კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

ადმინისტრატორი

13 ოქტომბერს, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრი და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავს.

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, ღონისძიებათა ცენტრში Underwheel (მთაწმინდის პარკი) გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია: არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ოქსფამი-ბრიჯი ინოვაცია და განვითარება,  გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვარი, გაეროს მიგრაციის სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, ლურჯი ფარი, სენი, "100 მედეგი ქალაქი".

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; წარმოდგენილი იქნება პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართება სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და  ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან "ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა" ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების  შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში  გამოცდილების  გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე
12:15 | 13 ოქტომბერი, 2017

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, ღონისძიებათა ცენტრში Underwheel (მთაწმინდის პარკი) გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია: არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ოქსფამი-ბრიჯი ინოვაცია და განვითარება,  გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვარი, გაეროს მიგრაციის სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, ლურჯი ფარი, სენი, "100 მედეგი ქალაქი".

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; წარმოდგენილი იქნება პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართება სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და  ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან "ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა" ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების  შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში  გამოცდილების  გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.

ავტორი: ადმინისტრატორი