ირინა მილორავამ სემეკისთვის განხორციელებული ADB-ს პროექტი შეაჯამა

ადმინისტრატორი

წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით სემეკის შესაძლებლობების გაძლიერებაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები, ეკონომიკური რეგულირების საკითხები, ტარიფების დადგენისა და ფაქტობრივი დანაკარგების განსაზღვრის პრინციპები.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2016 წლის სექტემბრიდან ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (ტრანში 1)  ფარგლებში მიმდინარეობდა პროექტი "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ", რომელიც განახორციელეს კომპანია MVV Decon და Grant Thornton-მა.

პროექტის მიზანი იყო სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით,  როგორიცაა წყალმომარაგების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების საქმიანობის შესრულების მონიტორინგი. გარდა ზემოაღნიშნულისა მოცემული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სემეკის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსები ევროპის სხვადასხვა წამყვან მარეგულირებელ ორგანიზაციებში.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

ირინა მილორავამ სემეკისთვის განხორციელებული ADB-ს პროექტი შეაჯამა

ირინა მილორავამ სემეკისთვის განხორციელებული ADB-ს პროექტი შეაჯამა
11:26 | 13 ოქტომბერი, 2017

შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები, ეკონომიკური რეგულირების საკითხები, ტარიფების დადგენისა და ფაქტობრივი დანაკარგების განსაზღვრის პრინციპები.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2016 წლის სექტემბრიდან ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (ტრანში 1)  ფარგლებში მიმდინარეობდა პროექტი "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ", რომელიც განახორციელეს კომპანია MVV Decon და Grant Thornton-მა.

პროექტის მიზანი იყო სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით,  როგორიცაა წყალმომარაგების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების საქმიანობის შესრულების მონიტორინგი. გარდა ზემოაღნიშნულისა მოცემული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სემეკის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსები ევროპის სხვადასხვა წამყვან მარეგულირებელ ორგანიზაციებში.

ავტორი: ადმინისტრატორი