"4 წელიწადში ჩვენ ქალაქში შევქმნით 35 ათას სამუშაო ადგილს. არ შეიძლება, რომ თბილისი იყოს ასეთი დანგრეული და მოუწესრიგებელი ქალაქი. არ შეიძლება რომ ადამიანები, ვინც ცხოვრობენ სახლში თაგვები კბენდნენ მათ. არ მავიწყდება ის ქალი, რომელთანაც შემთხვევით შევედი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მე არ დავუშვებ, რომ იას კიდევ უკბინოს თაგვმა იმიტომ, რომ მთავრობას ის არ აინტერესებს და ჰყავს დანგრეულ სახლში მიტოვებული",- განაცხადა ხოშტარიამ.
„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...