ზაქრო ქუცნაშვილი: დარწმუნებული ვარ, "ოცნებაში" ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებიც იყო (ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

არ ცხრება ვნებათაღელვა თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც მერობისთვის თამაზ მეჭიაური და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი იბრძოდნენ. მეჭიაურმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დაადანაშაულა და დეპუტატის პირად ინტერესებზე ისაუბრა.

ქუცნაშვილმა თავის მხრივ „ქართულ ოცნებაში“ არსებული პარტიული ნეპოტიზმი საზოგადოების წინაშე გამოიტანა და თქვა, რომ მეჭიაური მისი ნათესავია და თავის დროზე ამ ნათესაობის გამო მიიყვანა პარტიაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი ლელა ქიტესაშვილი გახდა. ქუცნაშვილი „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ახალი დარღვევები აღმოაჩინეს, სადაც დასტურდება, რომ მეჭიაურმა ხმები მოიპარა. თავის მხრივ მეჭიაური ქუცნაშვილს სთავაზობს, რომ მზადაა თიანეთში არჩევნები ხელმეორედ დაინიშნოს, ოღონდ იმ პირობით თუ დუშეთის მაჟორიტარობაზე უარს ქუცნაშვილიც იტყვის.

რა პასუხი აქვს მეჭიაურის შემოთავაზებაზე ქუცნაშვილს? რატომ გადაწყვიტა პარტიულ ნეპოტიზმზე ღიად საუბარი 5 წლის დაგვიანებით, ხომ არ უკავშირდება ეს გუნდთან რაიმე დაპირისპირებას და იყო თუ არა ეს „ოცნებაში“ ნეპოტიზმის ერთადეერთი შემთხვევა? - ამ და სხვა საკითხებზე ზაქარია ქუცნაშვილს ვესაუბრეთ.

ზაქარია ქუცნაშვილი: პიროვნება თავის თავის აქტუალიზაციას ახდენს. ჩემი ლანძღვით იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ეგ არის მაგის მიზანი.

მან დღეს გააკეთა განცხადება, უფრო სწორად შემოგთავაზათ, რომ ის მზადაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელახლა დაინიშნოს, ოღონდ მოითხოვს,  რომ მაჟორიტარი დეპუტატობა თქვენც დატოვოთ. რა პასუხი გაქვთ?

მან უკვე იცის, რომ ხელში გვიჭირავს უტყუარი მტკიცებულება, რომ მას სურდა არჩევნების შედეგები მოეპარა და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა.

ხმაურიან განცხადებას აკეთებთ, რას ნიშნავს არჩევნების შედეგების მოეპარა ოპოზიციურ კანდიდატს?

ეს ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილია ახალი დარღვევები, რომელიც არსებითი ხასიათისაა და რომელიც ცვლის არჩევნების შედეგებს.

რას გულისხმობთ?

არსებითი დარღვევები არის ის, რომ დაკარგულია 6 საარჩევნო ბიულეტენი შეჯამებისას. იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატებს შორის განსხვავება არის მხოლოდ 1 ხმა, ნათელი ხდება, რომ მეჭიაური გამარჯვებული არ არის. ასევე არის ციფრები, რაც ადგენს პირველ ტურში გამარჯვებულს. ეს მოითხოვს, რომ 50% +1 ხმა დაგროვდეს, ამ შემთხვევაში კი ვერანაირად ვერ გროვდება 50%+1 ხმა. მან ეს კარგად იცის, ის მათემატიკაში უკეთ ერკვევა, ვიდრე პოლიტიკაში. მიხვდა, რომ დაჭერილი გვყავს ტყუილზე, რომ არჩევნებში გაიმარჯვა, ამიტომ ის წამოვიდა შანტაჟზე. ეს არის მისი ცხოვრების წესი. ის ერთმანეთში ურევს ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს. ჰგონია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთმანეთთან კავშირშია.

თქვენ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეთ „რუსთავი 2“-ის ეთერში, როდესაც ნეპოტიზმზე ისაუბრეთ. რატომ არ გისაუბრიათ ამ თემაზე აქამდე და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ახლა უნდა გესაუბრათ ამაზე?

როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ამაზე ხმა არ ამომიღია. ეს პიროვნება

ტყუილებით და შეურაცხყოფით ცდილობდა თიანეთელების გულის მოგებას. ხმა არ ამომიღია, შევეცადე დავმდგარიყავი მაღლა, ამას ვაკეთებდი ჩემი კოლეგებისა და მეგობრების რჩევის საფუძველზე.

მე სხვა ფორმულირებით დაგისვით კითხვა. როდესაც თქვენ პირადად შეგეხოთ მეჭიაური მხოლოდ მაშინ გადაწყვიტეთ ამაზე საუბარი ღიად? რატომ არ ისაუბრეთ მაშინ, როდესაც მეჭიაური იყო „ქართულ ოცნებაში“ და უხერხულობას უქმნიდა გუნდს. მაშინ როდესაც, განცხადებებს აკეთებდა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, თავს ესხმოდა არასამთავრობო სექტორს... რატომ მაშინ არ უთხარით სიმართლე თქვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას?

თამაზ მეჭიაური ჩვენგან წავიდა 2015 წლის ბოლოს. მან მონაწილეობა მიიღო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ნახეთ როგორ სამარცხვინოდ დამარცხდა. როდესაც ის გახდა პარლამენტის წევრი, ის დეპუტატი გახდა შანტაჟის საფუძველზე. მე ეს ავუხსენი საზოგადოებას და ვაღიარე ჩემი შეცდომა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მოვიწვიე ადამიანი და მეგონა, რომ ახალ შანსს გამოიყენებდა. ეს ჩემი შეცდომაა და მე ამას ვაღიარებ. მაგრამ, მე ასე ვარ გაზრდილი, რომ ადამიანებს გავუწოდო ხელი, იქნება ნათესავი თუ არანათესავი ამას მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოება იმის გამო გამიბრაზდა, რომ ჰგონიათ მხოლოდ ნათესავებს ვუწვდი დახმარების ხელს. მაგრამ ყველას ვუწვდი დახმარების ხელს, ვაძლევდი პატარა თუ დიდ შანსს.

ის წამოდგა თუ არა ფეხზე, დაგვაშანტაჟა. დააყენა კანდიდატურა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად. ჰკითხეთ მოქალაქეებს თიანეთში, თუ არ იციან ამის თაობაზე. ამის საფუძველზე მოხვდა პარლამენტის რიგებში.

ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც თქვენ პირადად შეგეხოთ გარკვეული საფრთხე და როდესაც იგრძენით ეს, მაშინ დაიწყეთ ამაზე საუბარი...

რა საფრთხე ვიგრძენი?

მეჭიაურის განცხადებებს ვგულისხმობ, რომელმაც თქვენს რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა.

ამაში მართალი ხართ. ჩემს რეპუტაციას ჩრდილი კი არა, შეურაცხყოფას აყენებდა. ატყუებდა თიანეთელებს, თითქოს ათეულობით და ასეულობით ჰექტარი მიწა მქონდა ნაყიდი. ამ ტყუილების საფუძველზე მოახერხა გარკვეული უპირატესობის მოპოვება. მაგრამ, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ ის არ არის გამარჯვებული.

სასამართლოში შეიტანთ სარჩელს, ცესკოს მიმართავთ თუ როგორ აპირებთ ბრძოლას?

მე ვთქვი, რომ სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა-მეთქი. მე ჩემი პარტიისა და კანდიდატებისთვის არასოდეს მიღალატია და არც ახლა ვაპირებ მივატოვო ისინი განსაცდელში. მოგეხსენებათ, მე დუშეთზე ვიყავი მიმაგრებული, ამიტომ თიანეთის შტაბი ყურადღების მიღმა დამრჩა. ამით ისარგებლა მეჭიაურმა და ქალბატონი კანდიდატი ლანძღა ყველანაირი ბილწი სიტყვებით. მე ხომ პირდაპირ ეთერში მაგინებს.

ვიმეორებ, მე დავდებ ციფრებს, რომ მას არ გაუმარჯვია არჩევნებში. საზოგადოებრივ კონიუნქტურას, რომ მას უნდა სადღაც იხილოს „ოცნება“ დამარცხებული, არ უნდა შეეწიროს სამართლიანობა. ამიტომ ჩემი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, რომ სწორად იყოს გაგებული ეს და სამართლიანობა არ ჩაიყლაპოს.

გუნდში თუ გქონიათ ამ თემებზე საუბარი? „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ.

შტაბის ყველა ხელმძღვანელი პირი საქმის კურსშია. შესაბამისად, მათ იციან რა ხდება თიანეთში.

ისინი ეთანხმებიან თქვენს აზრს?

რომელ აზრს?

რაზეც საუბრობთ. ამბობთ, რომ გაყალბდა არჩევნები და მეჭიაურმა მოიპარა შედეგები...

იცით, რომ ჩვენ არ დაგვიწყია სამართლებრივი დავა. ის დაიწყო არასამთავრობო სექტორმა. იმასაც ჩვენ გვაბრალებენ, რომ ზაქარიას არასამთავრობო ორგანიზაცია იყოვო.

ამ დროს ოლქის შემაჯამებელი ოქმით გამარჯვებული იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი. მაგრამ სასამართლომ ეს 4 ხმის უპირატესობა არ ჩაგვითვალა. ყველამ დაადასტურა, რომ 5 ბიულეტენი შეცურებული იყო ლელა ქიტესაშვილის ბათილი ბიულეტენების პაკეტში. ეს სასამართლომაც და მოწმეებმაც დაადასტურეს, მაგრამ იმის გამო რომ საჩივარი არ იყო დაწერილი საუბნო საარჩევნო კომისიაში პროცედურა დარღვეული იყო. ამ ობიექტურ რეალობას სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა და დატოვა ძველი შედეგები თამაზ მეჭიაურის უპირატესობა ერთი ხმით.

სასამართლო გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებთ?

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, მაგრამ ვემორჩილებით. გვინდა, რომ ეს კულტურა შემოვიტანოთ, რომ მოგწონს თუ არა გადაწყვეტილება სასამართლოს პატივი უნდა ვცეთ.

დღეს კიდევ ახალი დარღვევა გამოვლინდა, რაც შეჯამებასთან არის დაკავშირებული. ეს თამაზმაც კარგად იცის და ახლა მიდის შანტაჟზე, რომ მეც დავტოვო მაჟორიტარობა. ისიც კი არ იცის, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები კავშირში არ არის ერთმანეთთან და სხვადასხვა ოლქებია.

თქვენმა განცხადებამ, რომ მეჭაიური „ქართულ ოცნებაში“ ნათესაური კავშირების გამო მიიყვანეთ, წარმოშვა აზრი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნეპოტიზმია და შესაძლოა ეს არ იყოს ერთადერთი შემთხვევა. ხომ არ გქონდათ დაპირისპირება „ქართული ოცნების“ გუნდში და ამის გამო ხომ არ გამოიტანეთ სააშკარაოზე ასეთი დეტალები?

არ არსებობს პოლიტიკური პარტია საქართველოში, სადაც ნათესავები არ არიან გაერთიანებულები. ვერ დაასახელებთ ასეთ პარტიას, სადაც უამრავი ნათესავი და მეგობარი არ არის გაერთიანებული. პოლიტიკური პარტია ნიშნავს თანამოაზრეების ერთობას და თანამოაზრეები მათ შორის ნათესავებშიც უნდა გყავდეს. ნუ დაგვძრახავს საზოგადოება იმაში, თუ გაჭირვებულ ადამიანს ხელს მოკიდებ და ჩართავ პოლიტიკურ პროცესში.

თუმცა, ამბობთ რომ ის იყო კორუფციაში გარეული წარსულში და ამის მიუხედავად მაინც გაუწიეთ რეკომენდაცია. როგორც თავად ამბობთ, თუ მართლა იყო კორუფციაში გახვეული, რა გარანტია გქონდათ რომ იგივე არ განმეორდებოდა ამ შემთხვევაშიც?

მე როდესაც ვთქვი, რომ ის მუშაობდა საგადასახადო სისტემაში და ცეკავშირში. ეს სისტემები გასულ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სისტემები იყო. ვერავინ შემომედავება, რომ ეს სისტემები არაკორუმპირებული იყო. თუ ამ სისტემის ნაწილი არ გახდებოდი, იქ ვერ გაჩერდებოდი.

2012 წელს ჩვენ ვთქვით, რომ მოდით ყველას მივცეთ შანსი, დაიწყოს ახალი ცხოვრება და იმის გამო, რომ XX საუკუნეში ასეთი სისტემები არსებობდა, ამის გამო ადამიანი არ დავჩაგროთ.

სხვა ასეთ ადამიანებსაც მიეცით ახალი ცხოვრების დაწყების შანსი?

ჩემს სხვა ნათესავს ვერ დაასახელებთ, რომლისთვისაც რეკომენდაცია მაქვს გაწეული.

ამ შემთხვევაში არ გეკითხებით პერსონალურად ზაქარია ქუცნაშვილის შესახებ. გეკითხებით მთლიანად გუნდზე. სხვა ისეთ ადამიანებსაც მიეცით თუ არა შანსი, რომლებიც ასევე მუშაობდნენ წარსულში კორუმპირებულ სისტემებში?

დარწმუნებული ვარ იქნებიან. მე მეყო ვაჟკაცობა, რომ შეცდომა მეღიარებინა. ხომ დაიჭირეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ადამიანები კორუფციის ბრალდებით! ე.ი. ვიღაცას წასცდა ხელი ხომ? ის ადამიანები ხომ ვიღაცის მიერ რეკომენდირებული ადამიანები არიან?!

ვის გულისხმობთ?

ხომ იყო რამდენიმე შემთხვევა. სამინისტროებშიც იყო, თბილისის მერიაშიც იყო, უამრავი შემთხვევა იყო. ამის გამო სიკეთის კეთებაზე უარი ვთქვათ? მეჭიაური დღეში 10-15-ჯერ მირეკავდა და მთხოვდა წამიყვანეო. ამაში ადამიანურად, ან პოლიტიკურად რა არის ცუდი?

თუ მე მეკითხებით, მიჭირს ამაზე შეფასების გაკეთება...

თქვენ ობიექტური ადამიანი ხართ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი აღიარებს საკუთარ შეცდომას. საზოგადოების ერთ ნაწილს უყვარს პოლიტიკოსზე თავდასხმა, თუ პოლიტიკოსი შეცდომას აღიარებს, მაშინ მით უმეტეს. მაგრამ, თუ ჩვენ ეს კულტურა არ შემოვიტანეთ და თუ არ მივაწოდეთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, თუნდაც პოლიტიკოსის აღიარებით, მაშინ გვეყოლება შეუცდომელი პოლიტიკოსები! ვილაპარაკებთ, რომ არავის არაფერში შეცდომა არ დაუშვია. თუ შეცდომას არავინ უშვებს, მაშინ საიდან მოდის პრობლემები?! მაშინ საიდან გვყავს ამდენი წაგებული პოლიტიკოსი?! მე მეყო გამბედაობა და შეცდომა ვაღიარე. ბევრმა კოლეგამ მითხრა, რომ ლამის პირველი ხარ, ვინც შეცდომა აღიარაო.

ამ აღიარების გამო გუნდში არ გაგკიცხეს? ან საყვედური არ გითხრეს?

არა, მითხრეს, რომ ყოჩაღ რომ შეძელი ის, რასაც ბევრი ერიდებაო. დამისახელეთ პოლიტიკოსი, რომელსაც უღიარებია თავისი შეცდომა.

ამ განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ხომ არ გქონიათ საუბარი? ან თუ იცით მისი პოზიცია?

არა, მასთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. ბუნებრივია არც მისი პოზიცია ვიცი.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

ზაქრო ქუცნაშვილი: დარწმუნებული ვარ, "ოცნებაში" ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებიც იყო (ინტერვიუ)

ზაქრო ქუცნაშვილი: დარწმუნებული ვარ, "ოცნებაში" ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებიც იყო (ინტერვიუ)
20:50 | 30 ოქტომბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი