ცესკო: ყველა საოლქო საარჩევო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი

ცესკო: ყველა საოლქო საარჩევო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით 45,65% შეადგინა. როგორც გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ყველა საოლქო საარჩევო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი. 

"ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით შეადგინა 45,65%. ხოლო რაც შეეხება გენდერულ  სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 652 ქალმა, რაც დაახლოებით 50,28 % და 58 911 კაცმა, რაც გახლავთ 49,72%.

ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების წამომადგენლებსა და დამკვირვებელებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა და რაღაც განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება. 

საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი. ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. საჩივრები დაიწერა დამკვირვებლისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა გახლდათ კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც ასევე  შეეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც ცხადია, შესწავლას და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს",-აცხადებენ ცესკოში.  

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068