''ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა

''ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა

თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყეს და საბოლოოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბნენ. 

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, აქციას მსვლელობით პუშკინის სკვერისკენ უნდა წასულიყო, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და მსვლელობა მთაწმინდაზე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძრა. 

აქციაზე სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები" გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ისინი საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ გაჩერდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლების მმართველობა 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასრულდება. 

"პოლიტიკური ფაროსანა", "შენ შრომობ ისინი იპარავენ", "გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად" -აღნიშნული ტრანსფარანტებით იყვნენ აქციის მონაწილეები მოსულები. პუშკინის სკვერის დასაცავად სხვადასხვა რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსულები.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517