ჯოზეფ სმიტი: არ ვეთანხმები აზრს, რომ საქართველოში ჩამორჩენილი მენტალიტეტი გვაქვს (ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, ამბობს რომ საქართველო თავისი ფუნდამენტით და კულტურით ღია საზოგადოების ნაწილია.

როგორც სმიტმა „აიპრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირის სივრცეში შექმნილი პრობლემების გამო ახლა ევროპას საქართველო ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თუმცა, უჭირს პროგნოზირება გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი უახლოეს ათწლეულში.

სმიტი იმასაც ამბობს, რომ პროპაგანდა ევროპა ქართველობას გვართმევს კრემლიდან მომდინარეობს. მისი თქმით, ევროპას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია და არა მხოლოდ ლგბტ პირების უფელების დაცვა და ლიბერალური იდეების დანერგვა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ამის მიუხედავად, ის საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას ვინმეს რამე ურჩიოს.

ვინ არის სმიტი, რატომ გადაწყვიტა ჯერ საქართველოში ცხოვრება, შემდეგ კი ქართულ პოლიტიკაში ჩართვა, რისი გაკეთება უნდა და როგორია მსოფლმხედველობა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესი“ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს ესაუბრა:

არჩევნებზე ხმების 14%-ზე მეტი მიიღეთ. როგორ მოახერხეთ ეს, მაშინ როდესაც გამოცდილ პოლიტიკოსებსაც კი უჭირთ ხოლმე?

დავდიოდი კარდაკარ. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ფინანსური რესურსი არ მქონდა, აქედან გამომდინარე ერთადერთი რესურსი იყო ჩემი საკუთარი თავი. მაქსიმალურად გამოვიყენე კამპანიის ფარგლებში. იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდში 1 კვირა ცუდად გავხდი. რაღაც ვირუსი შემხვდა და საშინლად გამოვიყურებოდი, მაინც დავდიოდი კარდაკარ ყოველდღე, 6 საათიდან 9 საათამდე.

ეს გამოდგა საკმაოდ ეფექტური. იმ უბნებში, სადაც ინტენსიურად დავდიოდი და შეხვედრებიც გავმართე, შედეგი მივიღე. გარკვეულ უბნებზე 21%-იანი მაჩვენებელიც კი მქონდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუგე. როგორც აღნიშნეთ, ოლქის მასშტაბით 14% მოვაგროვე და მესამე ადგილზე გავედი. მედიაშიც საკმაოდ ვჩანდი, რადგან ჩემმა კანდიდატურამ საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ახალი სახე ვიყავი ქართული პოლიტიკისთვის და ასევე სიახლეა დამოუკიდებელი კანდიდატობაც, რომლებიც საკმაოდ მწირი რესურსით იბრძვიან.

საიდან იღებდით დაფინანსებას?

მე ვიყავი საკუთარი თავის ბიძინა. ზუსტად არ ვიცი ბოლო მონაცემებით რა რაოდენობის დაფინანსება მქონდა, რადგან სამწუხაროდ ჩემს ფონდზე წვდომა არ მაქვს. საბოლოო ანგარიშის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი რომ სექტემბერში მქონდა 1800 ლარი. აქედან 1500 იყო ჩემი საწევროს გადარიცხვა და კიდევ ერთი ბიძინა მყავდა მეგობრის სახით, რომელიც ხელფასიდან 100-200 ლარს მირიცხავდა და ა.შ.

ქართველი მეგობარი?

კი, ქართველი მეგობარი. იცით, რომ კანონმდებლობაში წერია, რომ შემოწირულობა გამჭვირვალე უნდა იყოს. სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების შევსება ჩემთვის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია. არ მყავს ბუღალტერი. ერთი მეგობარი ჩაერთო კამპანიის ბოლოს და დამეხმარა ამ მხრივ.

აღნიშნეთ, რომ საკუთარი თავის ბიძინა ვიყავიო. ასე ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მამოძრავებელი და დამფინანსებელია?

არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ვეჭვობ, რომ მთავრობას პირდაპირ მართავს. რაც შეეხება პუშკინის სკვერის ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემას, ამაზე კითხვები მაქვს. ჩემთვის მთავარია არა ბიძინას, არამედ როგორც კერძო ინტერესები. ჩემი ფიქრი სწორედ აქეთკენ არის, რატომ უნდა გადავცეთ ეს ქონება კერძო ბიზნესს. უნდა გვქონდეს მოქალაქეებს ინფორმაცია დეტალებზე - იქნება თუ არა პარკინგი ფასიანი, თუ ფასიანი იქნება უნდა ვიცოდეთ შევა თუ არა თანხა ქალაქის ბიუჯეტში. ასევე რატომ არ იყო თავიდანვე გათვალისწინებული რომ 7 ვარსკვლავიან სასტუმროს დასჭირდებოდა პარკინგი? ასეთი კითხვები მაქვს, ვიდრე ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მწვავე შეფასებები პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ეს არ არის ჩემი სტილი. არ შევდივარ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვის კამპანიაში.

გარდა კარდაკარისა, რა ტიპის კამპანია გქონდათ? ალბათ მედიაში ვერ გაარეკლამეთ მწირი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე...

მედიაში ფასიანი რეკლამა არ მქონია. უბრალოდ ყველა მედიას ვთანხმდებოდი ინტერვიუზე და როგორც გითხარით, საკმაო იყო დაინტერესება იმის გამო, რომ ქართველი არ ვარ. საზოგადოებისთვის ეს საინტერესო ყოფილა. იმ ადგილებში, სადაც ვერ დავდიოდი კარდაკარის დროს, იქ სადაც კერძო სახლებია და ეზოშიც კი ვერ შევდიოდი, ამ უბნებზეც კი დამიჭირეს მხარი.

ზოგდად როგორი დამოკიდებულება იყო საზოგადოების მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ?

იყო შოკი.

რა მხრივ?

იმ მხრივ, რომ არ ვარ ქართველი და ხალხს ქართულად ვესაუბრებოდი. როდესაც წარვუდგენდი ადამიანებს თავს, ძირითადად ჩუმად იყვნენ და ფლაერს უყურებდნენ. ხშირ შემთხვევაში პირველი კითხვა იყო, საიდან ხარო.

ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ესეც იყო, რომ ასე კარგად საუბრობთ ქართულ ენაზე?

კი, მაგრამ ჩემთვის ელემენტარული ვალდებულებაა. გამოთქმა რომ გაქვთ ქართველებს: „სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროვო“. ამას მეც ვეთანხმები, სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით მაინც.

ტრადიციებზეც იგივე აზრზე ხართ?

გააჩნია რომელ ტრადიციაზე. ძირითადად ყველა ტრადიციას პატივს ვცემ. მე ბოლომდე ვერ გავქართველდი და ვრჩები ბრიტანელად. სუფრის ტრადიცია მიყვარს, მაგრამ გაზვიადებული რომ არის და განსხვავებულებით რომ სვამენ ხოლმე ღვინოს ეგ არ მომწონს. 4-5 სადღეგრძელო ძალიან მომწონს. ფიალით დალევა კი ბატონო, მაგრამ ფეხსაცმელით და ა.შ. ეს ტრადიციები არ მომწონს. საათობრივად, სუფრაზე ყოფნაც არ შემიძლია, დროც არ მაქვს ამდენი. სადღეგრძელოს თქმა კარგი ტრადიციაა, ვფიქრობ რომ ეს ისტორიიდან გამომდინარეობს. ეს საშუალებას გაძლევს, რომ უცხოელი შემოიყვანო ქვეყანაში და შეაყვარო თავი. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ჩამოვედი თუ არა მაშინვე სუფრასთან დამსვეს და ასე შემიყვარდა საქართველო.

ქართულ მენტალიტეტს როგორ უყურებთ? ფუნდამენტური სხვადასხვაობაა ქართულ და ბრიტანულ მენტალიტეტს შორის. ალბათ ახლა უკვე შეეგუეობოდით, მაგრამ რა რეაქცია გქონდათ თავიდან, როდესაც საქართველოში დასახლდით?

მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქართველები ძალიან განსხვავდებიან. როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში კანონი ვერ იკანონებს, აზიური მენტალიტეტი გვაქვს, ჩამორჩენილი მენტალიტეტი გვაქვს და ა.შ. აი მაგალითად, როდესაც საცობებზე და საგზაო უსაფრთხოებაზეა საუბარი. ბრიტანეთში ანგელოზებად კი არ იბადებიან. იქ კანონი არსებობს და მისი აღსრულება ხდება.

ცოტა ხნის წინ როდესაც უელსის ნაკრები ჩამოდიოდა თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან შესახვედრად. საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა საელჩომ, რომ საქართველოში გზებზე, ე.წ. ზებრებზე გადასვლისას ფრთხილად იყვნენ, მძღოლები გზას არ დაუთმობენ და ა.შ.

საელჩოების მხრიდან ასეთი ინფორმაციები ოდნავ გაზვიადებულია.

თუმცა, მართლა არის ასეთი პრობლემები...

ამ დროს სად არის პატრული?! ბრიტანეთში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და ადამიანებს სახლში მისდით ჯარიმა.

ეს საკანონმდებლო დონეზეა გასაკეთებელი?

დიახ. მე მგონი კარგი იქნება. მაგალითად, საღამოს ყაზბეგის გამზირზე დავდივარ ხოლმე და საშინელი სიტუაციაა და „გონკაობენ“. ეს ხდება იმ ქუჩაზე, სადაც სკოლებია, პარკია და ბავშვები არიან. ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ თუ კანონი აღსრულდება მკაცრად ეს პრობლემა მოგვარდება. მახსოვს, ადრე ქართველებზე იძახდნენ, რომ კორუფცია ქართული კულტურის შემადგენელი იყო, მაგრამ ხომ დაამარცხეთ?! მე საქართველოში არ მიმიღია და არც მიმიცია ქრთამი. თუ რამე შესაცვლელია ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება. რატომ იმიზეზებენ ხოლმე ქართველობას არ ვიცი.

გვინდა თუ არა საქართველოში არიან ჰომოფობები და ქსენოფობები. როდესაც პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო ამას მოჰყვა ხმაური როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ წრეებშიც. ასევე ცოტა ხნის წინ პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა აკრძალა. ამაზეც მუდმივად აპელირებენ ცალკეული ჯგუფები. განსაკუთრებულად სოციალურ ქსელებში იგრძნობა ეს და პროტესტმა უკვე იქ გადაინაცვლა. ასეთი ტენდენცია წამოვიდა. რას იტყვით ამაზე, რას ურჩევთ ქართველებს და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი სტერეოტიპები იყოს დამარცხებული?

ამ კითხვაში ბევრი საკითხი გამოიკვეთა. მიწის გაყიდვაზე ეკონომიკური მხარეც არის. ქსენოფობიური საკითხიც არის, სხვადასხვა საკითხებია. ძალიან გამიხარდა, რომ არ ჩატარდა რეფერენდუმი ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ასეთი საკითხები რეფერენდუმის გზით არ უნდა წყდებოდეს. უმცირესობის უფლებებს ჩვენ, უმრავლესობების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.

რჩევას რაც შეეხება, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ რამე ვურჩიო ქართველებს. მგონია, რომ საქართველო თავისი ფუნდამენტით და კულტურით ღია საზოგადოებაა. სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს ორ პროპაგანდას შორის. ხშირ შემთხვევაში კრემლიდან მოდის პროპაგანდა, რომ თურმე ევროპა ქართველობას გვართმევს. ეს ასე არაა. ევროპაში ყოფნა ნიშნავს, ბევრ სიკეთეს და არა მხოლოდ ჰომოსექსუალების უფლებების დაცვას და ლიბერალური იდეების დანერგვას. საქართველო ევროპის ნაწილია, მისი ისტორიით, კულტურითა თუ ინტელექტუალური მემკვიდრეობით.

ახლა ევროპას ისე სჭირდება საქართველო, როგორც არასდროს. ევროკავშირი როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი კრიზისშია. ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი არსებობა. იმ ფონზე როდესაც კატალონიაში მწვავე პრობლემებია, ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი და ა.შ. ევროკავშირის ახალ შემადგენლობას სჭირდება საქართველო თავისი კულტურით, ისტორიით, ტრადიციითა და ყველაფრით.

მოახერხებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოეს ათწლეულში?

ჩემი მხრიდან ამაზე პროგნოზირება არასერიოზული იქნება. მე მუნიციპალურ პოლიტიკაში უფრო ვარ ჩართული, ვიდრე ეროვნულში, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კი.

სხვათა შორის ახლახანს შეიქმნა ჰომოფობიის მორიგი გამოვლინება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ სოლიდარობა გამოხატა ლგბტ ადამიანების მიმართ და ჰოლანდიური კლუბის „ვიტესის“ შემადგენლობაში, როგორც კაპიტანმა კლუბი მოედანზე გაიყვანა ლგბტ სამკლავურით, ისევე როგორც ჰოლანდიის სხვა კლუბების კაპიტნებმაც. ამას მოჰყვა გულშემატკივრის ნაწილში პროტესტი და ზოგიერთმა მისი ნაკრებიდან მოკვეთაც კი მოითხოვა...

სხვა საქმე არ აქვთ?! ამ ადამიანებს ასეთ კითხვას დავუსვამდი. ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. მე რომ მკითხონ სწორი იყო თუ არა სამკლავურით გამოსვლა, ეს ჩემთვის იგივენაირად ჟღერს, რომ მკითხონ შენი მეზობელი სახლში ზის პასტას ჭამს და სწორია თუ არა. რა ჩემი საქმეა?! ვფიქრობ, რომ კაშიას მხრიდან გამბედავი ნაბიჯი იყო. თუ ყველა კაპიტანი სამკლავურით იყო, ეს ერთგულებაზე მეტყველებს. ძალიან გამბედავი ნაბიჯია. მეც ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მე მინდა, რომ კომპლექსები მოვიხსნათ და წინ წავიდეთ.

რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ცხოვრება? ცხოვრობთ განვითარებულ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში და უცებ იღებთ გადაწყვეტილებას წახვიდეთ განვითარებად ქვეყანაში. რითი იყო ეს განპირობებული?

ვიყავი აზერბაიჯანში ერთი წლის განმავლობაში. მშვიდობის მშენებლობის არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი სტაჟიორად. დიდად მოხიბლული ვერ დავრჩი აზერბაიჯანით. იყო

კლასობრივი სხვადასხვაობა, ეკონომიკური არათანაბრობა და მივხვდი, რომ ბაქო არ იყო ჩემი ქალაქი. ვბრუნდებოდი ბრიტანეთში, ბოლო წუთს გადავწყვიტე, რომ საქართველოს გავლით დავბრუნებულიყავი. 3 დღე ვიყავი აქ. ისე მომეწონა, რომ დარჩენა მომინდა.

მოგვიანებით დავბრუნდი საქართველოში და თბილისში დავსახლდი. 2 წლის შემდეგ დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. დავიწყე თბილისის კულტურულ მემკვიდრეობის პრობლემების საკითხებზე მუშაობა. ამ პერიოდში გავიცანი ალექსანდრე ელისაშვილი. მაშინ უკვე იყო საკრებულოს წევრი. ჩავერთე ამ საქმეში როგორც სამოქალაქო აქტივისტი. წელს, როდესაც ალეკო იღებდა მერის არჩევნებში მონაწილეობას, მივხვდი რომ მეც უნდა ჩავრთულიყავი პოლიტიკაში როგორც მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი და კენჭი მეყარა იმ ოლქში, სადაც თავის დროზე ალეკო ელისაშვილმა გაიმარჯვა. მინდოდა, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კარგი ტრადიცია გამეგრძელებინა.

ქართულ პოლიტიკურ კულტურაზე რას იტყვით? ამ არჩევნებზე არ იყო კიდევ იმდენი სიმწვავე, მაგრამ წინა არჩევნებზე იდგა დებატების კულტურის ნაკლებობაც, როდესაც კანდიდატები ერთმანეთს ლანძღავდნენ... ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ჩაერთეთ პოლიტიკაში? სხვათა შორის, საინტერესო და სასიამოვნო გზავნილი იყო თქვენი მხრიდან, როდესაც თქვენი პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება დაიწყეთ...

ჩემი აქტივობის ერთ-ერთი ქვე-სიუჟეტი პლაკატების ომია. ეს დაიწყო საარჩევნო კამპანიის დროს და გრძელდება ახლაც. არჩევნები დამთავრდა, რა დროს პლაკატების ომია. მე რომ დავიწყე პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება და ეს ხალხს მოეწონა, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ითხოვს ჩვენგან ასეთ საქციელს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პირველი? ჩვენ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა უნდა დავნერგოთ. ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი.

ამ არჩევნებზე დავინახე წინგადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან, როდესაც მან მაშინვე მიიღო შედეგები და მიულოცა ოპონენტს გამარჯვება. ეს იყო ელემენტარული საქციელი, რომელიც ხანდახან გამოგვრჩება ხოლმე. მეც მივბაძე ალეკოს და მეც მივულოცე ჩემს ოპონენტს გამარჯვება.

თქვენც ფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდებოდა და ამან არჩევნებზე გავლენა იქონია?

კი. იყო დარღვევებიც და ამაზე აუცილებლად უნდა შევიტანოთ საჩივრები, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს იყო მასიური ხასიათის. ამის გამო არ შეიძლება საუბარი, რომ ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმა გაყიდა. ფულს აქვს გავლენა, მაგრამ ეს არ ყოფილა გადამწყვეტი. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გადავჭრათ სამომავლოდ ეს პრობლემა.

მე არ მომწონს ის, რომ მცირერეიტინგიანი პარტიები გამოდიან და წუწუნებენ. არ მინდა ვიწუწუნოთ, რომ მასიურად ხდებოდა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს წუწუნი ჩემთვის ამომრჩევლის პირდაპირი შეურცხყოფაა.

ისაუბრეთ სტერეოტიპების ნგრევაზე. აღნიშნეთ, რომ მუნიციპალურ პოლიტიკაში ხართ ჩართული. რისი შეცვლა გინდათ ქალაქისთვის?

ეს ქალაქი უნდა გახდეს ადამიანზე მორგებული. არა მხოლოდ ჩემი და თქვენნაირი ადამიანებისთვის, არამედ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის. ყველა ადამიანის საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული ქალაქის დაგეგმარების პროცესში.

მე პროგრამაში დაპირებები არ მქონია. იმიტომ რომ მე არ ვყოფილვარ მერობის კანდიდატი. ერთ-ერთი რაც გასაკეთებელია არის ხმაური ქუჩებში. ერთ-ერთი სასაცილო მომენტი იყო მერობის ტელედებატების დროს სტუდიაში მუსიკის ხმა. ასევე მგონია, რომ სამარშრუტო ტაქსები უნდა ჩანაცვლდეს სხვა ტიპის ტრანსპორტით. თუმცა, მე არ ვარ ექსპერტი და ეს უფრო სერიოზული მსჯელობით უნდა გადაწყდეს. მე არ მქონია ეს პროგრამაში. მე უფრო პრინციპების შეცვლა მინდა. ეს საკითხები ექსპერტების დასკვნების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

როგორია თქვენი მსოფლიომხედველობა, რომელი მიმდინარეობის პოლიტიკოსი ხართ და აქვე გკითხვათ, რომელი ქართული პარტიის იდეებს ემხრობით?

არცერთი პარტიის მიმართ არ მაქვს სიმპატიები და არცერთ პარტიაში არ ვაპირებ გაწევრიანებას. მაგრამ არის ღია სივრცე ქართული პოლიტიკის დიაპაზონზე, ეს არის მემარცხენე იდეოლოგიის პარტია. რეალური მემარცხენე პარტია არ გვყავს, რომელიც იმუშავებს შრომით უფლებებზე, დასაქმების პრობლემაზე, ადამიანების ყოფით პრობლემებზე. ამ არჩევნებზე პარტიამ, რომელმაც ამომრჩევლის ყველაზე მეტი ნდობა მოიპოვა იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ამომრჩევლის უმეტესობას სჯერა, რომ ეს პარტია გადაწყვეტს მათ პრობლემებს. სხვა პარტიები, იგივე „თავისუფალი საქართველო“ ან „რესპუბლიკელები“ აქცენტირებას აკეთებენ სხვაგან. ჩვენ ვერ მოვიპოვებთ ადამიანების ნდობას მთავარი პრობლემების გვერდის ავლით.

თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური რომ ჩატარებულიყო, ვის დაუჭერდით მხარს? სიმპატიებით საუბრობთ ალეკო ელისაშვილის მიმართ, მისკენ გადაიხრებოდა თქვენი სიმპატიები?

რა თქმა უნდა. ელისაშვილი იყო ჩემი ფავორიტი ამ არჩევნებზე. სამწუხაროა, რომ არ აირჩიეს, მაგრამ თავისი ამომრჩევლის გულის მერად დარჩება.

თქვენი პოლიტიკური გეგმები რა არის?

მე ვიქნები აქტიური. მე მქონდა გეგმა ბე არჩევნების დროს. თუ ვერ მოვხვდებოდი საკრებულოში, ვფიქრობდი რომ არასამთავრობო ორგანიზაციას გავაკეთებდი, რომელიც იმუშავებდა ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების თემაზე. თუმცა, საარჩევნო კამპანიის დროს შევაგროვე ის თუ რა პრობლემები არსებობს საბურთალოს რაიონში, თუნდაც ეზოს პრობლემები, უამრავი საკონტაქტო ინფორმაცია მოვაგროვე. ამიტომ, ამას წყალში არ ჩავყრი და ვიმუშავებ საბურთალოს პრობლემების მოგვარებაზე. ახლა ვფიქრობ, როგორ შეიძლება გავაგრძელო მუშაობა. პოლიტიკაში ყველა შემთხვევაში დავრჩები. ოღონდ, პარტიაში ნუ დამელოდებით. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მემარცხენე იდეოლოგიის პარტიის გაკეთება.

თქვენ ხომ არ ფიქრობთ ასეთი პარტიის შექმნაზე?

არა, მე ვერ გამომივა. არ მაქვს საკმარისი რესურსი, არც ფინანასური, არც ადამიანური. ასევე როცა ქმნი მას, მან უნდა გაამართლოს მოლოდინები რატომ ქმნი. სტრუქტურულად უნდა იყოს გამართული და ა.შ. მე არ ვთვლი, რომ პარტია იმისთვის უნდა გააკეთო, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იმის მიუხედავად რომ გამარჯვების შანსი არ გაქვს და მიიღო სახელმწიფო დაფინანსება. მე ამას არ ვაპირებ.

ბოლოს ჩვენს მკითხველს მიაწოდეთ ბიოგრაფიული ცნობები თქვენს შესახებ...

მე ვარ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, 32 წლის, უცოლო. ბრიტანელი სოფლელი. არის ასეთი სოფელი პრესტონი, ლანკაშირის რაიონში. 1985 წლის თებერვალში დავიბადე, ზოდიაქოთი ვარ მერწყული. დავამთავრე კემბრიჯის უნივერსიტეტის ახლა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, არაბული ენისა და ისლამური საკითხები. ვმუშაობდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. არაბული ენის სპეციალისტი ვიყავი, მერე გადავედი ლონდონის უნივერსიტეტის აფრიკულ და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. 1 წლის განმავლობაში ვიყავი ახლო აღმოსავლეთისა და ცენტარლური აზიის კოლექციის ხელმძღვანელი. ამბობენ ხოლმე, ბრიტანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და მერე ჩამოეთრია საქართველოშიო. ალბათ ჩამოვეთრიე, ბრიტანელი სოფლელი ვარ, ჯერ ლონდონში ჩავეთრიე და მერე თქვენს დედაქალაქში.

საქართველოში რამდენიმე ხნის განმავლობაში მქონდა ჩემი საკუთარი ბიზნესი. ინგლისური ენის სასწავლებელი.

მერე დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. ვმუშაობდი Georgia today-ში, შემდეგ ვბეჭდავდი სტატიებს guardian-სა deutche welle-ში, ისტორიულ ინტერიერებზე ვსაუბრობდი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიო „ჯიპაში“ დავიწყე მუშაობა. მიმყავდა გადაცემა. ალბათ დავბრუნდები. მაგრამ, ალბათ უკვე ქართულენოვან გადაცემას წავიყვან.

ლექციების წაკითხვასაც ხომ არ გეგმავთ?

იცით რა, მასწავლებელი არ ვარ მოწოდებით. როდესაც ჩამოვედი საქართველოში წარუმატებელი მასწავლებელი ვიყავი როცა ინგლისურს ვასწავლიდი. ერთჯერადად შეიძლება, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა. ეს არის წარუმატებელი პოლიტიკოსის გზა.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ჯოზეფ სმიტი: არ ვეთანხმები აზრს, რომ საქართველოში ჩამორჩენილი მენტალიტეტი გვაქვს (ინტერვიუ)

ჯოზეფ სმიტი: არ ვეთანხმები აზრს, რომ საქართველოში ჩამორჩენილი მენტალიტეტი გვაქვს (ინტერვიუ)
23:55 | 26 ოქტომბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი