა და ორი გოგო ვიყავით. როდესაც მივედით ერთ-ერთ სოფელში ოჯახთან და ვიკითხეთ, თუ შეიძლება თქვენთან შემოვიდეთო, ქალმა ქმარს დაუძახა და ჰკითხა შეიძლება შემოვიდნენო?! მაგრამ მგონია, რომ რელიგიასთან კავშირში არ არის ეს. თუმცა ახლა მეტ-ნაკლებად საქართველოში ზოგადად ყველგან არის ეს ქალის მანდილი და ა.შ. მაგრამ რელიგიას ვერ დავუკავშირებ მე.

შენ გქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვთქვათ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ, ან რაიმე ზეწოლის ქვეშ რელიგიის გამო? და რა მომხდარა მერე? როგორ უნდა მოიქცნენ ამ სიტუაციაში და როგორ იმოქმედონ, რომ იყვნენ შენსავით თამამები, ლაღები, ყოველგვარი რაღაც კომპლექსების გარეშე?

უხერხულ სიტუაციას ვერ დავარქმევდი... თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობაში ვარ, ხშირად გვიწევს ამ საკითხზე თუნდაც კამათი. შეიძლება ხმალი არ აიღო ხელში, თუმცა სიტყვით ყოველთვის გვიწევს დაპირისპირება და გვაქვს ეს მომენტი.

როგორ უნდა მოიქცე? ძალიან მშვიდად, როცა ხვდები, რომ იქ აზრი არ აქვს საუბარს, უნდა გაჩუმდე. მაგრამ როდესაც ხვდები, რომ შენ შეგიძლია აუხსნა, რომ ეს რელიგია ისეთი არ არის, როგორიც მას ჰგონია, უნდა აუხსნა. ბევრი ვერ ხვდება, თუ რა არის ისლამი რეალურად. ყველას ჰგონია, რომ მუსლიმური სარწმუნოება ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გეფაროს თავზე, რომ მუსლიმები არიან აგრესიული ადამიანები და ა.შ. მაგრამ მგონია, რომ აგრესიულებს მათ თვითონ ხდიან, რადგან როდესაც ვინმე სარწმუნოებაზე გეხება და რაღაცას უხეშად გეუბნება, ბუნებრივია, რომ შენ ხდები აგრესიული.

მე ხშირად მიკამათნია იმ ადამიანებთან, რომლებსაც კომპლექსები აქვთ თავიანთი რწმენის გამო. ხშირად მომისმენია, როცა ეკითხებიან, მუსლიმი ხარო და ის პასუხბს, კი, მაგრამ მალე ვინათლებიო... არადა, არაა ეს სიმართლე. ვეუბნები ყოველთვის ამ ადამიანებს, რომ არ არის სირცხვილი აღიარო საკუთარი სარწმუნოება...

თანდათანობით, ალბათ ესეც აღარ იქნება ჩვენთან, ასე მგონია.

სასულიერო გიმნაზიაში გადავედიო თქვი. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და იქ როგორი იყო შენი ყოველდღიურობა? გადახვედი ისეთ ადგილას, სადაც სულმცირე, 95 % ქრისტიანი დაგხვდა. როგორ დაგხვდნენ?

ძალიან კარგად დამხვდნენ...იცი, იქ სასულიერო გაკვეთილიც გვქონდა, რომელსაც მამაო გვიტარებდა და ეს ჩემმა ოჯახმა იცოდა თავიდანვე, სანამ გადავიდოდი, ბუნებრივია, ავუხსენი რა სიტუაციაც იყო, არავის არაფერი დაუშლია.

სრულიად თავისუფალი იყო დასწრება, შეგეძლო გაგეცდინა, შეგეძლო არა, მაგრამ მე მაინც ვესწრებოდი თითქმის ყველა ლექციას, იმიტომ, რომ მაინტერესებდა, უნდა გამეგო ორივე სარწმუნოების შესახებ. მაინტერესებდა ისიც და მაინტერესებს ესეც თავისთავად. ხშირ შემთხვევაში, როცა მოვიდოდი სახლში, ისიც კი მომიყოლია, ამ გაკვეთილზე რა მითხრეს, თუნდაც მამაომ რა ისაუბრა. და ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტი იყო.

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა ამ მამაოს საუბრებიდან?

ერთხელ მახსოვს, ცოტა ისეთი, რთული პერიოდი მქონდა და მამაომ რომ შემომხედა, აღმიწერა, რა სიტუაცია იყო, კონკრეტულად ჩემზე არ უსაუბრია, მაგრამ აუდიტორიაში ისაუბრა იმ საკითხზე, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. არ აქვს იმას მნიშვნელობა, მამაო გესაუბრება თუ ხოჯა. მე ასე მგონია, რომ როდესაც ადამიანი უკვე შენს მდგომარეობას აღწერს და მისი საუბარი გამშვიდებს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას მიჰყვება. მე მაშინ კიდევ ერთხელ დავაფასე და კიდევ უფრო მეტი პატივი ვეცი ამ სარწმუნოებას, მით უმეტეს მამაომაც იცოდა, რომ მე მუსლიმი ვიყავი, მაგრამ მას არ ჰქონია ამასთან დაკავშირებით რაღაცა ის...

პირიქით, ძაან კარგად ამიხსნა, ისე კარგად დამამშვიდა, რომ მგონი მთელი ცხოვრება გამყვება ის სიმშვიდე და ის, რაც მითხრა, ბევრჯერ გამხსენებია და მისი სიტყვებით მინუგეშებია საკუთარი თავი.

"მე დედაჩემს ყურბამ-ბაირამს ვულოცავ, ის აღდგომას მილოცავს" - ორი რელიგია ერთ ოჯახში... ეს შენი სტატიაა და მე მიყვარს ძალიან.. ხშირად წერ რელიგიურ თემებზე და ყოველთვის დადებით კონტექსტში. როგორც შენს სტატიებში აღწერ, ყველაფერი ასე ლამაზად არის, თუ მაინც არის ხოლმე რაღაც პრობლემები, რაც ურჩევნიათ, რომ არ გამოიტანონ, არ თქვან?!

ჩემი სტატიებიდან გამომდინარე, უბრალოდ მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ერთმანეთის სარწმუნოებას პატივი უნდა ვცეთ და არ უნდა განვსაზღვროთ სარწმუნოებით მეგობრობა და ა.შ.

პრობლემები, რა თქმა უნდა, არის და იქნება კიდეც ძალიან დიდხანს და თუ ჩვენ არ ვისაუბრებთ ამაზე ხმამაღლა, მგონია, რომ ეს პრობლემები არც მოგვარდება.

როდესაც ოჯახში სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ერთად ცხოვრობს, იქ პრობლემა არ არის. თუმცა არის ასეთი შეხედულებებიც და ხშირად გამიგია რომ უთქვამთ: მოინათლა და ამიტომო. ანუ არ ვამბობ, რომ მხოლოდ ქრისტიანებისგან ვგრძნობ ამ აგრესიას. არის ჩვენგანაც, რა თქმა უნდა არის ესეც. არიან ისეთი კატეგორიის ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ შენ თუ სარწმუნოებას შეიცვლი, აუცილებლად რაღაც უბედურება დაგემართება, შენ თუ ქრისტიანობას მიიღებ... ანუ ეს არ შეიძლება...

ცოტა დელიკატურ კითხვას დაგისვამ... პირად ურთიერთობებში თუ გქონია პრობლემა რელიგიის გამო?

პირად ურთიერთობაში მქონია, კი, იყო შემთხვევა, როდესაც მყავდა მეგობარი ბიჭი, რომელიც იყო სტანდარტული სარწმუნოების... მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სწორედ ამიტომ ვიღებ, რომ ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს ღვთისგან კურთხეული და როდესაც შენ არც ქრისტიანულად აკურთხებ ამ ურთიერთობას და ვერც მუსლიმურად ახერხებ, მგონია, რომ ეს არ არის დალოცვილი ურთიერთობა ღვთისგან და შესაბამისად, აზრი არ აქვს გაგრძელებას. როდესაც არც ერთი აპირებთ რელიგიის შეცვლას და არც მეორე, ჯობია, რომ იქ პირადში აღარ გაგრძელდეს ურთიერთობა.

ქრისტიანული სარწმუნოების ბიჭი რომ ძალიან შეგიყვარდეს, მერე სად მიდიხარ, რას აპირებ? ერთი რელიგიაც და მეორე რელიგიაც ხომ სიყვარულს ქადაგებს?

სიყვარულს კი ქადაგებს ორივე, მაგრამ ხომ უნდა დაილოცოს ეს ურთიერთობა, ჯვრისწერა ხომ უნდა იყოს, როგორ უნდა გააკეთო? მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით, რა ვიცი, ჩემთვის არ არის მიღებული.

ისლამურ რელიგიაშიც არის ჯვრისწერის მსგავსი რიტუალი? რა ჰქვია და როგორია?

ჩვენთან მაგას ეძახიან აჰტს. ანუ ეს აჰტის დროს მიდიხარ მეჩეთში და ურთიერთობას ლოცავს ხოჯა. კითხვებს წაიკითხავს, გეკითხება იქ, რომ შენ თუ ნამდვილად ხარ თანახმა გაჰყვე ცოლად იმ ადამიანს.

არ ვიცი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში არის ეს თუ არა, მაგრამ ქმარმა უნდა მოიხადოს ცოლის მშობლის ვალი, და იქ აჰტზე ეკითხებიან ცოლს, რამდენს ითხოვ შენ ქმრისგან? და ცოლმა შეიძლება მოითხოვოს მანქანა, ბინა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რას მოითხოვს, ეს აუცილებლად უნდა გადაიხადოს ქმარმა, მისი მთელი ცხოვრების პერიოდში.

რა მაგარი წესი გქონიათ, ვადებში თუა გაწერილი ეს ვალის გადახდა?

ეს ვადებში გაწერილი არ არის, თუმცა თუ არ გადაიხადა, შენთან ვალშია მთელი ცხოვრება. ზოგჯერ ითხოვენ ოქროს ხოლმე, ამდენი გრამის ოქრო, აუცილებლად ფასიანი უნდა იყოს ეს, ნუ აქ უკვე სხვა სიტუაციაა, მაგრამ აუცილებლად უნდა უთხრა მოკლედ რაღაც. ქმარი იხდის ვალს, იმას, რასაც იტყვის ოჯახი.

ამ შემთხვევაში, გოგო რასაც დაასახელებს, ქმარმა უნდა გადაიხადოს ეს ვალი. ასევე არის, თუ არ ვცდები, მერძევეობის ვალი, როდესაც დედა რძით კვებავს შვილს, ამ შემთხვევაშიც დედას უნდა მისცე რაღაც კონკრეტული თანხა. შეიძლება სიმბოლურად ერთი ლარი მისცე, მაგრამ ესეც აუცილებელია.

სკოლაშიც ასწავლი შენ, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. სკოლებში როგორ არის რელიგიური საკითხებისადმი მიდგომა? პატარა ბავშვებში ჩნდება ხოლმე რაიმე სახის პრობლემები თუ არა?

რომ გითხრათ სკოლაში რელიგიასთან მქონია შეხება-მეთქი, მოვიტყუები, იმიტომ, რომ ბავშვებთან ამ თემაზე არასდროს მისაუბრია და მათი შეხედულებებიც არ ვიცი. მაგრამ ის ვიცი, რომ სკოლაში ყველა მუსლიმია.

როგორ არის იცით, ხულოში ასეა, მე ვასწავლი სოფელში და იქ სულ მუსლიმები არიან. დაბის სკოლაში, ცენტრისკენ, ორივე სარწმუნოება ერთად სწავლობს. გიმნაზიებშიც ბევრგანაა ასეთი სიტუაცია და მგონია, რომ სწორედ ამ გიმნაზიებმა შეუწყო ხელი, რომ ეს რაღაც სტერეოტიპები დამსხვრეულიყო და ახლა იქ ძალიან ბევრი მუსლიმანი დადის.

აი მე რომ გიმნაზიაში გადავედი, სულ მეკითხებოდნენ: მოინათლე? გაიძულებენ, რომ მოინათლო? ანუ ბევრი ვერ გადადიოდა იმის გამო, რომ ვრცელდებოდა ხმები, თითქოს ისინი ნათლავდნენ, თითქოს ზეწოლით იყო ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ეს ტყუილი იყო, ახლა უფრო მეტი მუსლიმი მიდის მანდ.

სადაც რელიგიურ უმცირესობებს ახსენებენ, იქვე საუბრობენ ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე და ასე შემდეგ. აი მე და შენ, ახლა, ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვსხედვართ პირისპირ და ვერცერთი ვხედავთ რაიმე განსხვავებას ჩვენს შორის. პატივს ვცემთ ერთმანეთის რწმენას და ღირებულებებს. ზოგჯერ ადამიანები ხომ არ აბუქებენ ხოლმე რაღაცეებს, რას ფიქრობ? და რას ეტყოდი და ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც პრობლემატურად უყურებენ ამ საკითხს?

მე მგონია, რომ არ არის აუცილებელი ვიყოთ აგრესიულები. ადამიანს სიმართლეს ვერ გააგებინებ აწეული ხმის ტონით. ჯობია, რომ ყოველთვის მშვიდად ისაუბრო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ხელოვნური პანიკაც კი იქმნება, იმიტომ, რომ ისე ძალიან არის წინ წამოწეული ეს საკითხი.

მშვიდად შეგვიძლია ავუხსნათ და ვუთხრათ, რომ ესეც არის ძალიან ჩვეულებრივი, ისეთი რელიგია, რომელიც ქადაგებს სიყვარულს და ურთიერთგაგებას, სიკეთეს, რაც მთავარია და ჩვენ ეს ყველაფერი, საქმით და ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავამტკიცო. ეს ყვირილი და აგრესია არ გვინდა. საქმით დავამტკიცოთ ზუსტად ის, რომ როდესაც ვინმე გაყენებს შეურაცხყოფას, არ არის აუცილებელი იგივეთი ვუპასუხოთ. ავუხსნათ მშვიდად და თუ ვერ გაიგებს, ეს უკვე მისი პრობლემაა და ეს მის ადამიანობაზე გადის უკვე.

რამდენი ვისაუბრეთ რელიგიაზე, არადა 21-ე საუკუნეში უკვე უხერხულიცაა რელიგიურ უმცირესობებზე და საერთოდ რამე უმცირესობებზე საუბარი, არა?

კი, ნამდვილად. თუმცა, რელიგია ისეთი თემაა, რომელზეც საუბრობდნენ და ყველაზე მეტს სწორედ რელიგიაზე ვსაუბრობთ და მგონია, რომ ეს მართლაც არ შეიძლება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელი სარწმუნოების მიმდევარია, მთავარია, ყველა მოდის იმით, რომ ემსახუროს როგორმე, გააკეთოს სიკეთე და ა.შ. და რავიცი, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რელიგიის მიმდევარი იქნები. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

ინტერვიუ ჩემს მუსლიმ ჟურნალისტთან

ინტერვიუ ჩემს მუსლიმ ჟურნალისტთან
23:45 | 31 ოქტომბერი, 2017

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე