რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას": ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი

ადმინისტრატორი

„ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებმაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს შეუსწორეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტი მიღებულია არა ერთი პარტიის, არამედ ხუთი პარტიის მიერ.

რომან გოცირიძე ანა დოლიძის შეფასებას ეთანხმება, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს საერთო სახალხო შეთანხმებით მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“. 

„ახლა გვესმოდა აქ ჩვენ, რომ თურმე ერთი კი არა, ხუთი ყოფილან. მე მგონი გურამ დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაიკითხული, როცა ამბობს, რომ 1+1 ყოველთვის არ არის 2, აბა წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც სახელად ჰქვია სერვანტესი, და გვერდით მიდის, მეორე და მესამე მოქალაქე, რომელსაც ქვია დავუშვათ „მწვანეთა პარტია“ მრეწველთა პარტია და იმ ერთს მიმატებული იქნება ორი. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. ეს ერთიც კი არ არის ერთი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება -ნული. ამიტომ, როდესაც აქ იყო საუბარი, რომ რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობენ ის პარტიები, თქვენი მხარდაჭერის პროცენტი, 7 მილიარდის გარეშე იქნება ნული“, - აღნიშნა რომან გოცირიძე. 

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას": ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი

რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას": ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი
12:36 | 13 ოქტომბერი, 2017

რომან გოცირიძე ანა დოლიძის შეფასებას ეთანხმება, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს საერთო სახალხო შეთანხმებით მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“. 

„ახლა გვესმოდა აქ ჩვენ, რომ თურმე ერთი კი არა, ხუთი ყოფილან. მე მგონი გურამ დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაიკითხული, როცა ამბობს, რომ 1+1 ყოველთვის არ არის 2, აბა წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც სახელად ჰქვია სერვანტესი, და გვერდით მიდის, მეორე და მესამე მოქალაქე, რომელსაც ქვია დავუშვათ „მწვანეთა პარტია“ მრეწველთა პარტია და იმ ერთს მიმატებული იქნება ორი. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. ეს ერთიც კი არ არის ერთი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება -ნული. ამიტომ, როდესაც აქ იყო საუბარი, რომ რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობენ ის პარტიები, თქვენი მხარდაჭერის პროცენტი, 7 მილიარდის გარეშე იქნება ნული“, - აღნიშნა რომან გოცირიძე. 

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

ავტორი: ადმინისტრატორი