მარტოხელა მშობლების სამართლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში HRDF ანგარიშის წარადგენს

ადმინისტრატორი

მარტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობა - HRDF ანგარიშის პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენას მართავს.

"2017 წლის 16 ოქტომბერს, 16 საათზე ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში(სასტუმრო რუმსის მოპირდაპირე მხარეს, ჭოველიძის ქ.7) ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი კვლევის პრეზენტაციას მართავს, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს - ვინ არიან მარტოხელა მშობლები და რა პრობლემები აქვთ მათ, დაცულია თუ არა მათი უფლებები კანონმდებლობით, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და სხვა.

შეხვედრას ფონდის ბენეფიციარი მარტოხელა მშობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვინ არის მარტოხელა მშობელი და რა ხარვეზებია სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით  2017 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 1719 ადამიანს აქვს. თუმცა ბევრად მეტია სტატუსის მიღმა დარჩენილი იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სხვადასხვა მიზეზით მარტო ზრდის შვილს/შვილებს.

ქართული კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება შეუძლია ადამიანს:

  • რომელიც არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები და მის/მათ დაბადების მოწმობაში მამის/დედის მონაცემები არ არის;
  • რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მისი შვილების მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

თუმცა კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დედის მონაცემები ბავშვის დაბადების მოწმობაში ავტომატურად შეჰყავთ და ამის გამო მამები სტატუსის მიღებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ საქართველოში არცერთ მარტოხელა მამას სტატუსი არ აქვს. თუმცა ფაქტობრივად მარტოხელა არაერთია.

რას სთავაზობს სახელმწიფო მარტოხელა მშობლებს საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული ერთადერთი შეღავათი მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. მაგრამ მათ წლის განმავლობაში მხოლოდ 3000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრებათ. ამას საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ დედებისთვის.
მამები კი დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან.

მარტოხელა მშობლებისთვის რაიმე სხვა ტიპის შეღავათი კანონის დონეზე არ არსებობს. მათ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობები ეხმარებიან, მაგრამ არც აქაა სახარბიელო მდგომარეობა. საქარველოს მასშტაბით 75 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური პროგრამა მხოლოდ 25-ს აქვს. აქედან 4-ში კაცები კვლავ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

ანაგრიშის პრეზენტაციის, ღონისძიებაზე ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება მათი და კონკურსის სხვა მონაწილეთა ფოტოების გამოფენაც", - ნათქვამია HRDF-ის გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

მარტოხელა მშობლების სამართლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში HRDF ანგარიშის წარადგენს

მარტოხელა მშობლების სამართლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში HRDF ანგარიშის წარადგენს
13:29 | 13 ოქტომბერი, 2017

"2017 წლის 16 ოქტომბერს, 16 საათზე ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში(სასტუმრო რუმსის მოპირდაპირე მხარეს, ჭოველიძის ქ.7) ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი კვლევის პრეზენტაციას მართავს, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს - ვინ არიან მარტოხელა მშობლები და რა პრობლემები აქვთ მათ, დაცულია თუ არა მათი უფლებები კანონმდებლობით, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და სხვა.

შეხვედრას ფონდის ბენეფიციარი მარტოხელა მშობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვინ არის მარტოხელა მშობელი და რა ხარვეზებია სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით  2017 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 1719 ადამიანს აქვს. თუმცა ბევრად მეტია სტატუსის მიღმა დარჩენილი იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სხვადასხვა მიზეზით მარტო ზრდის შვილს/შვილებს.

ქართული კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება შეუძლია ადამიანს:

  • რომელიც არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები და მის/მათ დაბადების მოწმობაში მამის/დედის მონაცემები არ არის;
  • რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მისი შვილების მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

თუმცა კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დედის მონაცემები ბავშვის დაბადების მოწმობაში ავტომატურად შეჰყავთ და ამის გამო მამები სტატუსის მიღებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ საქართველოში არცერთ მარტოხელა მამას სტატუსი არ აქვს. თუმცა ფაქტობრივად მარტოხელა არაერთია.

რას სთავაზობს სახელმწიფო მარტოხელა მშობლებს საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული ერთადერთი შეღავათი მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. მაგრამ მათ წლის განმავლობაში მხოლოდ 3000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრებათ. ამას საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ დედებისთვის.
მამები კი დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან.

მარტოხელა მშობლებისთვის რაიმე სხვა ტიპის შეღავათი კანონის დონეზე არ არსებობს. მათ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობები ეხმარებიან, მაგრამ არც აქაა სახარბიელო მდგომარეობა. საქარველოს მასშტაბით 75 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური პროგრამა მხოლოდ 25-ს აქვს. აქედან 4-ში კაცები კვლავ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

ანაგრიშის პრეზენტაციის, ღონისძიებაზე ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება მათი და კონკურსის სხვა მონაწილეთა ფოტოების გამოფენაც", - ნათქვამია HRDF-ის გავრცელებულ ინფორმაციაში

ავტორი: ადმინისტრატორი