წინასწარი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სულ 14 ათას 232 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა 8 ათასამდე ხმა მიიღო, რაც პროცენტულად ხმათა 60% შეადგენს.

5 ათას 500 ხმა მიიღო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ, რაც პროცენტულად 26% შეადგენს.

ხმათა 11% მიიღო პარტია "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა. ხოლო 3,7 % "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა.

რაც შეეხება პარტიულ სიას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება- 55

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-24%

ევროპული საქართველო -11%

დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა- 5%

პატრიოტთა ალიანსი-4,71%

ლეიბორისტები-4,55%

როგორც ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან აცხადებს, ერთი საჩივარი დაიწერა მხოლოდ, რაც " სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა დაწერა. ხულოში სულ 13 მაჟორიტარული ოლქია, დაბაში, თხილვანასა და სხალთაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვა.

დეკანაშვილებში კი ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხოლო დანარჩენ ცხრა ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა. ხულოს მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4488
EUR 2.9944
GBP 3.4175
TRY 0.5979