გიგი უგულავა: კაჭკაჭებივით ვართ, რასაც ვშოულობთ პარტიაში მოგვაქვს

გიგი უგულავა: კაჭკაჭებივით ვართ, რასაც ვშოულობთ პარტიაში მოგვაქვს

"კაჭკაჭებივით ვართ, რასაც ვშოულობთ პარტიაში მოგვაქვს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ სესხი აიღო, რომ პარტიისთვის შეეწირა. 

"როდესაც აკეთებ ახლა პარტიას, ბუნებრივია მას სჭირდება ფული. ვინც აქ ვართ, ყველამ შევწირეთ რაღაცა პარტიას. კაჭკაჭებივით ვართ, რასაც ვშოულობთ ყველაფერი პარტიაში მიგვაქვს.  რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მას "ევროპულ საქართველოსთან" არაფერი აკავშირებს, მაგრამ ის არის ჩემი მეგობარი, სტუდენტობის დროიდან ერთად მოვდივართ", - აღნიშნა უგულავამ. 

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც აცხადებს, რომ კეზერაშვილი მისი მეგობარიც. 

"კეზერაშვილი ჩემი მეგობარიც არის, მაგრამ სესხი ავიღე, რომ პარტიისთვის შემეწირა", - ამბობს გიგა ბოკერია "ტვ პირველის" ეთერში. 

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517