ექიმები: ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ექიმები: ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რადიო „ეხო მასკვის“ ჟურნალისტის ტატიანა ფელგენგაუერის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამის შესახებ RBC მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჟურნალისტი "ინტენსიური თერაპიის პალატაშია" გადაყვანილი.

„ტატიანა ფელგენგაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესდა“,-განუცხადა RBC-ს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, სერგეი პეტრიკოვმა.

"ახალი პრობლემები არ ყოფილა, ის საუბრობს. დაავადების მკურნალობა და კურსი ისე მიდის, როგორც უნდა მიმდინარეობდეს", - დასძინა მან. 24 ოქტომბერს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა "საშუალო სიმძიმის“ იყო.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი "ეხო მასკვის" ჟურნალისტს ტატიანა ფელგენგაუერს რედაქციაში თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაცვის თანამშრომლებმა თავდამსხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა პირად კონფლიქტს უკავშირდება. გენერალურმა პროკურატურამ მომხდარ ინციდენტს "დამამცირებელი" უწოდა.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის გამართვისთვის მზად ვართ

იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის გამართვისთვის მზად ვართ

9 წუთის წინ

"ჩვენ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის გამართვისა და რუსეთთან დიალოგისთვის, რადგან დღეს დაძაბულობა ძალიან მაღალია. მაშინაც კი, როცა ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რომელიც...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085