თამთა შამათავა: თბილისში არის ჰაერი, რომელიც კლავს

თამთა შამათავა: თბილისში არის ჰაერი, რომელიც კლავს

„თბილისში არის ჰაერი, რომელიც კლავს“, - აცხადებს „ახალი საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი თამთა შამათავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამის გამომწვევ მიზეზად კი, თამთა შამათავა რეკრეაციული ზონების ნაკლებობას, მანქანების გამონაბოლქვს და ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ასახელებს. 

მისი თქმით, დედაქალაქის გამწვანების მიმართულებით, „ახალ საქართველოს“ 5 პუნქტიანი გეგმა აქვს. 

„რა თქმა უნდა ყველა ვთანხმდებით, რომ ხეები უნდა დაირგოს, მოხდეს რეკრეაციული ზონების გაზრდა, თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი. 

გვაქვს ინოვაციური, 5 პუნქტიანი გეგმა. პირველი, ეს არის მწვანე გაჩერებები, რომელიც არის გერმანული გამოგონება, რომელიც უდრის 275 ბუნებრივ ხეს, გამოყოფს ჟანგბადს და ატენიანებს ჰაერს. ამით ჩვენ ვაუმჯობესებთ საკითხს, სანამ ხეები გაიზრდება. მეორე, ვერტიკალური გამწვანების სისტემა, ასევე სახურავების გამწვანება, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს ევროპაში, და არა მარტო. ახლა ჩინეთი აშენებს ქალაქს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კორპუსზე ვერტიკალური გამწვანების სისტემა. ჩვენ ამას აუცილებლად დავნერგავთ თბილისში. ამასთან თუ რომელიმე ადამიანი ნახავს, რომ ხეები იჭრება უკანონოდ, გადაუღებს ფოტოს, ატვირთავს და ჯარიმის 30% დაერიცხება მას. ყველა ყველას ვაკონტროლებთ და ნულოვანი ტოლერანტობა ხეების მოჭრას“, - აღნიშნა თამთა შამათავამ. 

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517