“ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაციას ველით ახალქალაქში. ჩვენ ბევრ რაიონს ვიგებთ, ბორჯომშიც ვიგებთ, ყოველგვარი მეორე ტურის გარეშე, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ უნდა დავუშვათ მეორე ტურების ალბათობა.
რაც შეეხება თბილისს, აქ რეალურად რომ ტარდებოდეს არჩევნები, გარწმუნებთ, სულ სხვა რეალობა იქნებოდა. მაგრამ დღეს ეს არჩევნები ტარდება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე.
ამიტომ ვხედავთ ჩვენ იმ კვლევებში, თითქოს ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი გვისწრებენ რაღაცაში. ვერსად ვერ გვისწრებს ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...