"მოქალაქეებს აქვთ ჯიპებში სხდომის უფლება და მამაოებს არა?!" - ზაქარია ქუცნაშვილი (ინტერვიუ)

თაკო პაატაშვილი

"მე ყველას დეპუტატი ვარ“, ნიშნავს, რომ შენ არავის დეპუტატი არ ხარ", - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.

პარლამენტარი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ  რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებსაც პოლიტიკური ძალაუფლება უნდათ, აშინებთ ავტორიტეტული ინსტიტუტები, შესაბამისად ისინი ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან. მისი თქმით, მათ შორის არიან "რესპუბლიკელები", რომლებიც წლების განმავლობაში "პოლიტიკურ მაზოხიზმს ეწევიან". 

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, მთაში ინფრასტრუქტურული ჩამორჩენილობის დასაძლევად სულ მცირე 7-8 წელია საჭირო. 

- ინტერვიუს დაწყების წინ მინდა თქვენი სიტყვები გავიხსენო: „მთის აღორძინება დაიწყო, დღეგრძელი იყოს ქართველი ხალხი“. ფიქრობთ, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღებით მთაში ცხოვრება გაუმჯობესდა და ხალხს დაბრუნების სურვილი გაუჩნდა?

- ჩვენი საკანონმდებლო სისტემა არ იძლევა შედეგების გაზომვის კონკრეტულ და შესაბამისად გაზომვად მექანიზმებს, ამიტომ, მე შემოგთავაზებდით იმ საზომებს, რაც ობიექტური მსჯელობის საფუძველს მოგვცემდა. კერძოდ, „მთის კანონის“ მიღების შემდეგ გავიდა 2 წელი და თიანეთის მუნიციპალიტეტში 316 , ხოლო დუშეთის რაონში 550 მოქალაქე დაბრუნდა.

2015 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. აქამდე თუ ყველა ქალაქში გამორბოდა, პირველი შემთხვეაა, როცა ქალაქიდან 800-ზე მეტი მოქალაქე დაგვიბრუნდა კონკრეტულად მხოლოდ ამ ორ მუნიციპალიტეტში. ეს ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი საზომია, რითაც მე კანონის ეფექტურობას შევაფასებდი.

მეორე საზომი, ის მშენებლობებია, რაც ახალი საცხოვრებელი სახლების სახით არსებობს... მარტო თიანეთის მუნიპალიტეტის დაბა სიონში 35 ახალი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ყაზბეგში კიდევ უფრო მეტი სახლი შენდება. 

მესამე საზომი, ეს ის დასახლებული პუნქტებია, ვინც დაჟინებით მოითხოვს, მთის სტატუსის მინიჭებას. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებს სურთ ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რაც ამ კანონმა მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს.

კანონის ეფექტურობის შესაფასებლად ამ სამ საზომს შემოგთავაზებდით. მთაში საცხოვრებლად დაბრუნებულ მოქალაქეთა , ახალი სახლების მშენებლობის და მთის სტატუსის მაძიებელ დასახლებათა რაოდენობას.

შეიძლება ითქვას, რომ მთაში დაბრუნების პროცესი სუსტად, მაგრამ დაიწყო. საჭიროა დამატებითი ხელშემწყობა, რომ ამ პროცესს უფრო მეტი დინამიკა მიეცეს.

- მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობა გარკვეული შეღავათებით სარგებლობს, თუმცა რჩება ძალიან ბევრი პრობლემა. მაგალითად, ხადის ხეობა. იქ წლებია სკოლა არ ყოფილა, არც გზაა, ბოლო სოფელში, წკერეში სადაც მხოლოდ 2 მოხუცი ცხოვრობს, ელექტროგადამცემი ავარიული ბოძების საკითხიც მოუგვარებელია. თქვენ მათი მაჟორიტარი დეპუტატი ხართ და ადგილობრივები თქვენით უკმაყოფილოები არიან. ამბობენ, რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ გახსენდებათ...

- ხადაში ბოლოჯერზე წინა თვეში ვიყავი. ძალიან ხშირი სატელეფონო კავშირი მაქვს როგორც მათ ადგილობრივ დეპუტატთან ისე მაცხოვრებლებთან. ხადელებს გავუკეთებთ იმას, რაც არავის გაუკეთებია მმათვის. ეს იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გაყვანა. გეოლოგები გვირაბის მიმართულებას უკვე იკვლევენ, რაც ერთმანეთთან დააკავშირებს ხადას ხეობას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობს. 

ფაქტობრვად, ეს გვირაბი ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის, ერთი მხრივ, ზამთარში უხვი ნალექების გამო ჯვრის უღელტეხილის ჩაკეტვის, ხოლო, მეორე მხრივ, გზის უქონლობის გამო, ხადას ხეობის იზოლირების პრობლემას. მე ხადელების დეპუტატი მხოლოდ 12 თვეა რაც ვარ, ხოლო უგზოობის პრობლემა მათ 21 საუკუნეა რაც აწუხებთ.

მათ პრობლემებს კარგად ვიცნობ. ხადელებს ახლა უფასო აქვთ წყალი, გაზი, ახალი წლიდან გავუნახევრეთ დენის ტარიფი. ასე, რომ თუ ხადელებს, კომფორტულ და უსაფრთხო გზას მივუყვანთ, ხადაში სიცოცხლე დაბრუნდება.

ულამაზესი ხეობაა, უდიდესი კულტურული მეკვიდრეობის მატარებელია. 60-ზე მეტი კოშკი დგას რაც ხაზს უსვამს ამ ხეობის ისტორიულ მნიშვნელობას. ასე, რომ ჩვენ ხადასთვის გვაქვს არა თუ დაგეგმილი, არამედ რეალიზაციის პროცესში მყოფი ბევრი პროექტი და ეს ხადელებმა კარგად იციან. 

გეოლოგები ყოველდღიურად მუშაობენ და იკვლევენ ამ გვირაბის გაყვანის მარშუტს. მოგეხსენებათ საკვლევ-საძიებო სამუშაოები წინ უძღვის საპროექტო სამუშაოებს, საპროექტო კი სამშენებლოს. ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 2020 წლისთვის დავძლევთ ხადას 21 საუკუნოვან პრობლემას. 

- თქვენ მითხარით ერთხელ, ხადას ხეობას ძალიან დიდი სიურპრიზი ელისო, თუმცა არ დააკონკრეტეთ, ანუ ამ გზის გაყვანას გულისხმობდით?

- შარშან როდესაც მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს, ვფიქრობდი, როგორ მიმეპყრო ხადას პრობლემებისადმი საზოგადოების და მისი მსახური სახელმწიფოს ყურადღება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ხადას ხეობის გარდა ცუდი გზის პრობლემა აწუხებს ხორხის, ხანდოს ხეობებს, გუდამაყარს, ხევსურეთს. უკანა ფშავთან დამაკავშირებელი გზა კრიტიკას ვერ უძლებს. ტელეფონი არ იჭერს ძალიან ბევრ სოფელში. სხვა პრობლემებს აღარ ჩამოვთლი. მთის პრობლემატიკა ფართეა და ის ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ. 

ორ წელში ხადას საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ექნება, რაც მას 21 საუკუნოვანი იზოლაციიდან გამოიყვანს. დიახ ეს ის სიურპრიზია რაც მთის მოყვარულ ადამიენებს გაახარებს.

- წელს, ზაფხულში ხადის ხეობის მოსახლეობას რომ ვესაუბრე, ისინი ამბობდნენ, სკოლაში სწავლა რომ დაიწყება, სოფლიდან წასვლა მოუწევთ, იქ დიდი ხანია სკოლა არ ყოფილა.... 

- დიახ მართალი ხართ. სკოლის აშენებას სჭირდება მოსწავლეთა კონტიგენტი, სკოლის აშენებამდე უფრო მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის არსებობა. ბავშვების ყოლის შემთხვევაში მთის სოფელს პირველ რიგში საბავშვო ბაღი უნდა ავუშენოთ. საბავშვო ბაღის შემდეგ საჯარო სკოლა. თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არ გვეყოლა, სკოლაში ვინ მივა? ბაბოები და პაპები ხომ არ ივლიან, როგორც დიდი გოდერძი ჩოხელის ფილმში დადიოდნენ წერა კითხვის სასწავლებლად?

მთაში გვაქვს უფასო სასკოლო ავტობუსის პროგრამა. ყველა სოფელს, სადაც არ არის საჯარო სკოლა, ჩვენ უფასო სასკოლო ავტობუსით ვემსახურებით. ეს პროგრამა არ ვრცელდება ბაღების აღსაზრდელებზე. მცირეწლოვან ბავშვებს კი ვერ ატარებ 2 და 3 კმ. - ის მანძილზე ფეხით. საბავშვო ბაღი უნდა იყოს მთის ყველა იმ სოფელში, სადაც 5-7 ბავშვი მაინც გვყავს. ამიტომ, ვფიქრობ აქცენტი უფრო მათ მშენებლობაზდე უნდა გავაკეთოთ. ეს აუცილებელია ახალგაზრდული ოჯახების შექმნისა თუ დაბრუნებისათვის მთაში.

- მაღალმთიან სოფლებში გარდა იმისა, რომ გზის პრობლემაა, თითქმის გამოუყენებელია საძოვრები. გლეხს საარსებო მინიმუმი არ აქვს. საძოვრებია, მაგრამ მეცხვარეობას ვერ მისდევენ, რადგან საწყისი ფული არ აქვთ... 

- მაღალმთიანი სოფლისთვის გზის გარდა აუცილებელია: წყალმომარაგების და ელექტრომომარაგების სისტემების, ხიდებისა და ბოგირების , სატელევიზიო და სატელეფონო სიგნალების ქონა. ასევე სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

რაც შეეხება საძოვრებს, ის მათი გამოყენების მიხედვით ზამთრის და ზაფხულის საძოვრებად იყოფა. მთა მკაცრი და ხანგრძლივი ზამთრის გამო არ გამოდგება ზამთრის საძოვრებისთვის. მწყემსები და მეცხვარეები ცდილობენ საქონელი ან ცხვარი გამოაზამთრონ კახეთში ან ქვემო ქართლში. თემა არ გახლავთ მარტივი. აქ ერთიანი კონცეფციაა გასააზრებელი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს საძოვრების მართვის სისტემაზე. ჩვენ უნდა ავაწყოთ ზაფხულის და ზამთრის საძოვრების მართვა, განვსაზღვროთ ახალი გადასარეკი ტრასები, მოვაწყოთ საკარანტინო სისტემები. ზაფხულში ვიცით მწყემსმა თუ სად უნდა წაიყვანოს თავისი საქონელი, ხოლო მეცხვარემ ცხვარი, მაგრამ ზამთარში? მთაში ზამთარი ხომ 7 თვის განმავლობაში გრძელდება. 

რაც შეეხება მეცხვარეობის დასაწყებად საჭირო საწყის ფულს ამ მხრივ ჩვენ ბევრ საგრანტო პროგრამას ვახორციელებთ და ათეულობით მაგალითის მოყვანა შემიძლია თუ როგორ შეიძინეს სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი ფულით მოქალაქეებმა საქონელი თუ ცხვარი. ასევე მინდა გითხრათ რომ დაქირავებული მეცხვარის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, მაგალითად ყაზბეგში, 1000-1500 ლარიდან იწყება. ბევრი დღემდე ნატურით ამჯობინებს ფარის მესაკუთრის მომსახურებას. კარგი მეცხვარე მთაში დეფიციტურ პროფესიას წარმოადგენს. 

- ყველაფერი ეტაპობრივად რომ გაკეთდეს, როგორ წარმოგიდგენიათ, როდის შეიძლება მთის აღორძინების დრო დადგეს? 

- მე ვვარაუდობ, სულ მცირე 7-8 წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ მთაში ინფრასტრუქტურული ჩამორჩენილობა დავძლიოთ. ვგულისხმობ თხუთმეტივე მუნიციპალიტეტს, რომლის ცალკეული დასახლებები თუ გეგოგრაფიულ-ისტორიული მხარეები შედის საქართველოს მაღალმთიანეთში.

აღსანიშნავია ის უპირატესობები, რაც მთის მოსახლეობას გააჩნიათ. მთის ბევრ სოფელს წყალი, გაზი და დენი ფაქტობრივად უფასო აქვთ. მოგეხსენებათ 15 ოქტომბრიდან უფასო გაზის პროგრამა იწყებს ფუნქციონირებას დუშეთის და ყაზბეგის სოფლებისათვის. ყოველთვიურად 400 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი არის უფასო მოხევე და დუშელი მოქალაქეებისათვის. ამასთან, მოქალაქეებს უფლება მივეცით, რომ რომელიმე თვეში განხორციელებული ეკონომია, გამოიყენონ ზამთრის შემდეგი თვის „ჭარბი“ მოხმარებისათვის. შეიძლება, რომელიმე ოჯახი ზამთარში წამოსული იყოს რაღაც დროით ბარში, ოჯახის წევრებთან თუ სხვა ნათესავებთან შესახვედრად და დაბრუნდეს მაგალითად თებერვალში, ამიტომ, მას აქვს უფლება იანვარში დაზოგილი გაზის საფასური გამოიყენოს თებერვალში, მარტში ან ნებისმიერ მომდევნო თვეში. ეს მოქნილი და მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული მექანიზმია. 

განახევრებული დენის ტარიფი უკვე პირველი იანვრიდან მოქმედებს საქართველოს მაღალმთიანი დასახლებებიდან ყველაში. ეს არის 1900 მეტი სოფელი, დაბა და ქალაქი. როდესაც მეკითხებიან სად არის თქვენი დანაპირები - განახევრებული დენის ტარიფი , მე ვპასუხობ ჩვენთან, საქართველოს მთიანეთში. 

სასმელი წყალი ბევრ სოფელში თვითდინებით მოდის და აქედან გამომდინარე ისიც უფასოა ჩვენი მოქალაქეებისათვის.

ინფრასტრუქტურული ჩამორჩენილობის დაძლევის შემთხვევაში, რაშიც ვგულისხმობ, უგზოობის, უხიდობის, სატელეფონო და სატელევიზიო სიგნალის, ელექტრომომარაგების უქონლობის აღმოფხვრას... მთის სოფელი უკვე ურბანული სერვისების მიმღები დასახლება გახდება, სადაც ყველაფერი იარსებებს ადამიანის ადამიანური ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების სახით. 

ვერ წარმოიდგენთ რამდენად დიდია მოთხოვნა ინტერნეტ სიგნალზე. ვიღაცას რომ გონია, მთაში ინტერნეტს არ მოითხოვენ, ეს ასე არ არის. ძალიან ბევრ სოფელში პირადად ჩემთვის უთხოვიათ, დავხმარებოდი ინტერნეტ სიგნალის მიღებაში. ბევრი მთაში მოყვანილ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ინტერნეტის გამოყენებით ყიდის. ძალიან ბევრი საოჯახო სასტუმროს ინტერნეტის გამოყენებით აქირავებს. ამ გზითვე შოულობენ ტრანსპორტით გადაყვანის თუ ცხენებით მოგზაურობის მსურველებს.

შატილში ორი ოჯახი ვიცი , ძალიან მაგარი ბიჭები არიან, რომლებსაც 30 ცხენი ჰყავთ და პოლონეთიდან შეკვეთებს ინტერნეტით იღებენ. ცხენებით ამოგზაურებენ ბორბალოს მთაზე, არხოტიონისა და შატილის ულამაზეს ხეობებში. ინტერნეტი, როგორც ინფორმაციის გაცვლის, სოფლის პროდუქციის გაყიდვის, შეკვეთის მიღების, ნომრების დარეზერვების, სამოგზაურო მარშუტების შერჩევის, დამეგობრების საშუალება, კარგად გამოიყენება და ამიტომაც აუცილებელია მთისათვის. 

- რამდენად ქმედითია მაჟორიტარი დეპუტატი? თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეძელით მაჟორიტარი რომ ხართ? რომ არ ყოფილიყავით მაჟორიტარი იგივეს გაკეთებას ვერ შეძლებდით? რაში დაგეხმარათ მაჟორიტარობა? 

- ზოგიერთს საქართველოს პარლამენტი მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლება ჰგონია. საქართველოს პარლამენტი უპირველესყოვლისა გახლავთ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად ბევრ სხვა უფლებამოსილებასაც ახორციელებს.

უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ნიშნავს იმას, რომ მისი წევრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს უნდა წარმოადგენდნენ და იცავდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში. ამავდროულად პარლამენტის წევრი ვალდებულია, რომ კანონმდებლობაზეც იმუშაოს, ქვეყნის ბიუჯეტის განხილვაშიც მიიღოს მონაწილეობა, მთავრობის საქმიანობაც აკონტროლოს, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაშიც იაქტიუროს. ეს არის ნამდვილი დეპუტატის კონსტიტუციური მოვალეობა. 

მე ვიყავი და ვრჩები მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერად. ხალხმა უნდა იცოდეს ვის მოსთხოვოს პასუხი, ვინ არის მისი წარმომადგენელი უმაღლესი ხელისუფლებების ორგანოებში და აქედან გამომდინარე ვინ არის მის წინაშე ანგარიშვალდებული. პარტიული სიით არჩეული დეპუტატები ანგარიშვალდებული არიან ზოგადად საქართველოს ამომრჩევლის წინაშე. მაგრამ, კონკრეტულად რომელ რეგიონს წარმოადგენენ, რომელ პროფესიულ ჯგუფს, პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემენ.

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ხადას ხეობაზე. შეგვიძლია ვისაუბროთ ხორხის, ხანდოს, არხოტიონის ხეობებზე,ფასანაურზე, ჟინვალზე, მჭადიჯვარზე, თიანეთზე, ერწოზე, სნოსზე, სტეფანწმინდასა და გერგეთზე. თქვენ იცით ამაზე ვის მოსთხოვოთ პასუხი, პარტიულ დეპუტატს რაზე მოსთხოვთ პასუხს? სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში მცხოვრები ამომრჩეველი როგორ განსაზღვრავს მის წინაშე პასუხისმებელ პირს? მაგ ლოგიკით, „მე ყველას დეპუტატი ვარ“, ნიშნავს, რომ შენ არავის დეპუტატი არ ხარ“. 

- ანუ თქვენ ბოლომდე მომხრე იქნები, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდეს? 

- ამის სხვა მიზეზებიც არსებობს. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რეგიონალური პარტიების შექმნას. ამიტომ, მე როგორც პატრიოტი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველებმა როგორც დავძლიეთ წინა ოთხი ოკუპაცია, ასევე დავძლევთ ამ მე-5 ოკუპაციასაც. ოკუპაციის შედეგების დაძლევის შემთხვევაში, ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები ცხინვალსა და სოხუმში რეგიონალურ პარტიას ვერ შექმნიან. გამოდის, მათ რჩებათ ერთადერთი არჩევანი, რომ რომელიმე თბილისური პარტიის ფილიალად ჩამოყალიბდნენ, რასაც დიდი ალბათობით ადგილობრივი საზოგადოება არ მიიღებს. 

ხშირად დამისვამს ეს შეკითხვა: როგორ მიიღებენ აფხაზები და ოსები ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანოს -საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც რეგიონალური პარტიის შექმნის უფლება არ აქვთ და ამავდროულად მაჟორიტარულ სისტემასაც გავაუქმებთ?. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ძმობა გვჭირდება და არა ეჭვიანი დამოკიდებულებით, ან მოღალატეობრივი ბრალდებებით ერთმანეთთან კავშირის უქონლობა. ერთადერთი საარჩევნო სისტემა, რაც ტოვებს პოლიტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას, ეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა. გამოვა რომ საარჩევნო სისტემა ხელს შეუშლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხების ერთიანი საქართველოს სახელისუფლებო სისტემაში ინტეგრაციას. 

როდესაც ეს არგუმენტი მომყავს შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმების მომხრეებთან, იცით რას მეუბნებიან? როცა აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას ისევ შემოვიღოთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაო. თამაშია ეს თუ რა არის? 

- ოპოზიციის მხრიდან იყო ეს შეთავაზება? 

- დიახ, კონსტიტუციაში ხომ ისედაც გვიწერია, რომ მერე აღვადგენთ ამასო. რა გამოდის, ველოდოთ იმ მომენტს, როცა დამთავრდება ოკუპაცია და ეს ყველაფერი მერე აღვადგინოთ? რა გზავნილი იქნება ეს აფხაზებისა და ოსებისთვის? ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციას, ჩვენი ხალხების და პოლიტიკური წრეების ინტეგრაციას ყველაფერი უნდა უწყობდეს ხელს, როგორც საგანმანათლებლო, სამედიცინო, სატრანსპორტო, სავაჭრო, ასევე საარჩევნო სისტემები. და არა ისე, რომ ერთი კეტავდეს მეორეს და ამით აფეხრებდეს ამ დიდ მამულიშვილურ საქმეს. 

ასევე წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესის კეთების უფლება საქართველოში მივცეთ მხოლოდ ბიზნეს კომპანიებს, ხოლო მოქალაქეებს ანუ ინდმეწარმეებს: მაღაზიის მესაკუთრეებს, ხელოსნებს თუ ტაქსის მძღოლებს ეს უფლება ჩამოვართვათ. 

პარტიები გვთავაზობენ, ჩამოართვით მოქალაქეებს არჩევნებში მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობს უფლება და ეს უფლება მხოლოდ პარტიებს გადავცეთო. რატომ უნდა შევუწყოთ ხელი პარტიების ხელში პოლიტიკური სისტემის მონოპოლიზირებას? პოლიტიკური სისტემა ორივესთვის უნდა არსებობდეს, მოქალაქესთვისაც და პარტიისთვისაც. ორივეს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 

ოპოზიციას პოლიტიკური სისტემის თავიანთ ხელში მონოპოლიზირება სურთ. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე „ქართული ოცნების“ საქმიანობით კმაყოფილი ვერ იქნება. ჩვენ გვყავს განაწყენებული ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი და უნდათ, რომ მათ არჩევანი აღარ დაუტოვონ. იძულებულები გახადონ, რომ მათ პარაზიტ პარტიებს დაუჭირონ მხარი და არა ავტორიტეტულ ინდივიდებს. 

- განაწყენებული ამომრჩევლები ახსენეთ, რატომ არიან ისინი განაწყენებულნი? 

- ჩემი ხელისუფლება იქნება თუ სხვისი, შეუძლებელია მას ჰყავდეს 100%-იანი მხარდამჭერი საზოგადოება. ეს იდეალიზმია, გადაზრდილი სისულელეში. ასეთი მოლოდინი არც უნდა გქონდეს. არჩევნებში გამარჯვების დროსაც ვერ იღებს გამარჯვებული ძალა საზოგადოების 100% მხარდაჭერას და მერე როგორ ექნება. ყოველთვის მოიძებნება რაღაც ჯგუფი შენზე განაწყენებული. მე ვამბობ, რომ ყველას ჰქონდეს ეს თავისუფლება: გინდა პარტიით, გინდა პირადად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. 

- აქტუალური იყო მიწის გასხვისების საკითხი, საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა, რომ უცხოლებისთვის მიწის გასხვისება აკრძალულიყო, კონსესუსი შედგა და გარკვეული რეგულაციები დაწესდა. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ, უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის გასხვისება? 

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში ქონისას მისი მხოლოდ ამ დანიშნულებით გამოყენება შეიძლება. იქ ქარხანას, სასტუმროს, საცურაო აუზს ვერ ააშენებ. ქართველის ხელში იქნება, თუ უცხოელის, ამ მიწის სხვა მიზნით გამოყენება არ შეიძლება. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ან მეცხოველეობა უნდა გააჩაღო, ან მებოსტნეობას მოკიდო ხელი ან კიდევ ამათუიმ სახეობის ხილის ინტესიური ბაღი გააშენო. მიწის საიჯარო ღირებულება ათჯერ და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტჯერაც ნაკლებია, ვიდრე მიწის საკუთრებაში შეძენის ღირებულება. უმრავლეს შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში შეძენისას იმის გამო იბრძვიან, რომ შემდგომ მას კატეგორია შეუცვალონ არასასოფლო დანიშნულების გახადონ და სულ სხვა მიზნით გამოიყენონ. თორემ როგორ შეიძლება ინვესტორი მიწის დაუფლებისას მასში უფრო ძვირი თანხის გადახდაში დაინტერესებული გვეგონოს?

ვინ არის სულელი, რომ მიწის ყიდვაში პირობითად 100 000 (ასი ათასი) გადაიხადოს, როცა იჯარა წელიწადში შეიძლება 1000 ლარი დაუჯდეს მხოლოდ. 

- გასაგებია, მიწა ჩვენია და სხვას არ უნდა მივყიდოთ, თუმცა სოფლებში ბევრი მიწაა და ქართველი გლეხი მას არ ამუშავებს. ხელისუფლებამ მეტი პროექტი ხომ არ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას, რომ მიწა დაამუშაონ, თუ ხალხია ზარმაცი?

- რაჭაში კვადრატულ მეტრ მიწას ვეღარ ნახავთ აუთვისებელს და დაუმუშავებელს, ვერც კახეთში. ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში თავ-პირის მტვრევაა ახალი მიწის დამუშავების უფლებაზე. ძალიან გახშირდა მიწის მესაკუთრეებს შორის სამეზობლო კონფლიქტები. ქართველები მიხვდნენ მიწის ფასს და მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, 4-5 წლის შემდეგ იგივე მდგომარეობა იქნება დანარჩენ რეგიონებშიც. 

ნუ გვეშინია იმის, რომ დღეის მდგომარეობით ბევრი აუთვისებელი ადგილია. გავა კიდევ 4-5 წელი და ყველა მიხვდება მისი სწორედ გამოყენების მნიშვნელობას. რაც შეეხება მხადამჭერ პროექტებს ოთხი წლის წინ დაიწყო და დღემდე ხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ , „დანერგე მომავალი“, ქართული მეფუტკრეობის ხელშემწყობი, მცირე გრანტების და სხვა სახის სახელმწიფო და კერძო პროექტები.

- ე.წ ციანიდის საქმესაც რომ შევეხოთ. საქმიდან ჩანს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ბევრი საქმე ყოფილა, თუმცა არც ერთს ამხელა რეზონანსი არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ეს წინასწარ დაგეგმილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა? ვინმეს აწყობდა ეს?

- ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი იბრძვის ავტორიტეტული ინსტიტუტების განადგურებისათვის. ამ შემთხვევაში, მათი აზრით, უფრო ადვილი იქნება პოლიტიკური მიზნების მიღწევა. 

მე მგონია, რომ ერთიანი სცენარის ნაწილია ეკლესიაზე შეტევა, რადგან პოლიტკურ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ ძალაუფლების მოპოვება, აშინებთ გავლენის მატარებელი ადამიანები და ავტორიტეტული ინსტიტუტები. ამავე მიზნით ახდენენ არჩევნების მაჟორიტარული სისტემის დისკრედიტაციას.

მათ იციან, რომ რეგიონებში მაჟორიტარების ერთ ნაწილს აქვთ გავლენა, იმის გამო რომ მათ ხალხი პატივს სცემს და ენდობა. ოპოზიციის ამოცანაა, რომ რამენაირად ეს ჯგუფები ჩამოაშორონ ხელისუფლებას, რათა ასპარეზი გაეხსნათ. 

- ვის გულისხმობთ?

- რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფია შემჩნეული, რომელიც მრავალი წელია ებრძვის დედა ეკლესიას. მათ შორის არიან „რესპუბლიკელები“, რომლებიც ეწევიან პოლიტკურ მაზოხიზმს. სხვა არაფერი ჰქვია ამას, როცა საარჩევნო კლიპში გამოგაქვს ეკლესიის ლანძღვა-გინება და თან ქადაგებ, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. თავად არღვევ ამ პრინციპს, როდესაც ერევი ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხებში. ამიტომ, მე ამ მოვლენას პოლიტიკური მაზოხიზმი ვუწოდე.

- ასევე არის მოთხოვნა, რომ 1 ლარად საპატრიოარქოს მიწა აღარ უნდა გადაეცეს... 

- 1 ლარად მიწა ყველას უნდა გადაეცეს, ვინც იმ მიწას საზოგადოებისთვის გამოიყენებს.

- იყენებს საპატრიარქო გადაცემულ მიწას ხალხისთვის? 

- საპატრიარქო ჩემი აზრით მაქსიმუმს აკეთებს, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც იქ არსებობს. 5 წლის განმავლობაში თავად ვმუშაობდი საპატრიარქოში და კარგად ვიცი რაც ხდებოდა შიგნით. როგორც აღვნიშნე ავტორიტეტებს და ავტორიტეტულ ინსტიტუტებს იმიტომ ებრძვიან, რომ დისკრედიტირებული პოლიტიკური ჯგუფებისათვის ასპარეზი გაიხსნას. უამრავი ეკლესია, მონასტერი, საკულტე ნაგებობა აშენდა, სასწავლებელი გაიხსნა, საეკლესიო მეურნეობა შეიქმნა. 

ჩვენი საზოგადოება არ არის მარტო ათეისტების საზოგადოება, ხოლო სახელმწიფო არ არის მარტო ათეისტების მსახური. სახელმწიფო, მათ შორის, ვალდებულია იზრუნოს მორწმუნეების კანონიერ ინტერესებზე. მორწმუნეები თავისი კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას საკულტო ნაგებობების, ეკლესია-მონასტრების გარეშე როგორ შეძლებენ? სულიერი საზრდო, რწმენის სახით, ადამიანებს უფრო მეტად სჭირდებათ ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის საკვები. ეკლესია არ არის კომერციული ინსტიტუტი, რომ მან სანთლების გაყიდვაზე დაგეგმოს თავისი არსებობა ან კიდევ საეკლესიო რიტუალების შესრულებისათვის მიღებულ შემოწირულობაზე. გადასახადებს იხდიან, მათ შორის, მორწმუნე ხალხიც. კონსტიტუციით არა მარტო საკუთრების, სიცოცხლის, არამედ რწმენისა და აღმსარებლობის უფლებაც დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი გადახდილი გადასახადების ნაწილი აქეთკენაც წარიმართოს. 

„რესპუბლიკური“ პარტია იმასაც ამბობდა, რომ ბიუჯეტი არ უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს... 

- რატომ არ უნდა ჰქონდეს? რითი ხსნიან ამას ან რითი ასაბუთებენ? 

- ასევე აქტიურად საუბრობენ სასულიერო პირების ძვირადღირებულ ჯიპებზე... 

- ნუ გავხდებით მორალისტები. ჩვენი სასულიერო პირები დღემდე ცხოვრობენ დუშეთის სამების მთაზე და იმ ეკლესიაში მსახურობენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ბევრი მათთაგანი სამშობლოსათვის და ჩვენი ხალხის სულიერი მოთხოვნილებებისთვის იზოლაციაში ან კიდევ განდეგილობაშია. 

ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები იგივე ტრანსპორტით გადაადგილდებიან, რითაც დანარჩენი მოქალაქეები ვმოძრაობთ. ჩვენ მოქალაქეებს თუ აქვთ უფლება ჯიპში ისხდნენ, რატომ არ აქვთ იგივე უფლება ჩვენს მამაოებს? იგივე ადამიანები არ არიან? თუ ჯიპები მარტო პოლიტიკური პარტიების ლიდერების უფლებაა. არ მგონია, ეს კორექტული იყოს. შენთვის შეიძლებოდეს და სხვისთვის არა. ეს ემსგავსება შერეულ საარჩევნო სისტემასთან ჩვენი ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებას, რომ მარტო პარტიებისთვის შეიძლებოდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხოლო უპარტიო მოქალაქეებს აეკრძალოთ. იგივე გამოდის აქაც, რომ ჩვენ გვქონდეს ჯიპებით სიარულის უფლება, ხოლო მამაოებმა ფეხით იარონო. ეს არის მათი დამოკიდებულება. ბევრ მამაოს ვიცნობ, ვინც ეკლესიაში ცხენით ან ფეხით დადის.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

"მოქალაქეებს აქვთ ჯიპებში სხდომის უფლება და მამაოებს არა?!" - ზაქარია ქუცნაშვილი (ინტერვიუ)

"მოქალაქეებს აქვთ ჯიპებში სხდომის უფლება და მამაოებს არა?!" - ზაქარია ქუცნაშვილი (ინტერვიუ)
18:02 | 23 ოქტომბერი, 2017

ავტორი: თაკო პაატაშვილი