ცესკო: ეთიკის კოდექსი

ადმინისტრატორი

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე  ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

"დღეს, არჩევნებამდე ზუსტად 7 დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაციის, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ერთდროულად მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს. ეს ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნიშნავს  იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ ჩვენს საქმიანობაში ის პრინციპები, რასაც ეს კოდექსი აღიარებს. ეს არის  კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომ  ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ და ჩვენი საქმიანობა იყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი. ვთვლი, რომ ამ პრინციპების გაზიარებას, გათავისებას და პრაქტიკაში გატარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საარჩევნო ადმინისტრაცია წლებია უკვე სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეთიკურად და მაღალპროფესიულად ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები", -  განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ცესკო: ეთიკის კოდექსი

ცესკო: ეთიკის კოდექსი
15:03 | 14 ოქტომბერი, 2017

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე  ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

"დღეს, არჩევნებამდე ზუსტად 7 დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაციის, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ერთდროულად მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს. ეს ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნიშნავს  იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ ჩვენს საქმიანობაში ის პრინციპები, რასაც ეს კოდექსი აღიარებს. ეს არის  კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომ  ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ და ჩვენი საქმიანობა იყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი. ვთვლი, რომ ამ პრინციპების გაზიარებას, გათავისებას და პრაქტიკაში გატარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საარჩევნო ადმინისტრაცია წლებია უკვე სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეთიკურად და მაღალპროფესიულად ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები", -  განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა.

ავტორი: ადმინისტრატორი