დღეს თბილისში ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

დღეს თბილისში ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ლევან იზორია ფლორანს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორმხრივი შეხვედრა სამთავრობო დარბაზში გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 

საუბარი შეეხო რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროების გადამზადებაც მოხდება, რომლებიც ფრანგული პროექტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველჰყოფენ.

აუდიენციაზე საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის თავდაცვის მინისტრებთან ლევან იზორიას რიგით მეხუთე შეხვედრა. ამ პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები კანადის, ლიტვის, გერმანიის, დიდი ბრიტანეტის დღეს კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე დაესწრნენ.

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

10 საათის წინ

"პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში. მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. აი, ამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517