მსოფლიოში ულამაზესი, 70 მილიონი წლის პრომეთეს მღვიმე (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)

ირმა მესხია

პრომეთეს მღვიმე  მსოფლიოში სილამაზით გამორჩეული ერთ-ერთი ბუნების ძეგლია.  ის ასაკით დაახლოებით 60-70 მილიონი წლისაა. აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიდებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიდებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის "პლისე" ფარდებს.

ის იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს.  

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პრომეთეს მღვიმეში მედია ტური მოეწყო. აღმოჩნდა, რომ პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილის თომა დეკანოიძის თქმით, წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 910 517 ვიზიტორი ჰყავდა. აქედან, საქართველოს 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიიდან ყველაზე მეტი მნახველი წელს პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა. 

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

22 ნოემბერი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს...

მეტი

მსოფლიოში ულამაზესი, 70 მილიონი წლის პრომეთეს მღვიმე (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)

მსოფლიოში ულამაზესი, 70 მილიონი წლის პრომეთეს მღვიმე  (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
16:52 | 28 ოქტომბერი, 2017

ის იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს.  

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პრომეთეს მღვიმეში მედია ტური მოეწყო. აღმოჩნდა, რომ პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილის თომა დეკანოიძის თქმით, წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 910 517 ვიზიტორი ჰყავდა. აქედან, საქართველოს 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიიდან ყველაზე მეტი მნახველი წელს პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა. 

ავტორი: ირმა მესხია