ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ადმინისტრატორი

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვაწოდა. ცნობილმა ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპელმა საქართველოში უახლესი ოთხძრავიანი "დრონით" იმოგზაურა და ტურისტული ადგილები, მთები, დაბლობები და ქალაქები გადაიღო.

" საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის", - წერს გარდიანის ჟურნალისტი.

სტატიაში "დრონით" გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს. ფოტოკოლაჟში შესულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომელსაც მწყემსები საღამოს ბანაკებში ერეკებიან, რომ მგლისგან დაიცვან, ასევე ომალოს მახლობლად ბაკიდან დილით გარეთ გაშვებული ცხვრები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან.

ფოტოებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა, დილის ავდარს წამიერად არღვევს ღრუბლებში შემოღწეული მზის სხივი. დრონით გადაღებულ ფოტოებს შორის მოხვდა ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე თუშეთის უღელტეხილი. სტატიის ავტორის თქმით ეს ადგილი უფასო მოგზაურთა შორის უფასო Wi-Fi ინტერნეტით, პოპულარულია, ავტორი სტატიაში კახეთიდან თუშეთში მიმავალ სახიფათო გზაზეც აკეთებს აქცენტს. მთის შემდეგ Guardian-ის სტატიაში საქართველოს დაბლობებია აღწერილი.

" საქართველოში დააახლოებით 2 500 მდინარეა, ხოლო დაბლობი ვენახებითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებითაა მოფენილი. კაცხის სვეტი არის მხცოვანი ქართველი ბერის თავშესაფარი, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა "უფრო ახლოს იყოს ღმერთთან". საკვებს ბერს მოხალისეები ქვევით მდებარე მონასტრიდან აწვდიან", - წერს ჟურნალისტი.

ულამაზეს ფოტოკოლაჟში ეროვნული პარკები, უღელტეხილები, ციხე-კოშკები, ნისლში დაბურული ხეობები, ჩანჩქერები,ციხისჯვართან ახლოს, სამცხე-ჯავახეთში, ბარალეთის ტაძრის გუმბათზე მოკალათებული ყანჩა, ბათუმი, თბილისი და ადგილებია აღბეჭდილი.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

12 დეკემბერი, 2017

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას...

მეტი

ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს
12:33 | 13 ოქტომბერი, 2017

" საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის", - წერს გარდიანის ჟურნალისტი.

სტატიაში "დრონით" გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს. ფოტოკოლაჟში შესულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომელსაც მწყემსები საღამოს ბანაკებში ერეკებიან, რომ მგლისგან დაიცვან, ასევე ომალოს მახლობლად ბაკიდან დილით გარეთ გაშვებული ცხვრები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან.

ფოტოებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა, დილის ავდარს წამიერად არღვევს ღრუბლებში შემოღწეული მზის სხივი. დრონით გადაღებულ ფოტოებს შორის მოხვდა ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე თუშეთის უღელტეხილი. სტატიის ავტორის თქმით ეს ადგილი უფასო მოგზაურთა შორის უფასო Wi-Fi ინტერნეტით, პოპულარულია, ავტორი სტატიაში კახეთიდან თუშეთში მიმავალ სახიფათო გზაზეც აკეთებს აქცენტს. მთის შემდეგ Guardian-ის სტატიაში საქართველოს დაბლობებია აღწერილი.

" საქართველოში დააახლოებით 2 500 მდინარეა, ხოლო დაბლობი ვენახებითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებითაა მოფენილი. კაცხის სვეტი არის მხცოვანი ქართველი ბერის თავშესაფარი, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა "უფრო ახლოს იყოს ღმერთთან". საკვებს ბერს მოხალისეები ქვევით მდებარე მონასტრიდან აწვდიან", - წერს ჟურნალისტი.

ულამაზეს ფოტოკოლაჟში ეროვნული პარკები, უღელტეხილები, ციხე-კოშკები, ნისლში დაბურული ხეობები, ჩანჩქერები,ციხისჯვართან ახლოს, სამცხე-ჯავახეთში, ბარალეთის ტაძრის გუმბათზე მოკალათებული ყანჩა, ბათუმი, თბილისი და ადგილებია აღბეჭდილი.

ავტორი: ადმინისტრატორი